არა.ნებისმიერი პოზიცია კეტავს ალტერნატივის თვისუფლებას ანუ თავისუფალ ნებას.
ადამიანის თავისუფალი ნება ის "მაიატნიკია",რომელიც ალტერნატივას პოლუსებს შორის მოძრაობს.
ის არასოდეს არ უნდა გაჩერდეს.ესაა არსობრივი პოზიცია.
სხვა ნებისმიერი პოზიცია არის არაარსობრივი,რელატიური.
ნებისმიერი პოზიცია კლავს თავისუფალ ნებას,თუკი იგი ქმედებაში არ გადადის.
ქმედებაში გადასული პოზიცია-უკვე არის მისი უარყოფა და შემდეგ პოზიციაზე გადასვლა.
ამიტომაა,რომ პოზიციზე მდგომი ადამიანები,რომლებსაც ეს პოზიცია ქმედებაში არ გადაჰყავთ- კლავენ თავისუფალ ნებას!
ასეთია მაგალითად -"რელიგიური"მასა!
"პოლიტპარტიული" ჯგუფი!
მეცნიერებათა აკადემია! და ა.შ.
საკმარისია ადამიანმა პოზიციების ეს ჩამონათვალი პირადად განახორციელოს, რომ თავისუფალი ნების მაიატნიკი მაშინვე ამოქმედდება და "პოზიცია" კრახით დასრულდება!
არაცნობიერად ადამიანს ეშინია ამ "კრახის" განცდისა და მისი შედეგების.
ამიტომ ის "დგას" პოზიციაზე. ის არ ქმედებს. დგას!
დგომა და შეჩერება კი --ნების სიკვდილია!
მაგრამ ვინაიდან, აბსოლუტურად- არაფერი არ არსებობს, გარდა აბსოლუტისა, და არ არსებობს აბსოლუტური შეჩერება (ანუ სიკვდილი), მოვლენათა დინამიკა მას "იძულებით" დაძრავს პოზიციიდან.
ეგზისტენციალისტებმა თქვეს (თუ არ ვცდები- კამიუმ)- ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო!
მე შევაბრუნებდი: ადამიანი კურთხეულია თავისუფლებით! ესაა მისი არსი!
ოღონდ ესაა - მოუწევს შემეცნება თუ როგორაა თავისუფალი.
შემეცნება -არა ფილოსოფიურ- აბსტრაქტული აზრების ტყვეობაში, არამედ ნების თავისუფალი ქმედებს შედეგთა გაცნობიერებასა და ამ ცნობიერი ნების ასპარეზის გაფართოებაში!
ამიტომ-- სწორედ სამყაროს კანონზომიერებაში ზის ნებისმიერი შეცდომა, ცდომილება,"ცოდვა"- ყველაფერი დაშვებულია.
ყველაფერი დაშვებულია, რათა ადამიანმა თვითონ, პირადად, თავისი ცნობიერი ნებით გაავლოს ზღვარი დაშვებულსა და დასაშვებს შორის.
... ესე იტყოდა ზარატუსტრას დასავალიცა..
This post has been edited by annavita on 18 Oct 2007, 09:47