და კიდევ ერთი,
ამას წინათ წავაწყდი ორთოდოქსი-ზე სტატიას: "მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი"
რა თქმა უნდა დავინტერესდი, და მოდით შორს რომ არ წავიდეთ განვიხილოთ პირველი და მეორე აბზაცი.
1. მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. წმიდა გარდამოცემა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პრინციპულ დებულებას - ფიგურირებს თუ არა იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ისტორიაში და თუ ფიგურირებს, - როგორ?
ეს აბზაცი სწორია.
პროტესტანტებსა და მართლმადიდებლებს შორის "გაუგებრობის" მიზეზი სწორედ რომ ავტორიტეტია. პროტესტანტებისათვის საბოლოო ავტორიტეტს რწმენასა და ცხოვრებაში წარმოადგენს ბიბლია, ხოლო მართლმადიდებლისათვის ბიბლია წმიდა გარდამოცემასთან ერთად.
2. პროტესტანტული სწავლებით, ქრისტემ ისტორიაში არაუმეტესი კვალი დატოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნიჭიერმა რელიგიურმა მქადაგებელმა. მისი ძირითადი საქმიანობა, მათი აზრით, ზეცაში მოხდა და არა დედამიწაზე.
როგორც ჩანს ერთი-ორი პროტესტანტი უპოვია კურაევს და იქიდან გაუკეთებია დასკვნა, ხოლო პროტესტანტების ძირითადი მიმდინარეობებისათვის იესო ქრისტემ უდიდესი კვალი დატოვა დედამიწაზე. მისი მოსვლის ფუნქცია იყო: 1. ქადაგება; 2. განკურება; 3. გამოსყიდვა (ეს ყველაზე მთავარია). იესო ქრისტე დედამიწაზე მოვიდა არა იმისათვის, რომ უბრალოდ ექადაგა, არამედ რათა ჩვენი ცოდვების გამო გაკრულიყო ჯვარზე. ხოლო მისი ძირითადი საქმიანობა იყო, მიეტანა წმიდა მსხვერპლი მისი ზეციერი მამის წინაშე, და ყოფილიყო თვითონ უბიწო კრავი, რომლის სისხლითაც იქნებოდა გამოსყიდული კაცობრიობა. თუმცა მისი საქმანობა ამით არ მთავრდება, არამედ ის ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით ადღსდგა, ამაღლდა ზეცად და იქიდან აგრძელებს ჩვენს გამო შუამდგომლობას და შეწევნას. პროტესტანტების აზრით, მთავარი, რაც იესომ გააკეთა ჯვარცმა იყო. ამაში თვითონ კურაევიც დამემოწმება. ნახეთ რას ამბობს იგი პროტესტანტებზე: "პროტესანტული სამყაროსათვის უფრო მნიშვნელოვანია ჯვარცმა, ვიდრე აღდგომა". ამ საკითხის განხილვას შემდგომში მოვასწრებთ.
ისე საერთოდ "პროტესტანტი" დიდი სიტყვაა და კარგი იქნება, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელნი განგვიმარტავენ, თუ რას გულისხმობდა სინამდვილეში კურაევი "პროტესტანტებში", როცა იგი მათ შესახებ წერდა. ვინაიდან თუ ამ სტატიას წაიკითხავთ და ცოტათი მაინც ერკვევით პროტესტანტულ თეოლოგიაში, აღმოაჩნეთ, რომ ეს ადამიანი აშკარად სხვა ვინმეზე საუბრობს.
ჩემი აზრით მსგავსი სტატიების გამოა, რომ დღეს პროტესტანტებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს, მართლმდიდებლების აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ არ სურთ მოუსმინონ "სექტანტებს", და ურჩევნიათ კურაევისგან ისწავლონ ამ სექტის "ბნელი საქმეებისა" და "ბნელი მოძღვრების" შესახებ.
ველი თქვენს გამოხმაურებას. ვისაუბროთ ამ საკითხზე, ხოლო შემდეგ გავაგრძელოთ აღნიშნული სტატიის განხილვა.
http://www.orthodoxy.ge/apologetika/protestantizmi1.htm