#7104949 · 27 Oct 2007, 13:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Pathetikos @ 27 Oct 2007, 12:56 ) | კანტი იყო "პირველი", ვინც მკაცრი მეცნიერული სახით დაადგინა ის, რომ დრო და სივრცე ჩვენი გონების "მოქმედების" ფორმებია და არა თავად საგნების და მთლიანად სამყაროს "თვისება". |
მთლიანობაშია ასეა კი, თუმცა ალბათ, თავშეკავება გვმართებს სიტყვებისგან, როგორიცაა "მკაცრი მეცნიერული სახით". თვით კანტისთვის მისი მთელი ხედვა მკაცრად მეცნიერულია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს უნდა განვაპირობითოდ. კანტის ხედვები არა ერთ საკითხზე გადახედულია, თუმცა მისგან უთუოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ცნება და მისი გენეტიკა: საიდან იქმნება ცნება მაგ. რეალური საგნისა ?
ანუ თემას რომ დავუბრუნდეთ: რა არის ჩვენში აპრიორულად ნაცოდნი: ფორმები (არა მარტო დრო/სივრცე, არამედ მაგ. მგრძნობელობითი ფორმები), ცნებები, არაფერი არ არის თუ იქნებ რაიმე სხვა ?
This post has been edited by onavara on 27 Oct 2007, 14:04
|