Artistხკ. მომიტევე, შევასწორებ თუმცა ნაწილობრივ შევასწორე პოსტში წმიდა გიორგის ხატზე.
ტირანის მოკვლით - ტირანია, როგორც ასეთი, არ კვდება!!!
ამოსავალია -არ მოჰკლა!
(ნე უბეი!)
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ებრძოლო.
პა ბალშომუ, ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის შიგნით არსებულ და გარე არსებულ ტირანს!
ისე, როგორც მიქაელ მთავარანგელოსი (გენიალური მხატვრების გენიალურ ნახატებშიც ასეა გადმოცემული) და მისი მიწიერი ხატსახე- წმინდა გიორგი ებრძვიან -ანუ გარკვეულ ეტაპზე ამარცხებენ!
მხოლოდ - გარკვეულ ეტაპზე, რადგან მას ახალ-ახალი თავები ამოსდის.ანუ-
ერთ ტირანს მოკლავ- მეორე მოვა.
ტირანის მოკვლით -ტირანია არ კვდება!
მასთან ბრძოლა მარადიულია!
რადგანაც, ბრძოლი ყოველი ეტაპის აზრი ისაა, რომ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვვითარდებით.
რომც დავმარცხდეთ- მაინც წინ წასულები ვართ, რადგან, უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ამ ბრძოლამდე ვიცოდით.
და ისიც ვიცით თუ რაში მოვისუსტებთ!
ბრძოლა - შემეცნებაა, პა ბალშომუ! სწორედ მაგას ამბობდა ბაბუა ჰერაკლიტე.
და ეს ბრძოლა -ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ არსებულ ტირანთან - მარადიულია!
ის არასოდეს დამთავრდება, რადგან ადამიანის განვითარება - უსასრულოა
უსასრულოა ადამიანის თვითარსი, რომელსაც ბრძოლა- შემეცნებით გამოკვეთავს, როგორც დროში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ!
ასე, რომ, ვისიმე ფიზიკური განადგურებით, ტირანია არ მოისპობა, რადგან მისი არსებობა დაშვებული და მიზანმიმართულია (მიზანშეწონილია) იმ განვითარებისთვის, რაც ვთქვი.
ხოლო ფიზიკურ გამნადგურებელს, ,მოუწევს იმ ათვლის წერტილიდან ბრძოლის თავიდან დაწყება, სადაც მას ილუზია ჰქონდა, რომ ფიზიკური განადგურებით ტირანიას, როგორც ასეთს -მოსპობდა
(ხომ არ გეცნობა სიტუაცია?)
ებრძოლე ტირანს - გარეთ - სოციუმში
და შიგნით- მცდარ აზრებსა და შენივე დანგრევისკენ მიმართულ შენსავე აფექტურ- ემოციურ და ნებელობით იმპულსებში
არ დაემონო.
ეს ის ბრძოლაა ქართულ მრავალჟამიერში გამაოგნებელი სიყვარულით რომ არის გამოხატული
რამდენი მალაპარაკე ბიო, გავდელდი ყაზახი!
ისე, მადლობა ამ თემის ავტორს. და არტისტსაც, თუ მოგვაწვდი შესაბამის ფერწერულ-ვიზუალურ და დამწერლობით ძეგლებს, ო,დიდი ეზოთერიკ-ერეტიკოსო