#25102451 · 22 Apr 2011, 15:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (manvela @ 22 Apr 2011, 15:29 ) | ღმერთმა ხო შექმნა ყველაფერი,და ღმერთი საიდან შეიქმნა? |
გეთანხმები, რომ ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია, ბოლომდე ჩასწვდეს ღვთის მარადიულობას და გვიჭირს იმის გააზრება, თვითონ ღმერთმა როგორ დაიწყო არსებობა. მაგრამ ეს არ გვაძლევს ამ ფაქტის უარყოფის საფუძველს. ძალიან ბევრი სხვა ფენომენიც არსებობს, რომელთა მექანიზმი ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ ჩვენ მაინც ვაღიარებთ მათ არსებობას. ესენია თუნდაც დრო და სივრცე.
დრო. არავის შეუძლია განსაზღვროს საიდან იწყება დროის ათვლა. ადამიანის სიცოცხლე მთავრდება, მაგრამ დრო არ ჩერდება. ჩვენ არ უარვყოფთ დროის არსებობას იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ ვწვდებით მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. არათუ არ უარვყოფთ, არამედ ვცდილობთ, დროს ავუწყოთ ჩვენი ცხოვრება.
სივრცე. არავის შეუძლია იმის განსაზღვრა თუ სად იწყება და სად მთავრდება სივრცე. მეცნიერები რაც უფრო მეტს იკვლევენ, მით უფრო მეტად ხედავენ მის უკიდეგანობას. ისინი არ უარყოფენ ფაქტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე არ ესმით ყველაფერი; ფაქტია, რომ სივრცეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ასევეა ღმერთთან მიმართებაშიც. მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეს ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ ვერ უარვყოფთ ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვესმის ბოლომდე.
This post has been edited by betel on 22 Apr 2011, 15:56
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|