როგორც მილან კუნდერა წერს, მღვდელმთავრებს და კომუნისტებს ერთნაირი ხელები აქვთ. დიდი საჩვენებელი თითით.
და არც ისე განსხვავდება "მრევლური" კოლექტივიზმი და ზოგადად სოციალური კოლექტივიზმი და ზემოდან კაი ბიჭობის ინსტიტუტი კიდევ

ის გახსოვთ? ბავშვობაში რომ გკითხავდნენ კაი ბიჭი ხარო? უნდა გეპასუხა - გაიკითხეო
ასეა რელიგიაშიც და სოუშელ ლაიFშიც. სხვა გეუბნება ვინ ხარ. თუ ადრე მას მედიის როლს ეკლესია ასრულებდა (მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოებრივ კონსენსუსზე) ახლა ტელევიზიები არის ჩვენი ეკლესიები. როგორც ერთხელ ერთმა ჭკვიანმა მარგინალმა თქვა ( თუ დაწერა): “თუ რაღაც მიზეზის გამო BBC და ჩNN უარს იტყვიან მეორედ მოსვლის ტრანსლირებაზე _ ის აღარ შედგება.” თუ შენ არ ხარ პროგრამაში, მაშინ შენი ცხოვრება არის ბუნდოვანი სტატისტიკა და შენი ცხოვრებისეული გამოცდილება - ვიღაცის გაცვეთილი ფრაზები.
საუკუნეების განმავლობაში სამყარო “დალაგებული” იყო. არსებობდა სიკეთე, ბოროტება, გარკვეული (და ყოველთვის გარდამავალი) სოციალური ნორმები, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი წარმომავლობის ტრადიციები (“მართვა წარსულიდან”), სოციალური და ეგზისტენციალური იერარქია, ღმერთი, სამშობლო, მეფე, გმირი, ტომი, ოჯახი, მორალი. თავიდან დედამიწა ხან კუს ბაქანზე იწვა, ხან სპილოს ხორთუმზე, მნიშვნელობა არა აქვს მთავარია ეჭვი არ შეიტანო, შემდეგ კუ წავიდა, ბრტყელი დედამიწა ჰაერში დარჩა, პლანეტები კი მის გარშემო ასრულებდნენ წვერებიანი, მაჩო ღმერთის საგალობელს, შემდეგ დედამიწამ მრგვალი, უფრო სწორად კვერცხისებური ფორმა მიიღო, ჩვენ კი Depeche Mode-ს მოსმენა დავიწყეთ. ჩვენ შევქმენით დიდი აფეთქების, პარალელური სამყაროების და ქაოსის თეორიები. ფიზიკოსები, ქიმიკოსები სულ უფრო სასოწარკვეთილად შლიან ხელისგულებს და საუბრობენ სამყაროს და ცნობიერების ( რომელიც სამყაროს არეგისტრირებს ) არასტაბილურ საფუძვლებზე. არ არსებობს ფუნდამენტური რეალობა! არ არსებობს ფუნდამენტური დრო! “ღეალიტყ ის ა სოციალ ცონსტრუცტ.” სწორედ ამ კონსტრუქციის მონოპოლიზებას ცდილობდა ყველგან და ყოველთვის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა. მეფეები, ქურუმები, დოგმატიკოსი მღვდლები, პოლიტიკოსები და სხვა ამდაგვარი კვერცხები. ამიტომაც იყო სამყარო “დალაგებული”. რეალობა _ მონოპოლიზირებული. ინდივიდუალური მომენტი, ამბოხი, გასხივოსნება, წასვლა, მოსვლა _ როლებად განაწილებული და წინასწარგანსაზღვრებადი. ყოველ დროში მონოპოლიის იარაღი იცვლებოდა. ცოტა ხნის წინ, რელიგია როგორც იარაღი ტელევიზიამ და მასობრივმა მედიებმა შეცვალეს. თავისი არსით ტელევიზორი და მასობრივი საშუალებები საინტერესო რამეა. მაგრამ როგორც იტყვიან _ გააჩნია ვინ იყენებს ტელესკოპს და საით იყურება. თუმცა ასე არ ამბობენ ხოლმე. მაგრამ რა აზრი აქვს.
ნუ გეშინიათ. ნუ გრცხვენიათ.
თამამად თქვით მ ე . მისი უდიდებულესობა მ ე . მე ვიცი ვინ ვარ მ ე . მე გეტყვით ვინ ვარ მ ე . საკუთარ თავს ვაცნობიერებ მხოლოდ მ ე . მ ე არავის არ ვკითხავ ვინ ვარ მ ე . მ ე ვიცნობ მეს ყველაზე კარგად, ამიტომ მე ყველაზე უკეთ ვიცი ვინ ვარ მ ე .
ვინ ვარ მე?
ეს ძირითადი საკითხია, რომელზედაც მთელი თავდაჯერებით და თვითკმაყოფილებით გაგცემენ პასუხს საზოგადოებრივი ინსტიტუტები. და თუ დააკვირდებით, ყოველთვის მათ სასარგებლოდ. ნებისმიერი რელიგიური იერარქია ზუსტად მიგითითებთ თქვენ - თუ ვინ ხართ: კათოლიკე, პროტესტანტი, იუდეველი თუ ათეისტი. ხოლო ყოველი სახელმწიფო ზუსტად დაგიდგენთ ნაციონალობას, ამერიკელი ხართ, რუსი თუ თურქი. თქვენ მხოლოდ პასპორტი წარადგინეთ! ხოლო უსასრულოდ წვრილი, საზოგადოების შემკვრელი სტრუქტურები მტკიცედ და წამიერად მიგითითებენ, თუ ვინ ხართ პროფესიით, პოლიტიკური მისწრაფებებით, სოციალური კუთვნილებით და ა.შ.
სულ ეხლახან გაჩნდა ახალი ელიტურ-სახელმწიფოებრივი რელიგია -- ფსიქოლოგია, ეგოს ძიება, წარმოსახვის თამაშები. ყველა კითხვაზე თანამედროვე პასუხების მოძიების მცდელობა.
ამერიკელი, კითხვაზე - \"ვინ ვარ?\" პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი სოციალური როლების ტერმინებით. რა როლს თამაშობ და რომელ სატელევიზიო შოუში? კარგი ხარ თუ ცუდი? მაყურებელთა სიმპატიის როგორი რეიტინგი გაქვს? პოპულარული ხარ? ეს არის ფიზიკური და მეტაფიზიკური გაიგივების მცდელობისგან ტიპიური ზედაპირული, ცხოვრებისეული თავდაღწევა.
ვინ ვარ მე? ამ კითხვაზე თქვენ სინამდვილეში მხოლოდ მაშინ გასცემთ პასუხს თუ მიატოვებთ ტელესტუდიის ბუტაფორიულ პავილიონს, რომელიც გამოწყობილია სპეციალური ინსტიტუტების მიერ ნორმალურობის საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური განსაზღვრების მიხედვით.
მე ვარსებობ ცნობიერებისა და ენერგიის ყველა დონეზე.
ვინ ვარ მე? მე ვარ თქვენ.
ატომურ დონეზე -- მე ატომთა გალაქტიკა ვარ. მე ვარ სამყარო, მთელი ენერგიის ცენტრი და შემნახველი. მე -- სინათლე. მე ვარ თქვენ.
უჯრედულ დონეზე მე სიცოცხლის განუწყვეტელი ჯაჭვი ვარ, უმაღლესი საფეხური დნმ-ს კიბეებზე, ევოლუციის პროცესის ცენტრი. მე სიცოცხლე ვარ. მე ვარ თქვენ.
სომატურ დონეზე -- მე ენერგეტიკული სტრუქტურის ყველაზე რთული და გონიერი ფორმა ვარ. ჩემი ორგანოების და კანის სისტემა - უკანასკნელი სიტყვაა კოსმიური მინიატურიზაციისა და ზეციური არქივირების გამოცდილებაში. მე ჩემი სხეული ვარ. მე ვარ თქვენ.
სენსორულ დონეზე მე -- მიმღები ვარ, კავშირის თანამგზავრი, ტელესკოპი-რადარი, გეიგერის მრიცხველი, სიგნალების დამჭერი, აღჭურვილი მილიარდი სენსორული მიკროფონით, რომელიც იჭერს პლანეტის სისტემის ენერგეტიკულ რხევებს. მე ვარ თქვენ.
ის, რომ ეგოისტური ცნობიერება სოციალური თამაშის ერთგული ხდება -- გარდაუვალია. ამას ვერ გაექცევი. ჩვენ ვერ მივატოვებთ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ სოციალური როლების თამაში და უარი ვთქვათ მონაწილეობაზე სოციალური დრამაში, რომელიც დაცლილია სიყვარულისგან, გვზღუდავს და ხელს გვიშლის რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ატომური, უჯრედული, სომატური და სენსორული ღვთაებრიობა. სულიერ მოწოდებებს ეგოს ტრანსოფმირებისთვის -- აზრი აღარ აქვს. ეგო ისევე არსებობს, როგორც ცნობიერების ნებისმიერი სხვა დონე, როგორც არსებობს კარმა. ჩვენ შეგვიძლია ეგოს ცნობიერებია \"ცენტრში\" დავაყენოთ და ვიხილოთ მისი რეალური ურთიერთქმედებები სხვა დანარჩენ \"მეებთან\". \"სოციალური ეგო\" საშინლად ტივიალურია \"ატომურ მე\"-სთან ან \"გენეტიკურ მე\"-სთან შედარებით, მაგრამ სწორედ ეს არის კოსმიური დამალობანას უდიდესი მისტიფიკაცია, სადაც \"სოციალურმა ეგომ\" ისეთი უზარმაზარი და ამავდროულად უსარგებლო ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, რომ უპრობლემოდ შეძლო დანარჩენი \"მეების\" მიმოყრა ცნობიერების შორეულ კუთხე-კუნჭულებში.
ასე რომ, ვილოცოთ: ყოვლისშემძლე ეგო, გამიშვი! გამათავისუფლე! ყოვლის შემძლე ეგო, მიეცი ნება ჩემს თვალებს, რათა იხილონ!
vano_tმე ვარ შოთა გაგარინი. პოეტი პუბლიცისტი და მულტიმედია არტისტი. აწ უკვე დასრულებული პოეტური პროექტის "ვარდისფერი ავტობუსის" ფუძემდებელი. გამარჯობა.
გნოსტიკური ბიბლიის ლინკს არ დადებ?