#7805690 · 20 Dec 2007, 17:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,წმინდა ბარბარე ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი წმინდანია ქართველი ხალხისა. ასეთი გამორჩეულობა შესაძლოა მის არა მარტო ღვთიურ, არამედ იმ ადამიანურ ხასიათსაც მიეწერება, რომელიც ახლოს არის უბრალო მოკვდავის ხასიათთან... ის ხალხური ტრადიციები, რომლებიც წმინდა ბარბარესთან დაკავშირებით ჩვენმა ხალხმა შემოინახა, დიდ სიყვარულზე მიუთითებს, თუმცა მის სახელთან ე.წ. “ბედობის დღის” დაკავშირება თანამედროვეთა მცირედმორწმუნეობაზე მეტყველებს! რაც შეეხება დანარჩენ ქმედებებს, რომლებიც ქრისტიანული კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არიან, ის შეწყნარებულია და არანაირი პრობლემა არ არის. მაგალითად, ქართველები ბარბარობის შესახვედრად ვაცხობთ ლობიანებს (რადგან მარხვაა!), ვმოძღვრავთ ბავშვებს და ვეუბნებით, რომ თუ კარგად მოიქცევიან, წმინდა ბარბარე შეეწევათ... წმინდა ბარბარესვე ვევედრებით, რომ უზიარებელი არ გავემგზავროთ სასუფეველში (იმიტომ გამოიხატება წმინდა ბარბარე იკონოგრაფიაში ბარძიმით)... ისიც შეისმენს ჩვენს თხოვნას, რადგან ქრისტიანთა მფარველი და მოყვარულია. თვითონაც ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულისთვის ეწამა... წმინდა ბარბარე დაიბადა ქალაქ ილიოპოლში (დაახლ. 306 წელს) მდიდარი წარმართის, დიოსკორეს ოჯახში... ქალწული ღვთაებრივად მშვენიერი იყო და ადრე დაქვრივებულმა მამამ გადაწყვიტა, ერთადერთი შვილი გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა... მიუვალ ადგილზე გამომწყვდეული გოგონა დაფიქრდა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა...
როდესაც გათხოვების დრო დადგა, უარი უთხრა უამრავ მთხოვნელს. მამამ იფიქრა, გოგონა ეულად აღზრდამ გულჩათხრობილი გახადაო და თავისუფლება მისცა. ამასობაში ილიოპოლში ალექსანდრიელი ხუცესი ჩავიდა და ქალწული მონათლა... როდესაც დიოსკორე აბანოს აგებდა და მისთვის ორი - მზის და მთვარის სარკმლის გამოჭრა ბრძანა, ბარბარემ მესამე სარკმელიც დაამატებინა. ამ სოფელს სამნი: მამა, ძე და სულიწმინდა ანათებენო.
ამ სიტყვებით განრისხებულმა დიოსკორემ მახვილი შემართა შვილზე... ბარბარე გაიქცა და თავი კლდეს შეაფარა, მაგრამ მალე მწყემსებმა იპოვეს... დიოსკორემ ასული ქალაქის მმართველს მიჰგვარა, რომელმაც ჯერ ტკბილად სცადა გოგონას გადმობირება, შემდეგ კი აწამა... ნაიარევით დაწყლულებული ბარბარე ღამით თავად მაცხოვარმა განკურნა წყლულებისაგან... რა არ სცადეს წარმართებმა მის მოსაქცევად, მაგრამ გოგონა უფრო დიდი წინააღმდეგობით პასუხობდა. ურჯულოებმა მისი დასჯა გადაწყვიტეს... ბარბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში იდგა ქალწული იულიანაც, რომელმაც ხმამაღლა დაიწყო ჯალათების მხილება, ისიც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს...
ქრისტეს სამსხვერპლოზე წმინდა ბარბარეს წმინდა იულიანაც დაუყენეს გვერდით... როდესაც წმინდა ბარბარემ უკანასკნელი ლოცვა დაასრულა, ციდან ანგელოზთა ხმა გაისმა... თვით მამამ აღმართა ბარბარეზე თავის მოსაკვეთად მახვილი... ქალწულის განგმირვისთანავე ჯალათ მამას საშინელი ელვა დაატყდა თავს და იქვე განგმირა..."(კვ. პ.)
--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
|