გახლდით, პრაქტიკაში ხშირად მსმენია რომ ეს შეუძლებელია, ასევე ზოგიერთი არქიმანდრიტის უკმაყოფილებაც მომისმენია.
* * *
აგერ დეკანოზი ანდრიას პოზიციაც:
"ერთი ნათლიის ნათლულები დაძმანი არიან. უწმიდესის ნათლიობასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს გამოიცემა მისი ან სინოდალური განჩინება, სადაც იქნება ახსნილი სამართლებრივი მხარე. მანამდე კი ასეთი ქორწინება დაუშვებლად ითვლება. ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა არა მხოლოდ ჩვენში და მგონი აქაც, ფორუმში შეეხო მას ერთი კითხვა. პატრიარქის ნათლიობას მიზნად აქვს უფრო ერის წახალისება გამრავლებისაკენ, ვიდრე საკუთრივ ნათლიის აღმზრდელობითი ფუნქციის ტვირთვა. პატრიარქი ისედაც არის ერის სულიერი მამა.
რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩავასწორე. შენდობას ვითხოვ გაურკვეველი პასუხისათვის."