ჯადო არსებობს, თანაც - უძველესი დროიდან.
იმის გასაგებად, თუ რა არის ჯადო და როგორ მუშაობს ის, მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე ეზოთერიკოსები.
ითვლება, რომ "ჯადო" არის ნეგატიური ენერგიით დამუხტული ბირთვი, რომელიც "ეკვრის" ადამიანის აურას, არღვევს მას და დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. წარმოიდგინეთ ადამიანის აურა, რომელსაც კვერცხისებრი ფორმა აქვს და სხვადასხვა ფერის და ინტენსიობის ნათება. ჯანმრთელ ადამიანს ეს ნათება აქვს ღია ფერის, მუდმივი, გარღვევების გარეშე. "მოჯადოებული" ადამიანის აურა უფრო ფერმკრთალია, მონაცისფრო და გააჩნია გარღვევები, განსაკუთრებით იქ, სადაც დაავდებული ორგანო აქვს, რაც ამ ენერგეტიკულმა ბირთვმა გამოიწვია.
რუსულად ამ ბირთვს лярва-ს ეძახიან (მას მეორე მნიშვნელობაც აქვს - სლვაურ მითოლოგიაში ასე უწოდებდნენ სახლის ავ სულს, რაც, პრინციპში, ახლოსაა ჯადოსათან). მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სცნობს ჯადოს, მისი ლოცვებით მოხსნა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ ჯადო "პროფესიონალის" მიერ არის გაკეთებული, მთელი რიგი წესების დაცვით, ლოცვა ამას ვერ შველის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ მოაქვს არაფერი დადებითი, რიგ შემთვევებში ეს საკმარისიცაა - თუ ჯადო გააკეთა დილეტანტმა, ლოცვა უნდა იყოს უძლიერესი, უნდა ჩატარდეს ერთგვარი რიტუალი, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი.
ძალიან ხშირად ჯადოს მოხსნას ამ საქმის სპეციალისტებიც კი არ კიდებენ ხელს (დავარქვათ მათ პირობითათ "თეთრი მაგები"), ან თუ კიდებენ - ძალიან ძვირს ითხოვენ, საქმე იმაშია, რომ მოხსნისას ამ უარყოფითი ენერგიის ნაწილი მათზე გადადის, და თუ ეს მაგი არაა დარწმუნებული საკუთარ ძალაში, ის მიიღებს ჯადოს პორციას. ან თუ თვლის, რომ ის, ვინც გააკეთა - მასზე ძლიერია და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს საკმაოდ რთული და სარისკო პროცედურაა. ლაპარკია ენერგიებზე და მათ (ენერგიებს შორის) ბრძოლაზე. მაგრამ ეს ახლა შორს წაგვიყვანს.
ჯადოს ნაირსახეობები უამრავია, გააჩნია, თუ რაზე კეთთდება ის. სხვათა შორის, საქართველოში ეს რიტუალი საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა (სამწუხაროდ) ანუ, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე დებს თავს, არ იშურებს ასეთ საქციელს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ჯადოს მისთვის და მისი ახლობლებისთვის. როგორც წესი, ეს ხალხი არ დაიკვეხნის დიდი ინტელექტით, და არც - ჰუმანურობით, ძირითადად ამას აკეთბენ განაწყენებული ქალები, მაგრამ არც კაცები ამბობენ ხშირ შემთხვევაში უარს. მოკლედ, სავალალო მდგომ,არეობაა. განსაკუთრებით ბევრი "ჯადოქარი" მოღვააწეობს აჭარაში - ეს მათი ტრადიციული ცენტრია საქართველოში.
რაც შეეხება მაგიას (ჯადოც ხომ მაგიაა) - ეზოთერკოსების აზრით, არ არსებობს თეთრი და შავი მაგია, არსებობს მხოლოდ ადამაინების ზრახვები და ენერგია, რომელსაც ისინი იყენებენ სიკეთისთვის თუ ბოროტებისთვის. მაგრამ! არაფერი არ რჩება უკვალოდ უნივერსუმში, და თუ ეს ენერგია ბოროტად იქნა გამოყენებული, ის ბუმერანგის პრინციპით უკანვე უბრუნდება გამკეთებელს. ანუ. მაგია არის მხოლოდ ერთი, და გააჩნია ადამიანს, რომელიც იყენებს მას - მხოლოდ ამის მერე ის იძენს "შავის" ან "თეთრის" ელფერს.
არსებობს ჯადოსგან დაცვის მექანიზმები - ძირითადად ეს ავგაროზები, ანუ - ამულეტებია, დატვირთული დადებით/დაცვითი ენერგეტიკით, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს ძალას და მას განახლება სჭირდება. ასეთი შეიძლება იყოს ქრისტიანული ჯვარიც, მგარამ მასაც დატვირთვა უნდა. ჯვრის გარდა სუყველა კულტურაში და ნებისმიერ კონტინენტზე მოინახება სხვადასხვა ტიპის ამულეტები, რომლებიც არსებობს ათასწლეულები., გინდ აფრიკა იყოს ეს, გინდ ავსტრალია, გინდ აზია.. არ აქვს მნიშვნელობა. ათასობით ამულეტი არსებობს სხვდასხვაგვარი გამოსახულებით - ანუ, კაცობრიობა ოდითგანვე ებრძოდა "შავ" მაგიას.
თუ ადამიანი თვლის, რომ მას ასეთი დაცვა სჭირდება, და იცის, სად უნდა გააკეთოს - ის იმას აკეთებს. დამიჯერეთ, ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია ასეთი რამ.
მოკლედ, ეს არც თუ ისე ფანტასტიკის სფეროა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მთელი ჩვენი სამყარო არის ენერგიისგან და ენერგიით შექმნილი.
არ გეგონოთ ჯადოქარი - უბრალოდ, ერთ დროს ვსწავლობდი ამ საკითხს. ასე ვთქვათ, ინეტერესანტი ვარ

ამ თემაზე ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჯერ-ჯერობით აქ შევჩერდები
This post has been edited by Sonya on 6 Jan 2011, 17:48
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.