თავი არაფერზე არ ამირიდებია მათე

შენ იმიტომ გაინტერესებს ჩემი მოსაზრება იეჰოვას მოწმეების სწავლებაზე რომ შენთვის ავტორიტეტი ვარ? რათქმა უნდა არა. შენ უბრალოდ ჩემ ვითომ კუთხეში მომწყვდევა გინდა მარა მათე მაგას ვერ მოესწრები
გასაგებად გითხარი რომ იმდენად კარგად არ ვიცნობ იეჰოვას მოწმეების სწავლებას რომ მსგავსი რამ ასე გადაწყვეტით ვთქვა.
შენ თუ ფიქრობ რომ რომაელთა 9:5-ში ან ტიმოთედან მოყვანილ მუხლში ჩაწერილი სიტყვები იესოს ყოვლის შემძლე ღმერთად წარმოსახავს ვერ დაგეთანხმები.
შენს მოყვანილ მუხლებში სამების სწავლება არ ჩანს.
დავკონკრეტდები:
ტიმოთედან შენს მიერ მოყვანილი მუხლის თანახმად წერია რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცშიო. ეს არაა სწორი. რატომ? იმიტომ რომ იოანეს 1:18-ში წერია რომ ღმერთი არავის არასოდეს უხილავს-ო. თუ კი იესო ხორცშესხმული ღმერთია, შენი ლოგიკიდან და მოსაზრებიდან გამომდინარე, გამოდის რომ იოანეს სახარებაში ჩაწერილი სიტყვები სიცრუეა, რადგან იესო იხილეს ადამიანებმა.
გარდა მაგისა, უფრო მეტსაც გეტყვი.
იესოს ღმერთი ოანეს 1:1-შიც ეწოდება. ღმერთი ნიშნავს "ძლიერს" "ძალაუფლების მქონეს". იესო ღმერთი იყო, ანუ ძლიერი ძალაუფლების მქონე.
მსგავსადვე უწოდებს ბიბლია "ღმერთს" მოსესაც და ანგელოზებსაც რადგან ისინი ღვთის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილები იყვნენ, ანუ ძლიერები.
გარდა მაგისა ტიმოთეს ძემოაღნიშნული მუხლი ზოგიერთ ქართულ თარგმანში ამბობს რომ: "ის გამოცნდა ხორცში" და არა "ღმერთი გამოჩნა ხორცშიო." ამწუთას არ მახსენდება რომელი გამოცემა იყო "ახალი აღთქმის"-ა მარა ჩემი თვალით მაქვს წაკითხული. მიზეზი ისაა რომ უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერებში არსად გვხვდება ტექსტი რომელიც ამბობდეს "ღმერთი გამოცნდა ხორცშიო". ყველაზე ძველ მანუსკრიპტებში რომელიც ყველაზე ავტორიტეტულადააცნობილი ტიმოთეს 3:16-ში წერია: "ის ვინც გამოჩნდა ხორცში". ანუ ის ვინც გამოჩნდა ხორცში იყო "სიტყვა". ღვთის სიტყვა. ამას თავად იოანე ადასტურებს იოანეს 1:14-ი რომ , "სიტყვა გახდა ხორცი". იმისათვის რომ თავად დარწმუნდე მათიუს ამ ყოველივეს სიმართლეში რასაც მე გწერ აქ, თავად შეგიძლია გადაამოწმო უძველესი მანუსკრიპტები. მაგალითად, თავად შეგიძლია ფაეცნო ვესტ კოტისა და ჰორტის მიერ გამოცემული ორიგინალი ბერძნული ტეხსტი.
თუ იმას იტყვი რომ ხელი არ მიგიწვდება ასეთ სერიოზულ წყაროებთან, მაშინ აი ბერძნული დედანი სადაც წერია "ვინც გამოცნდა ხორცში".
os efanerwqh en sarki
WHO was-manifested IN FLESH
ვინც გამოჩნდა ხორცში
ვფიქრობ ამას შენ ყურადგებას მაინც არ მიაქცევ რადგან უძველესი მანუსკრიპტებში სადაც არ არის ჩამატებული სიტყვა "ღმერთი გამოცნდა ხორცში" არ მოდის იმასთან ჰარმონიულობაში რაც შენ გინდა რომ დაასაბუთო. მაგრამ იმისათვის რომ ვინმემ არ იფიქროს რაც დავწერე აქ ჩემი მოგონილია ან სიმართლეს არ შეეფერება, თავად უნდა გამოიკვლიოს და დარწმუნდეს ამაში.
ჩემი მოკვანილი არგუმენთი რომ არ ჩაითვალოს დაუსაბუთებლად, აი წებგვაერდი
http://www.scripture4all.org/OnlineInterli...Greek_Index.htmსადაც შეგიძლია თვად ნახო თუ რა წერია ბერძნულ დედანში. აგრეთვე ფოტოსაც ჩავსვამ ამ ტექსტისას, ამ ვებგვარდიდან სადაც ბერძნული დედანის ტექსტია განთავსებული და ბერძნულ ტექსტს ქვემოთ უწერია სიტყვა-სიტყვითი თარგმანი , ხოლო მარჯვნივ კი ინგლისური თარგმანი ბერძნული ტეზსტისა რომელსაც ტრადიციულად ამატებენ სიტყვა "ღმერთს" რომ თავიანთი რელიგიური შეხედულებები დაასაბუთონ.
ამ საკითხზე უფრო დაწვრილებითაც შემიძლია მოგწერო მათე მაგრამ შენ თუ თავად გადაამოწმებ არსებულ ფაქტებს დარწმუნდები იმაში რაც აქ დაგიწერე სწორია. მაგრამ, თუ უბრალოდ ის გინდა გწამდეს რაც აქამდე ისწავლე შენი ნებაა.
პატივისცემით
აჩი
* * *
მნათეუსი ეს სურატი აღებულია ჩემს პასუხში მოყვანილი ლინკიდან, სადაც ბერძნული ტექსტია მოყვანილი და მას უწერია სიტყვა სიტყვიტი თარგმანი.
თუ სურათის ხარისხი არაა კარგი და არ ჩანს რომ დედანში ცერია, ვინც გამოჩნდა ხორცში, შეგიძლია ლინკს დააწკაპუნო, მონახო 1 ტომოთეს 3:16 და დარწმუნდე მასში შენი თვალთ.
საქმე იმაშია, რომ მოგვიანებით, ვისაც აწყობდა ბიბლიაში შეეტანა ისეთი სწავლებები რაც მაში არ იყო, ი ტიმოთეს 3:16-ში სეიტანეს სიტყვა "ვინც" ნაცვლად სიტყვა "ღმერთი" რათა თავიანთი რელიგიური მოსაზრებების სისწორეში დაერჭმუნებინათ ადამიანები.
იმედი მაქვს გადაამოწმებ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც რასელის ან იოანე ოქროპირის მოგინილი არ არის საბედნიეროდ.
პატივისცემით
აჩი
* * *
მათეუსი
ეს ერთ-ერთი მგალითია იმათ მხირად ვისაც სამბის სწავლების ბიბლიაში შეტანა სურდათ
სხვა მაგალითი ერთერთმა ფორუმელმაც კი აღნიშნა ჩემამდე. აი მისი სიტყვები 1იოანეს 5 თავში ჩამატებული სიტყვებისა.
ფორუის ერთერთმა წევრმა ეს უკვე აღნისნა ცინა პოსტებში. ვაკეთებ Guardian-ის სიტყვების ციტირებას რომელიც ამ თემაში პოსტების 19-ტე გვერძე გააკეთა:
დათიკო
QUOTE
1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან“
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ეგ ფრაზა სამების დოგმის მომხრეების მიერ მე-16 საუკუნეშია ჩამატებული (ანუ, ნაყალბევი) ბიბლიის ტექსტში და ბიბლიის არცერთ ადრინდელ ხელნაწერში არ გვხვდება -
http://en.wikipedia.org/wiki/Comma_Johanneumშენს მიერ მოყვანილი დანარჩენი ციტატებიდან არცერთი გამოდგება სამების დოგმის არათუ დასტურად, არამედ მინიშნებადაც კი მასზე.
მასაც ხომ არ "მონათლავთ" ნეტა იეღოველად"?
* * *
კიდევ ერთ რამეს დავამატებდი, რომ თუ ვინმეს კომენტარზე იმწუტასვე არ გავეცი პასუხი იმიტომ რომ არ ვარ ფორუმში ან ფიზიკურად დაკავებული ვარ არ უნდა გაკეთდეს ნაჩქარევი დასკვნები რომ ვინმეს მიერ დასმულ შეკითხვას გავურბივარ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)