ვაყრი.....
ზოროასტრიზმის, იგივე მაზდეანობის, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობის დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული დუალიზმი. სამყაროში ორი საწყისია - კეთილი და ბოროტი, სწორედ მათი ბრძოლისგან შედგება მთელი ისტორია. დუალიზმი სხვა რელიგიებშიც არსებობს, თუმცა ქრისტიანობასა და ისლამში მას ასეთი სახე აქვს: არსებობს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი ღმერთი, თუმცა არსებობს ბოროტებაც. რატომ? ღმერთს ყოველ წამს შეუძლია სატანის განადგურება, მაგრამ იგი "დაშვებულია" "თავის ნებაზეა მიშვებული" ღმერთის მიერ. ღმერთი ბოროტებას არ ანადგურებს მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზის გამო.
ეს შეუსაბამობა ღმერთის ყოვლადკეთილობასა და ბოროტების არსებობას შორის უამრავ ეჭვს წარმოშობს ამ რელიგიებში
ამ მხრივ ზოროასტრიზმი ნამდვილად თანმიმდევრულია: ოდითგანვე არსებობს 2 საწყისი. ესენია ძლევამოსილი აჰურა-მაზდა (თუმცა აჰურა მაზდა არ არის ყოვლისშემძლე და ყოველთვის არ შეუძლია ბოროტების დამარცხება) და მისი მარადიული მტერი ახრიმანი იგივე ანხრა-მანიუ, სიტყვასიტყვით "ბოროტი სული".
აჰურა მაზდა მუდმივად ებრძვისბოროტებას თავისი ზეციური ჯარის - ღმერთების დახმარებით, მაგრამ ყოველთვის ვერ იმარჯვებს
http://avesta.isatr.org/ დაწვრილებით ნახეთ აქ