#62732033 · 23 Sep 2026, 20:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"სვეტიცხოველი ხანდაზმულობაში არის შესული, მართალია ის სიწმიდე და მადლი, რასაც იგი იტევს, მარადიულია, მაგრამ ეს კედლები მაინც ადამიანისაგან არის აგებული და ისევე ითვლის წლებს, როგორც ადამიანი.
მე მინდოდა, რომ დღეს რაღაც სათუთი გვეთქვა მისთვის და იცით რა უნდა ვუთხრა?
უფალმა ის გახადოს მოსწრე იმ აღთქმების ასრულებისა, რომელიც ღმერთმა ჩადო ამ ტაძარში.
სვეტიცხოველი მალე შეასწროს ღმერთმა იმის აღსრულებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა განსაზღვრული: ეს არის საქართველოს განახლება, ეს ჩვენი ფერისცვალება არის, ეს ჩვენი ხალხის სულიერი ამაღლება და გადარჩენა არის.
ღმერთმა არ გაგვიწბილოს ეს დიდი იმედი და სვეტიცხოველთან ერთად ჩვენც გაგვხადოს ამ ღვთიური აღთქმების აღსრულების ღირსი"
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
|