ცხოვრებაში ახსარება არ ჩამიბარებია, არც მოძღვარი მყოლია , არც ნაზიარები ვარ , არც წყალწყალა ღვინო არ დამილევია , არც სებისკვერი მიჭამია , არც რიგში არ ვყოფილვარ ნაკურთხი წყლის , ადამიანები მაგის გამო ერთმანეთს რო უვლიდნენ.
და მაინც მებადება კითხვა , რატომ არ შეიძლება ამ "წარმართულ რიტუალში" მივიღო მონაწილეობა?
მადლი არაპროპორციულად გადანაწილდება? თუ იესო შენ უფრო გაგაპრავებს იმ პოზიციაში , რომ აღსარებას აბარებდი მაგრამ მაინც მალავდი ქმარი როგორ გცემდა ყოველ ღამე? (ეს ისე მაგალითზე , თორე არ მიცნობ არ გიცნობ) , თუ იმიტო გაგაპრავებენ , რომ ყოველდღე მამაოს რომ დაინახავდი შავი ლენდკრუიზერიდან გადმოსულს , მიირბენდი ხელზე აკოცებდი და ეტყოდი დამლოცე მამაო , ის კიდე რესტორნიდან ახალი გამოსული გეტყოდა დალოცვილი იყავი შვილო ( ხვალე შესაწირში ფული ჩააგდეს ინტონაციით ?
რატომ ვერ მივიღებ ამ რიტუალში მონაწილეობას
„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).
აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.
კაცო ეს არ არის მიზანი? რომ ზუსტად ადამიანს დაეხმარო ღმერთთან მიახლოვებაში?
ცოდვის მიტევება არ არის განა ? რისთვის მოვიდა ქრისტე , თქვენი ცოდვების გამო არა? (თეისტის ლაპარაკი)
ერთი კიდევ ყურადღება მისაქცევი კომპონენტი :
სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.კარგად კითხულობთ მორწმუნეებო რა წერია?
აღსარების დროს უფალს მიბარებული ცოდვები სხვა არის და ზეთის კურთხევისსას სხვა
არსად წერია ,რომ რიტუალის წინ ნაქებ მამაოს უნდა მიმართო და შენს ცოდვებზე ეჩურჩულო ვაიმედედას პრინციპით
დიდი შაბათი - ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია მკაცრი მარხვა. ვინც საზიარებლად ემზადება, აღარ უნდა ჭამოს და არც დალიოს არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ.რატომ ესეთი ფანატიზმი რატომ?

რატომ არ უნდა ვჭამო საჭმელი ?
განა ქრისტე მარხულობდა?

რატომ მარხულობთ ის მაინც თუ იცით? არა არ იცით ...
ყველიერის შვიდეულით დაწყებული ბრწყინვალე შვიდეულის ბოლომდე არ შეიძლება ჯვრისწერა, თავისთავად გასაგებია, რომ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ შეიძლება შეუღლება, რადგან ღმერთი არ აკურთხებს მარხვაში დამყარებულ ცოლ-ქმრულ კავშირს.ვახ გეხატებათ წინ ქრისტეს მკაცრი ბუნება? (მათრახით ხელში) რომელიც ამ შვიდეულის დროს ჯვრისწერას არ აკურთხებს? ეტყობა "იქ" მეტი საქმე არ აქვს და ეკლესიის ზემოდან უყურებს ამ წყვილს და ჰოპლ , უცებ ზურგს აქცევს...
ეგაა შენი ქრისტე? ამ დოგმატებს მიგყვება თქვენი ქრისტე? ამას გასწავლით ქრისტიანობა?
განა არ არის დამახინჯებულ აღქმა?
რით განსხვავდებით კერპთაყვანისმცელებისგან არაფრით. უბრალოდ თქვენ ბუგა-ბუგას ძახილით კერპის გარშემო არ იკვრებით და აგიოს ო ბაფომეტის საგალობელს არ ასრულებთ..