ესე იგი

დედამიწაზე ჩამოდის სხვა პლანეტიდან/პლანეტებიდან მოსული ექსპერიმენტატორთა/მეცნიერთა ჯგუფი და ხელოვნური მუტაციის ან საკუთარი გენების ჩანერგვის მეშვეობით ახდენს ევოლუციის შედეგად წარმოქმნილი პრიმიტიული ჰომინიდების რამდენიმე წარმომადგენლის ახალ "ჯიშად" გარდაქმნას.
შემდეგ
<დარქსაიდის ვერსია> ეს რამდენიმე წყვილი მუტანტი ჰომინიდი ჰყავთ გარკვეულ სტერილურ/იზოლირებულ ადგილას, სადაც მიმდინარეობს ტესტირებები რომ ექსპერიმენტმა კარგი შედეგები გამოიღოს. ამ ინკუბატორული პერიოდის დროს ხდება რაღაც დეტალის გაპარვა და ამის შედეგად "საცდელი კურდღლები" მოკლე ხანში ადიან განვითარების იმ საფეხურზე, რომელზედაც წესით/ექსპერიმენტატორთა ჩანაფიქრით, უნდა გასულისყვნენ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ასწლეულებისაც.
<ჩემი ვერსია> ინკუბატორული პერიოდის შემდეგ უკვე ასეთუისე განვითარებული ჰუმანოიდები ცხოვრობენ და ვითარდებიან ექსპერიმენტატორთა მუდმივი კონტროლის პირობებში. რამდენიმე ხნის შემდეგ სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, თავისი ხალხის უმეტეს ნაწილთან ერთად დროებით ტოვებს დედამიწას და ხომალდით მიემგზავრება სადღაც/შესაძლოა სხვა პლანეტებზე ანალოგიური მისიით.
ექსპერიმენტატორთა დარჩენილი ნაწილი არღვევს იმ კანონს, რომ "საცდელ კურდღლებთან" მჭიდრო კონტაქტი დაუშვებელია. ისინი ამყარებენ სქესობრივ კონტაქტს ჰუმანოიდებთან, რის შედეგადაც ჩნდებიან მახინჯი არსებები. გარდა ამისა ისინი უზიარებენ ჰუმანოიდებს ისეთ ცოდნას, რომლის გამხელის უფლებაც არ ჰქონდათ.
[პარალელური ვერსია: ხელმძღვანელის არყოფნის გამო ექსპერიმენტის ეტაპი წარიმართა ისე როგორც არ უნდა ჩატარებულიყო]
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის დაბრუნების დროის მოახლოვებასთან ერთად იზრდება "დაცემულ ანგელოზთა" ნერვიულობა/შიში. თუმცა ეს ექსპერიმენტატორთა შიდა საქმეა და ხელმძღვანელის დაბრუნების შემდეგ ჯგუფი ტოვებს პლანეტას გარკვეული დროით, რათა ახლადწარმოქმნილი პროტოცივილიზაცია ექსპერიმენტის შემდეგი ეტაპისთვის ბუნებრივად განვითარდეს.
და ა.შ...
***
განმარტებები:
"სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი" -
მამაღმერთი/იაჰვე/ალაჰი"მეცნიერთა ჯგუფი/ექსპერიმენტატორები" -
ანგელოზები"დედამიწაზე დარჩენილი მეცნიერთა ჯგუფი/ექსპერიმენტატორები" -
დაცემული ანგელოზები"პრიმიტიული ჰომინიდების რამდენიმე წარმომადგენელი" -
ადამი, ევა
This post has been edited by nick_el_son on 14 Apr 2008, 14:48