#38042145 · 17 Sep 2013, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Internet_Contraband @ 14 Apr 2008, 15:46 ) | ასასინები (Hashishin, Hashashiyyin ან Assassins) შიიტი მუსლიმების ცალკე სექტა, რომელიც გამოირჩეოდა ფანატიზმით და ჰყავდა ყველაზე დაუნდობელი და ერთგული მკვლელების მთელი არმია.
მიუხედავად იმისა რომ მათი ფედერაცია ჯერ კიდევ 8 საუკუნიდან გვხვდება, მათი აღმავლობა მას შემდეგ იწყება რაც ძლიერი მმართველი Hasan-i Sabbah დაარსებს ციხესიმაგრეს ალამუტში.
საოცარია, მაგრამ ამ პიროვნებამ თავი ღმერთსგან (ალაჰისგან) ხელდასმულად გამოაცხადა და მოგვიანებით დააყოლა, ვინც ჩემი ერთგული იქნებაო - სამოთხეს აქვე, დედამიწაზეც ვანახებო.
თავად ასასინები იყვნენ კამიკაძე მკვლელები, ანუ მსხვერპლს კლავდნენ და მერე გახარებულები კვდებოდნენ.
არსებობს ისტორია რომ, მბრძალებლის ერთი ხელის დაქნევაზე კლდიდან მცველი გადაეშვება უფსკრულში, მარტო იმიტომ რომ უცხოელ სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა და ბატონისთვის ერთგულება დაემტკიცებინა.
აი ასეთი რადიკალური და ფანატიკური იყო (და შეიძლება არის კიდეც) ასასინების სექტა.
მივადექით მთავარს:
მაინც რა იწვევდა ასეთ ფანატიკურ ერთგულებას? გახდა რა მმართველი Hasan-i Sabbah მა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო.
ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ Hasan-i Sabbah არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ.
ცოტა ხანიც, ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით.
ეს ქალები "მომსახურების" შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ Hasan-i Sabbah ის სასახლეში.
მერე გამოდიოდა ეს ჩვენი Hasan-i Sabbah და სტუმრებს ეკითხებოდა, აბა როგორ მოგეწონათ სამოთხეო...
ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, Hasan-i Sabbah არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო...
ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.
ჰო ნუ მერე მოვიდნენ მონღოლები და გადაუარეს |
პრინციპში აქ გასაკვირი რა არის ჰიტლერის მერე. ადოლფის გამო რამდენი ადამიანი იყო მზად თავი გაეწირა და მისი იდეალებისთვის ებრძოლა. ეს არის ტიპიური მაგალითი, როგორ შეუძლია ადამიანს ქარიზმითა და მზაკვრობით ხალხთა მასები მართოს.
ერთხელ, ერთ სამეცნიერო ჟურნალში ვკითხულობდი, რომ ადამიანის ტვინში არის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია უპირობო მორჩილებაზე და სხვისადმი დაქვემდებარებაზე. ჩემი აზრით, ეს უბანი ადამიანს ღვთისგან აქვს მიცემული, რათა მან ღმერთს სცეს თაყვანი, მაგრამ რადგან ადამიანი მოკლებულია სრულყოფილებას მას ეს უბანი ხანდახან არასწორად უმუშავებს და მზად არის ადამიანი გააღმერთოს და მისი ნებისმიერი სურვილი შეასრულოს.
„ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:13).
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|