ninichka1
B A N K E R

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1716
წევრი No.: 38558
რეგისტრ.: 19-July 07
|
#9295731 · 21 Apr 2008, 01:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია ფრანგი ეთნოგრაფი და სოციოლოგი კლოდ ლევი-სტროსი (ჩლაუდე Lევი-შტრაუსს, 1908-1999). მისი კვლევის ძირითადი ობიექტი იყო პრიმიტიული საზოგადოებები, კერძოდ, სამხრეთ და, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ ამერიკისა. მთავარ პრობლემად მიაჩნდა ბუნებიდან კულტურაზე გადასვლის შესწავლა. კ.ლევი-სტროსი იკვლევდა აზროვნებისა და სოციალური ცხოვრების სტრუქტურებს, რომლებიც დამოკიდებული არ არიან ინდივიდუალურ ცნობიერებასა და არჩევანზე. გონებას, აზროვნებას იგი კულტურული ევოლუციის მიზეზად კი არა შედეგად მიიჩნევდა. კულტურას, როგორც ადამიანური ყოფიერების უნივერსალურ ატრიბუტს, სხვადასხვა საზოგადოებაში დაახლოებით ერთნაირი ნიშნები აქვს. სხვადასხვა ეთნოლოგიური კონცეფციის ძირითად ნაკლს იგი იმაში ხედავდა, რომ ისინი ითვალისწინებენ მხოლოდ ცნობიერ დონეს, პლასტს, და არა არაცნობიერს, რომელიც არ ექვემდებარება უშუალო დაკვირვებას. ამ დროს კი ცნობიერება, კ.ლევი-სტროსის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ადამიანის სულის უამრავი არაცნობიერი სტრუქტურის გადაკვეთაზე, რომელთაგან თითოეული შეესაბამება სოციალური რეალობის გარკვეულ დონეს. ინტერესმა არაცნობიერი სტრუქტურებისადმი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა სტრუქტურული ანალიზის ობიექტთა შერჩევა: ტოტემიზმი, სახელთა მიკუთვნების წესები, საქორწინო ურთიერთობანი, რიტუალები, ნიღბები, როგორც ნიშანთა თავისებური სისტემები, პირველ რიგში კი _ მითი, როგორც კოლექტიური ცნობიერების არსი, სოციალურ სტრუქტურათა სიმყარის საფუძველი. სოციალურ და კულტურულ სტრუქტურათა გამოკვლევის მიზნად კ.ლევი-სტროსი მიიჩნევდა იმ კანონზომიერებათა გამოვლენას, რომლებიც საფუძვლად უდევს რწმენა-წარმოდგენათა და ინსტიტუტების მრავალფეროვნებას. კ.ლევი-სტროსის აზრით, ადამიანის შეგრძნებები იმდენად არ ასახავენ, რამდენადაც დაშიფრავენ გარემომცველ სინამდვილეს, ახდენენ მის კოდირებას. ყველა მოვლენა და პროცესი გამოიხატება სიმბოლოს სახით. ამდენად, შეიძლება ლაპარაკი იყოს ორ სტრუქტურაზე: ადამიანის გონების სტრუქტურასა და ადამიანის გარემომცველი ფიზიკური რეალობის სტრუქტურაზე. ამასთან, მეორის შესწავლის საფუძვლად კ.ლევი-სტროსი ადამიანის გონების სტრუქტურას მიიჩნევს, რომელიც ახდენს ჩვენი გამოცდილების ორგანიზებას და განსაზღვრავს სამყაროს ჩვენეულ ხედვას. თანამედროვე ინდუსტრიულ და “პრიმიტიულ" საზოგადოებათა შორის ურთიერთობას კ.ლევი-სტროსი უწოდებდა თანაფარდობას "ცხელ" და "ცივ" საზოგადოებათა შორის: პირველნი ცდილობენ აწარმოონ და მოიხმარონ რაც შეიძლება მეტი ენერგია და ინფორმაცია, მეორენი კი იფარგლებიან არსებობის მარტივი და მწირი საშუალებების მდგრადი კვლავწარმოებით. მაგრამ ძველ და ახალ, განვითარებულ და "პრიმიტიულ" ადამიანს აერთიანებს კულტურის საყოველთაო კანონები, ადამიანის გონების ფუნქციობის კანონები. "ცხელ" საზოგადოებებში თავდაპირველი კავშირი თავად საგნებსა და შემეცნებით სიმბოლოებს შორის თანდათანობით განიდევნება არაცნობიერის სფეროში, და მის ადგილს პირობითი კავშირი იჭერს. შედეგად იცვლება თავად სამყაროს ხედვა, მისი პირვანდელი სახე თანდათან ბუნდოვანი ხდება. მაგრამ იგი მთლიანად კი არ ქრება, არამედ ინახება არაცნობიერში. გზა ადამიანის გარემომცველი სამყაროსაკენ სულ უფრო მეტად "იხერგება" სხვადასხვა სიმბოლური სტრუქტურით. კ.ლევი-სტროსის აზრით, ჯერ კიდევ შემორჩენილი არქაული _ "ცივი" _ საზოგადოებანი ახერხებენ დაუსხლტნენ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებას. მათში შენარჩუნებულია თავდაპირველი კავშირი ადამიანის გარემომცველ სინამდვილესა და მისი ცნობიერების სიმბოლოებს შორის; ეს კავშირი არ არის განდევნილი არაცნობიერ სფეროში. სწორედ ამ "ცივი" საზოგადოებების არსებობა აძლევს საშუალებას თანამედროვე ადამიანს, შეიმეცნოს არაცნობიერ სფეროში განდევნილი საკუთარი გონების სტრუქტურა. თანამედროვე კულტურის ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი აზრი (ანუ რასაც ის წარმოადგენს) დაფარულია. ამ აზრის "ამოღება" არაცნობიერი სფეროდან შეუძლებელია. ამიტომ უნდა მივმართოთ "ცივ" საზოგადოებებს და მოვძებნოთ მათში ანალოგიური მოვლენა, რაც მკვლევრისათვის ნათელს გახდის მის აზრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირველყოფილი ადამიანი გვევლინება ერთგვარ სარკედ, რომელიც თანამედროვე ადამიანს თავისი არაცნობიერი სფეროს დანახვის შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისად, დებს ხიდს ბუნებასა და კულტურას შორის. თავის ცნობილ ნაშრომებში "სტრუქტურული ანთროპოლოგია" ("Aნტჰროპოლოგიე სტრუცტურალე"), "მწუხარე ტროპიკები" ("თრისტეს თროპიქუეს"), "ველური აზროვნება" ("Lა Pენსéე შაუვაგე"), "თანამედროვე ტოტემიზმი" ("Lე თოტéმისმე აუჯოურდ'ჰუი"), ნიღბების გზა" ("Lა Vოიე დეს მასქუეს") და სხვ. კ.ლევი-სტროსი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ველურები ცხოვრობენ ბედნიერად; ცივილიზაცია აზიანებს მათ ყოფას; ცივილიზაცია უფრო უარესად წყვეტს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ვიდრე ველურები, რადგან ამ უკანასკნელთა გარეგანი "მე" მჭიდროდაა დაკავშირებული შინაგანთან. კულტურული გარსი ჯერ კიდევ თხელია და შეიძლება თვალი ვადევნოთ ბუნებასთან მის კავშირს; აღნიშნული არ დაშორებია აღმნიშვნელს და უამრავ ნიშანს შორის შეიძლება გაირჩეს ბინარული ოპოზიციები (წყვილადი დაპირისპირებულობანი) _ ყველაზე ხშირად განმეორებადი კანონზომიერებანი, რომლებიც ახასიათებს კულტურის ყველა სფეროს. ეს ოპოზიციებია: ნათელი _ ბნელი, ხმაურიანი _ ჩუმი, რბილი _ მაგარი, მშრალი _ სველი, ტკბილი _ მწარე, უმი _ მოხარშული, ქორფა _ დამჭკნარი, ცარიელი _ სავსე, ახლო _ შორი, ზედა _ ქვედა, მარჯვენა _ მარცხენა, კეთილი _ ბოროტი და სხვ. ყველაფერს კი საფუძვლად უდევს გენერალური ოპოზიცია "ბუნება _ კულტურა". პირველყოფილი ადამიანი თავისი შინაგანი "მე"-თი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანისაგან: ერთსაც და მეორესაც ერთი და იგივე ბინარული ოპოზიციები აქვთ. თანამედროვე ადამიანის აზროვნების სტრუქტურა მის მიერ განვლილი გზის მანძილზე არ შეცვლილა, იგი ზუსტად ისეთია, როგორიც პირველყოფილი ადამიანისა. თანამედროვე ადამიანი პირველყოფილისაგან განსხვავდება მხოლოდ თავისი გარეგნული "მე"-თი და იმით, რომ კავშირი მის გარეგან "მე"-სა და შინაგან "მეს" შორის გაწყვეტილია ისტორიის მიერ. პირველყოფილი ადამიანი ხორცს თუ სხვა საჭმელს ქვაზე აწყობდა და ასე წვავდა მზეზე. მზის სხივები ცასა და დედამიწას ერთიან, ჰარმონიულ მთლიანობად აერთიანებდა და ადამიანი ბუნებასთან სრულ თანხმობაში იმყოფებოდა. შემდეგ ადამიანმა დაიწყო საჭმლის დამზადება ცეცხლზე, შექმნა შრომის იარაღი, ტანსაცმელი, შეაბიჯა კულტურის სამყაროში. მის არსებობასა და კულტურას შორის გაჩნდა წინააღმდეგობები. მითების მეშვეობით ადამიანი ცდილობს აღადგინოს დარღვეული კავშირი ბუნებასთან. დამთავრდა ოქროს ხანა (ასე უწოდებს კ.ლევი-სტროსი ქვის ხანას) და დაიწყო ბრინჯაოს ეპოქა. ამ ეპოქის მანძილზე ადამიანი საკმაო ხანს ინარჩუნებდა მკაფიო ოპოზიციებს, რაც მას საშუალებას აძლევდა ებატონა ემპირიულ სინამდვილეზე. მითების საშუალებით ადამიანები ცდილობდნენ შეერბილებინათ წინააღმდეგობა ბუნებასთან. მაგრამ დაიწყო რკინის ხანა, გაჩნდა თანამედროვე ადამიანი და ყველაფერი აირია. თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ბუნებასა და კულტურას შორის ღრმა განხეთქილების პირობებში, რაც მისი ყველა უბედურების მთავარი მიზეზია. კ.ლევი-სტროსის აზრით, თანამედროვე მეცნიერება და ფილოსოფია დიდად ვერ ამაღლებენ დღევანდელ ადამიანს ველურის დონესთან შედარებით, ამ უკანასკნელის ცხოვრება კი ბევრად უფრო ჰარმონიულია სწორედ ბუნებასთან მისი განუყოფელი კავშირის გამო. როგორც თავად კ.ლევი-სტროსი აღნიშნავდა, მისი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, რომელსაც თავად სტრუქტურულ ანთროპოლოგიას უწოდებდა, მთავარი როლი შეასრულა სამმა მეცნიერმა: სოციოლოგმა ემილ დიურკჰეიმმა, ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა და ლინგვისტმა ფერდინანდ დე სოსიურმა. ე.დიურკჰეიმმა მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერება; ზ.ფროიდმა ინდივიდის შინაგანი "მე" არაცნობიერს დაუმორჩილა; ხოლო დე სოსიურმა ენობრივი მასალის საფუძველზე კონკრეტული წარმოდგენა მოგვცა ქვეცნობიერის შესახებ, ყოველ წინადადებაში გამოყო ორი დონე: გაუცნობიერებელი (ენა) და გაცნობიერებული (მეტყველება). ამრიგად, კ.ლევი-სტროსის შეხედულებანი ემყარება მითების, რიტუალების, სოციალურ ურთიერთობათა ფორმების (საქორწინო ნორმები, ნათესაური სისტემები და სხვ.) ანალიზს. მითებსა და ფოლკლორს მის კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კ.ლევი-სტროსი მითების სტრუქტურული ტიპოლოგიის მამამთავრადაა მიჩნეული.
* * * kulturologiaSi mniSvelovani adgili uWiravs struqturalizms. igi safrangeTSi Caisaxa, gansakuTrebuli popularoba moipova 60-70-ian wlebSi da farTod gavrcelda evropul qveynebsa da aSS-Si. struqturalizmis ZiriTadi ideebi damuSavebulia frangi mecnierebis k.levi-strosis, J.deridas, J.lakanis, m.fukos da sxvaTa naSromebSi. struqturalizmma miznad daisaxa daeZlia aRwerilobiTi meTodi kulturis fenomenis analizis dros da kulturis kvleva mkacr mecnierul safuZvelze daemyarebina, sabunebismetyvelo mecnierebaTa zusti meTodebis, maT Soris formalizaciis, maTematikuri modelirebis, kompiuterizaciis da sxva meTodebis _ gamoyenebiT. nimuSad aRebul iqna lingvistika, romelmac XX s. 20-30-iani wlebidan Sveicareli mkvlevris ferdinand de sosiurisa (Ferdinand de Saussure, 1857-1913) da misi mimdevrebis wyalobiT SeiZina zusti mecnierebebis mravali niSani. lingvistikaSi f.de sosiuris mier SemuSavebuli struqturuli meTodi gadatanil iqna adamianis sulieri cxovrebis sxva sferoebis kvlevaSic. f.sosiuris mixedviT, enis gagebisaTvis Cven unda ganvixiloT misi Semadgeneli elementebis urTierToba. es axlos idga e.diurkheimis meTodologiasTan, romelic aRniSnavda, rom Cven ver gavigebT Sesaswavl movlenas, Tu davkmayofildebiT misi garegnuli mxareebis _ misi "istoriis" _ aRweriT; Cven SegviZlia gamovikvlioT sazogadoeba mxolod misi nawilebis urTierTqmedebis Seswavlis gziT. sosiuris mixedviT, enis funqcia mdgomareobs adamianTa komunikaciis saSualebaTa SeqmnaSi. Sesabamisad, saWiroa gamovikvlioT xerxebi, romlebiTac misi elementebi zemoqmedeben komunikaciaze erTmaneTTan urTierTobis gziT. amosavali CvenTvis unda gaxdes metyvelebisa da enis cnebebis gamijvna. individualuri sametyvelo aqti yovelTvis unikaluria da, amdenad, ar SeiZleba iyos mecnierebis obieqti. ena mudmivia, sayovelTao, gamoiyeneba yvelas mier, vinc masze saubrobs. yoveli ena Sedgeba bgeraTa saboloo simravlisa da maTi kombinirebis wesebisagan. amrigad, ena warmoadgens struqturas, an logikas, romelic safuZvlad udevs metyvelebas. am struqturis elementia niSani. struqturalizmisaTvis amosavalia sistemis cneba da debuleba, romlis Tanaxmad, elementebis erToblioba ar daiyvaneba maT ubralo jamze, sistemas gaaCnia raRac, rac mas sistemur xasiaTs aniWebs. am raRacis saxiT SeiZleba mogvevlinos struqtura _ elementTa Soris kavSirebis erToblioba. mas struqturalizmSi pirvelxarisxovani mniSvneloba eniWeba. igi mTavar amocanad miiCnevs, aCvenos yofiTi cnebebis Sinagani struqtura, logika, da am gziT gamoavlinos gzebi, romliTac Cven (Cveni ideebi) vawesrigebT Cvens garemomcvel samyaros. struqturalizmi aqcents akeTebs im formaTa gamokvlevaze, romlebSic mimdinareobs adamianis kulturSemoqmedebiTi moRvaweoba. es sayovelTao formebi aRiniSneba terminiT struqturebi. struqtura ganimarteba rogorc mTelis elementebs Soris urTierTobaTa erToblioba, romlebic myari rCebian xangrZlivi istoriuli periodis manZilze an msoflios sxvadasxva regionSi Sinagani Tu garegani cvlilebebis miuxedavad. es sayovelTao formebi anu fuZemdebluri struqturebi moqmedeben rogorc aracnobieri meqanizmebi, romlebic awesrigeben adamianis mTel sulier-SemoqmedebiT moRvaweobas. rogorc vxedavT, struqturalizmSi kvlav vxvdebiT koleqtiuri aracnobieris koncefcias. magram Tu k.g.iungTan mis pirvelsafuZvlad gvevlineba arqetipebi, struqturalizmSi aseTad gvevlineba niSanTa sistemebi. struqturalistTa azriT, kulturis yvela sistema: ena, miTologia, religia, xelovneba, literatura, zne-Cveulebani, tradiciebi da a.S. SeiZleba ganxilul iqnas rogorc niSanTa sistemebi. yvelaze martivi da universaluri niSanTa sistemaa ena. struqturuli analizis mizania mocemuli kulturis sistemawarmomqmneli faqtoris Zieba, kulturul obieqtTa garkveuli simravlis erTiani struqturuli kanonzomierebebis gamovlena. es sistemawarmomqmneli faqtor-struqtura ganixileba ara ubralod rogorc ama Tu im kulturuli obieqtis "ConCxi", aramed rogorc erToblioba wesebisa, romelTa mixedviT elementebis gadaadgilebiT, erTi obieqtidan SeiZleba miviRoT meore, mesame da a.S. struqturuli meTodis Tanaxmad, es erTgvarovneba gamovlindeba ara am obieqtTa Soris arsebul gansxvavebaTa ugulebelyofis xarjze, aramed am gansxvavebaTa, rogorc erTiani abstraqtuli nimuSis urTierTSi gardamavali (urTierTgardaqmnadi) konkretuli variantebis danaxviT
|