თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა ილია II-ს პიროვნების კულტი საქართველოში.
პატრიარქის პიროვნება ითვლება ტაბუდადებულად ხალხში და არ ექვემდებარება კრიტიკას და განსჯას.
პოლიტიკოსისთვის თუ საზოგადო მოღვაწესთვის მისი კრიტიკა ტოლფასია პოლიტიკური სუიციდის.
პატრიარქის საჯაროდ გამაკრიტიკებელი ადამიანი განწირულია აგრესიული თავდასხმებისთვის, გინებისთვის, ლანძღვისთვის და ფიზიკური შეურაცყოფისთვისაც !
ფაქტიურად მისი პიროვნება საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია უმაღლეს ღირებულებად, რომლის კრიტიკაც არის მიუტევებელი ცოდვა და სამშობლოს ღალატი.
მე ვფიქრობ ხალხის ესეთი დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი და თავისუფალი საზოგადოების და ცივილიზაციის ჩარჩოებში არანაირად არ ჯდება