M a r a d o n a
მარად On a

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 72338
რეგისტრ.: 26-October 08
|
#13538730 · 24 Apr 2009, 01:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში მართმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულია, ამიტო შეუძლებელია მისი არათუ კონსტიტუციურად სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არამედ მისი პრივილეგიების გაზრდაც კი, იმ პოზიციიდან გამომდინარე რომ საქართველო გამოვა ევროპული კონვენციის შეთანხმებებიდან. ეს კი სერიოზულად დააბრკოლებს საქართველოს ევროპული კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში . ეს შესაზლებელია თუ საქართველო შეიცვლის კურს ან ვთქვათ გახდება "აზიური " სახელმწიფო, (რაც ხალხის გადასაწყვეტია) . შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამგვარი ინიციატორობა პოლიტიკური პარტიების მიერ, სხვა არაფერია თუა არა საკუთარი რეიტინგის აწევის მცდელობა ან საერთაშორისო კანონმდებლობის არცოდნა (უარეს შემთხვევაში).
თვალსაჩინოებისთვის გაეცანით.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შეთანხმების ვარიანტის სამართლებრივი ანალიზი, მოამზადა გიორგი მელაძემ (დასასრული, დასაწყისი ბიულეტენი N 1–2, 3) რატომ იცავთ ასეთი თავგამოდებით იეღოველებს და ათასი ჯურის სექტანტებს და რატომ არაფერს ლაპარაკობთ მართლმადიდებლების შელახულ უფლებებზე? ვალერიან მელაძე, ზესტაფონის რაიონი. ინჟინერ-მშენებელი,57 წ. მსგავსი შეკითხვით «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრებისთვის ხშირად მოუმართავთ, როგორც საჯარო დისკუსიების დროს, ისე პირად საუბრებში. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მავანთა მტკიცება, თითქოს «თავისუფლების ინსტიტუტი» და სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ებრძვიან მართლმადიდებლობას და მოითხოვენ პრივილეგიებს სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, არის სრული სიყალბე და, ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია. ამგვარ მონაჭორებს მიზანმიმართულად ავრცელებენ ისინი, ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს და ვისაც მათი დანაშაულებრივი ქმედებების მხილება უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ პრობლემებს უქმნის. რაც შეეხება საერთოდ რელიგიურ უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას, ჩვენი პოზიცია დაფუძნებულია საყოველთაო სამართლიანობის პრინციპზე, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს არა მარტო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი აზრების, არამედ უმრავლესობისთვის პრინციპულად მიუღებელი შეხედულებების გამოთქმის თავისუფლებასაც. სხვანაირად რომ ვთქვათ, ლაპარაკია უფლებრივ და არა რელიგიურ-მსოფლმხედველობრივ ანასწორობაზე. არც თავისუფლების ინსტიტუტს და არც სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციას არასოდეს უთქვამს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ყველა რელიგიური მოძღვრება ერთნაირად ფასეული უნდა იყოს. რელიგიურ სწავლებათა განხილვა და შეფასება საერთოდ არ არის უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმე. ამას არცერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია არ აკეთებს და არც იმას ამტკიცებს, რომ ერთი მოძღვრება კარგია, მეორეს არა უშავს, მესამე კი ცუდია. ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები და არა თავად მის შეხედულებებს. ერთი შეხედვით, აქ საკამათო არაფერი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომელიც სწორედ უფლებრივი თანასწორობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ამ მოსაზრებით, თუკი ყველა რელიგიურ ჯგუფს მიეცემა თანაბარი უფლებები, ეს საფრთხეს შეუქმნის მართლმადიდებლობას, რადგან უცხოეთიდან შემოსულ სექტებს ძალიან ბევრი ფული აქვთ, ისინი მოისყიდიან მოსახლეობას და ხალხი მასიურად უღალატებს წინაპართა რჯულს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და თუ განგაშის ზარები არ დავარისხეთ, მალე საქართველოში მართლმადიდებლები უმცირესობად გადაიქცევიან. ამგვარი მოსაზრების პასუხად შეიძლება ოთხი რამ ითქვას: ა) ეს არასწორია. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკვლევებით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს მიიჩნევს მართლმადიდებელ ქრისტიანად. კერძოდ, ასე თვლის ქართველთა 80%-ზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობენ ქართველი მუსლიმანები, კათოლიკეები და ბაპტისტები, რომელთაც მეტ-ნაკლებად სტაბილური რიცხოვნობის მიმდევრები ჰყავთ, ასევე არის ხალხი, რომელიც საერთოდ არ მიიჩნევს თავს მორწმუნედ, ცხადი გახდება, რომ ყოველგვარი ლაპარაკი უცხოური სექტების «საშინელ გამრავლებაზე» სრულიად უსაფუძვლოა. რელიგიურ უმცირესობებს იმიტომაც ჰქვიათ უმცირესობები, რომ ისინი ცოტანი არიან. მაგალითად, იგივე იეჰოვას მოწმეების რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის 1%-ს არ აღემატება! ბ) ეს შეურაცხმყოფელია. მთელი ქართული კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობა, ეროვნული თვითშეგნება, ყოფითი ტრადიციები და მორალი დაფუძნებულია მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე. თუკი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს, რომ ორი პარკი ბრინჯის და ჭრელ-ჭრელ ქაღალდებში გახვეული ჰუმანიტარული დახმარების მეშვეობით ქართულმა მოსახლეობამ შეიძლება მასიურად შეიცვალოს სარწმუნოება, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ეროვნული ნიჰილიზმი!. .. ადრე, როდესაც ეროვნების განმსაზღვრელი მთლიანად რელიგიური ცნობიერება იყო, ეთნიკური თვითშეგნების შეცვლა შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით (მაგალითად, ოსმალეთის იმპერიაში მოქცეული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გამუსლიმება გაპირობებული იყო იმით, რომ მუსლიმანები ქრისტიანებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდნენ). დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ადამიანის ეროვნება და რელიგიური აღმსარებლობა ერთი და იგივე არ არის, პროპაგანდისტული აქტივობებით და, მით უმეტეს, მოსყიდვით ეროვნული ცნობიერების შეცვლა შეუძლებელია. ასეთი რამ დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და არც საქართველოში მოხდება. გ) ეს უსამართლობაა. ეს უსამართლობაა. ეს უსამართლობაა. ეს უსამართლობაა. ეს უსამართლობაა. ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფო ეყრდნობა ფუნდამენტურ პრინციპს: წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს! თუკი მე შემიძლია ვაღიარებდე ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ტრადიციულ სარწმუნოებას და ამის გამო არავის არა აქვს ჩემი დისკრიმინაციის უფლება, იგივე წესი უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის მიმდევართა მიმართაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ყოფს სრულფასოვან და არასრულფასოვან მოქალაქეებად. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები უმცირესობას შეადგენენ და სადაც ამის გამო მათ უვარდებიან ოჯახებში., ეკლესიებში, უწვავენ წიგნებს და უნგრევენ სამლოცველოებს. მოგეწონებათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? დ) ეს სახიფათოა დღეს საქართველოს წინაშე დგას ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა _ მოახდინოს ერის კონსოლიდაცია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში. ამ დროს ყველაზე დიდი ზიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჯერ კიდევ გაუმყარებელ საფუძველს შეიძლება მიაყენოს სწორედ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებულმა კონფლიქტებმა. ამის მაგალითები ჩვენ უახლეს ისტორიაში უკვე გვაქვს. არადა, რა ადვილია სოციალური შეჭირვებით გაწამებულ ადამიანს წარმოუდგინო მტრის ხატი _ იქნება ეს იეღოველი, ბაპტისტი, აფხაზი, ოსი თუ სხვა და დაარწმუნო, რომ მათი დევნა-შევიწროებით დიდ ეროვნულ-პატრიოტულ საქმეს გააკეთებს. ადვილია გააღვივო სიძულვილი უცხოს მიმართ, მით უმეტეს, თუ ის უცხო შენ არ გგავს და განსხვავებულად იქცევა, მაგრამ ძალიან ძნელია სიძულვილის და აგრესიის გაშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება. ბოლოს და ბოლოს რა შედეგს ვღებულობთ? ვამკვიდრებთ აგრესიას, ვაღვივებთ დაპირისპირებას რელიგიურ ნიადაგზე და სახელს ვუტეხთ ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში. რელიგიური უმცირესობები დიდი სიყვარულით და პატივისცემით არცერთ ქვეყანაში არ სარგებლობენ, მაგრამ მტკნარი სიცრუე და დემაგოგიაა იმის მტკიცება, თითქოს ევროპაში სექტებს არ ახარებენ და მარტო ჩვენთან არიან გალაღებული. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, მათ შორის მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (რუსეთს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ) რელიგიური უმცირესობების უფლებები საკმაოდ დაცულია და ყოველგვარი აგრესია მათ მიმართ კანონის მთელი სიმკაცრით ისჯება. ასე, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა და ექსტრემიზმი შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც შეეხება მართლმადიდებელთა შელახული უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში უფლების დარღვევაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, თუ ვინმე დაიჩაგრა იმის გამო, რომ იგი მართლმადიდებლურ აღმსარებლობას მისდევს (ვთქვათ, არ მისცეს რელიგიური რიტუალის ჩატარების უფლება, დაითხოვეს სამსახურიდან, დაარბიეს და ა. შ.). ის, რომ რომელიღაც სოფელში, ბევრი იეღოველია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელთა უფლებები ირღვევა. საერთოდ, ადამიანის უფლებებს არღვევს სახელმწიფო და არა რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი. თუკი მართლმადიდებელ (ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის მქონე) ადამიანს მისი რელიგიური მრწამსის გამო ცემენ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუყონებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება, აი, თუ არ მოახდენენ, ეს იქნება უკვე უფლების შელახვა. თავისუფლების ინსტიტუტი იცავს ყველას უფლებებს, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ეს არის უფლებადაცვითი საქმიანობის უმთავრესი პრინციპი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები და არა თავად მის შეხედულებებს. შეთანხმების დეტალური ანალიზი პრეამბულა პრეამბულაში არ ჩანს სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრი გამიჯვნა, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პრეამბულის მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია განცალკევებულია სახელმწიფოსგან, მესამე წინადადებაში კი დამატებულია, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა და მას ეს სტატუსი ექნება მომავალშიც. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარი პოზიცია, თუმცა ნათელია, რომ ძნელია ამ დებულების დაკავშირება მე-9 მუხლთან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც საერთაშორისო სამართალი ზოგადად და არც კონვენცია კონკრეტულად არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო რელიგიის სტატუსს, თუმცა, ისევ და ისევ სასურველი იქნებოდა, ხელშეკრულებაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში დაფიქსირებულიყო. პრეამბულის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მსოფლმხედველობა, ტრადიციები, ფსიქოლოგია, ცხოვრების წესი ეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას. შესაძლოა, ეს სიმართლე იყოს, მაგრამ საქართველო ევროპის კონვენციის გავლენის სფეროში შედის და მან უნდა გაითვალისწინოს იმ გადაწყვეტილებათა სულისკვეთება, რომლებიც ევროპის სასამართლომ მიიღო რელიგიასა და რწმენასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს პლურალიზმის პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ თანაბრად გაითვალისწინოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მოთხოვნილებები. აღსანიშნავია, რომ პრეამბულის მერვე პუნქტში საუბარია აღმსარებლობის თავისუფლებაზე და არა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე. არადა, ეს პრინციპები კონსტიტუციაშიც არის ნახსენები და კონვენციაშიც, ამიტომ, კარგი იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვა. პრეამბულის მეცხრე პუნქტის თანახმად მსოფლიოში დომინანტურ რელიგიებს სპეციალური სტატუსი აქვთ მიკუთვნებული. თუ გადავხედავთ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ბევრი ქვეყანა დომინანტურ რელიგიას რაიმე სპეციალურ სტატუსს არ ანიჭებს. ასეთი ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას, ბენელუქსის ქვეყნები, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია. მუხლი 2 შეთანხმების მეორე მუხლი ეკლესიას აძლევს საშუალებას, კანონიკური წესებით იხელმძღვანელოს. ეს წესი შეესაბამება ავტონომიურობის პრინციპს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კანონის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის პრინციპს, რაც დემოკრატიის აუცილებელი პირობაა. მუხლი 4 ნათქვამია, რომ საეკლესიო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისგან. თუ სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის მსახურთა პრივილეგიებს, მან, დისკრიმინაციის აკრძალვიდან გამომდინარე, იმავე ფორმით უნდა აღიაროს სხვა მოღვაწეთა უფლებებიც. კონვენციის მონაწილე მხარეებს არ მოეთხოვებათ, გაათავისუფლონ სამხედრო სამსახურისგან საეკლესიო პირები, მაგრამ თუ სახელმწიფო მსგავს შეღავათს დაუშვებს, მაშინ ეს წესი ყველას მიმართ უნდა იქნას გამოყენებული („აბდულაზიზი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 1985 წლის 28 მაისი). მოცემული დებულება საქართველოსთვისაც სავალდებულოა, რამდენადაც საქართველო შეუერთდა მე-12 ოქმს, რომლის მიხედვითაც “კანონით განსაზღვრული და დადგენილი უფლებით სარგებლობა დაცული უნდა იქნას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კერძოდ: როგორიცაა სქესის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობებთან კუთვნილების, ქონების, წარმოშობისა თუ სხვა სტატუსის მიუხედავად. არავინ იქნება დისკრიმინირებული საჯარო ხელისუფლების მიერ ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი საფუძველით.” შესაბამისად, თანაბარი მოპყრობა ყველა რელიგიის მსახურის მიმართ უნდა იყოს დაცული. მუხლი 5 იგივე შეიძლება ითქვას აღსარების საიდუმლოზეც. თუ სახელმწიფო ერთ რელიგიას ანიჭებს უფლებას, საიდუმლოდ შეინახოს აღსარება, მან, დისკრიმინაციის აკრძალვის მოტივით, სხვებსაც უნდა მისცეს იგივე უფლება. მუხლი 6 როგორც წესი, საერთაშორისო სამართალი და ევროპის კონვენცია არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიური ქორწინების აღიარებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო კანონიერ სტატუსს მიანიჭებს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსრულებულ ქორწინებას, მან იგივე სტატუსი უნდა მიანიჭოს სხვა ეკლესიათა მიერ აღსრულებულ ქორწინებას. მუხლები 7; 8; 10 მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს სხვა რელიგიებსაც. მუხლი 9 ამ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს სასწავლო კურიკულუმი მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ და მისგან უნდა მიიღოს თანხმობა და მასწავლებლები უნდა დაინიშნონ ეკლესიასთან შეთანხმებით. პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური რელიგიის სასწავლო პროგრამის დამტკიცება სერიოზულ კითხვებს ბადებს კონვენციასთან მიმართებით. საქმეში ----- “ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ” -----სასამართლომ დაადგინა, რომ რეგისტრაციის წესების შემუშავება არ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლით დადგენილ უფლებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, შეამოწმონ, იყო თუ არა კანონის ფორმალური მოთხოვნები დაცული. სასამართლომ დაადგინა: “...რეგისტრაციის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-9 მუხლს, თუ ის ნებას აძლევს მინისტრს, გაარკვიოს, არის თუ არა ფორმალური მოთხოვნები დაცული.” აქედან გამომდინარე, ლიტურგიკულ წესებში სახელმწიფოს ჩარევა არ შეფასდება სამართლიან ქმედებად. ასეთი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს რელიგიის პრინციპების სწავლებაზეც. სახელმწიფოს უფლება არა აქვს, გააკონტროლოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, თუმცა, შეუძლია შეამოწმოს, თუ რამდენად არის დაცული სწავლების ფორმალური მხარე. თუ შეთანხმების მეცხრე მუხლი გულისხმობს, რომ სასწავლო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც მართლმადიდაბლობას ეხება, ავტომატურად დაინერგება სასწავლო დაწესებულებებში, მაშინ პრობლემა აღარ არსებობს. მეორე: მასწავლებლების დანიშვნა მხოლოდ მართლამდიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ნიშნავს, რომ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს არ ექნებათ უფლება, დანიშნონ მასწავლებლები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება განათლების თავისუფლებას, რაც ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითაა დადგენილი. მუხლი 12 მუხლში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოიწონებს და ამტკიცებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ეს ფორმულირება ღიად ტოვებს საკითხს, იტოვებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გავლენას სხვა რელიგიურ ნაგებობებზე. პირდაპირ ასეთი მოთხოვნის დაყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლების პრინციპის და ლახავს სხვა მიმდინარეობათა უფლებებს. სასურველია მოხდეს ამ მუხლის შესწორება, რათა გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული. იგივე შენიშვნა გვაქვს მეორე პუნქტში მითითებული მოთხოვნის მიმართაც, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად აძლევს უფლებას მართლმადიდებელ ეკლესიას, იზრუნოს ისტორიული ღირებულების მქონე რელიგიური ძეგლების რესტავრაციასა და მოხატვაზე. ალბათ უკეთესი იქნებოდა, კანონში დაკონკრეტებული იყოს, რომ საუბარია მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა, ისევ და ისევ, თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა. მუხლი 13 თუ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება, კანონიერად შევიდეს სამოქალაქო ურთიერთობებში და აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, მსგავსი უფლება სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც უნდა ჰქონდეთ. მუხლები 15-21 საკუთრებითი ურთიერთობები განხილულია 15-21 მუხლებში. ყველა უფლება და პრივილეგია, რომელიც ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, იმავე წესით უნდა მიენიჭოს სხვა რელიგიებსაც. რაც შეეხება გადასახადებისგან გათავისუფლებას, იგი ასევე უნდა შეეხოს სხვა ეკლესიათა ქონებასაც, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში არ მონაწილეობს. კანონმა თანაბრად უნდა დაიცვას ყველა რელიგიური ჯგუფის საკუთრება და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება. მუხლი 16 ამ მუხლის მესამე პუნქტი ეკლესიას უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება კანონის შესაბამისად. ეს წესი შესაბამისობაში მოდის ავტონომიურობის პრინციპთან და ამ სფეროში დადგენილი ყველა კანონიერი შეზღუდვა სამართლიანობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს. მუხლი 21 პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კომპენსაცია თანაბარი უნდა იყოს: “ყოველგვარი ქონების ჩამორთევა გამართლდება მხოლოდ I ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას და უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროპორციული ანაზღაურების თანხლებით” (“წმინდა ეკლესია საბერძნეთის წინააღმდეგ”, 1994 წლის 9 დეკემბრის საქმე, ასევე 2000 წლის 23 ნოემბრის საქმე “საბერძნეთის ყოფილი მეფე საბერძნეთის წინააღმდეგ”). უნდა აღინიშნოს რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩამორთმეული ქონების კომპენასაციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელმოწერილი აქვს ოქმი, მაგრამ იგი არ არის რატიფიცირებული. მუხლი 22 ეს მუხლი შეეხება 12 ძირითად რელიგიურ დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ ეს დღესასწაულები აუცილებლად უნდა აღინიშნოს და გამოცხადდეს დასვენების დღეებად. ამ შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ დღესასწაულებზეა ლაპარაკი და ვინ უნდა აღნიშნოს ისინი. ძირითადი დასკვნები როდესაც საუბარია შეთანხმების ვარიანტის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაზე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი სუბიექტები: მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური მიმდინარეობები. მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა ნათელია, რომ შეთანხმების ვარიანტი ბევრ ნაწილში ეწინააღმდეგება კონვენციას. დადებით მომენტად გამოვყოფთ მე-4 მუხლს, სადაც საუბარია სავალდებულო სამსახურისაგან გათავისუფლებაზე, მე-5 მუხლს – აღსარების საიდუმლოების შესახებ და ეკლესიის ქონების დაცვის საკითხებს. შეთანხმებაში არ ჩანს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იზღუდება მოცემული შეთანხმებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მე-9 მუხლს და ნაწილობრივ 21-ე მუხლს. ამ მიმართებით ევროპული კონვენციის პირდაპირ დარღვევას ადგილი არა აქვს. სხვა რელიგიათა მდგომარეობა ნათელია, რომ შეთანხმების პროექტი არ აკონკრეტებს სხვა რელიგიური ჯგუფების თუ ცალკეულ მორწმუნეთა სამართლებრივ მდგომარეობას. უნდა შევნიშნოთ, რომ პრეამბულა ძალზე პრობლემატურია, რადგან, ფაქტობრივად, ექსკლუზიურ უფლებებს აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მე-9 და მე-12 მუხლები ამის ნათელი დასტურია. ასეთი მდგომარეობა ძნელია გაიგივდეს იმ მახასიათებლებთან, რაც ახასიათებს პლურალისტულ დემოკრატიულ საზოგადოებას. უფრო მეტიც, თუ გადავწყვეტთ, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობების ადგილი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, ეს გამოიწვევს შემზღუდველი ნორმების და შემზღუდველი პრაქტიკის დამკვიდრებას. ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. მხოლოდ შეთანხმების ვარიანტის განხილვით ძნელია განისაზღვროს, აქვთ თუ არა სხვა მიმდინარეობებს იგივე უფლებები, რაც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. თეორიაში ორი ინერპრეტირების ვარიანტი არსებობს. o ერთი მხრივ, შეიძლება იქნას გაგებული, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ის უფლებები, რაც შეთანხმებაშია ნათქვამი, ვინაიდან განსახილველი შეთანხმება მხოლოდ ერთ ეკლესიასთან უნდა იქნას დადებული (პირდაპირი დასაბუთების საფუძველზე); o მეორე მხრივ, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე (საქართველოს კონსტიტუცია, მე-14 მუხლი), მსგავსი უფლებებით ყველა რელიგიური საზოგადოება უნდა სარგებლობდეს. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საერთაშორისო სამართალი, ისე საქართველოს კონსტიტუცია მეორე თვალსაზრისს მიიჩნევს სწორად. ძალიან ძნელია, მოიძებნოს საფუძველი ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობისთვის, როცა არ არსებობს თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიის მიმართ. საწყისი პოზიციაა, რომ ყველა რელიგიის მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა. სასურველია და მისასალმებელი, თუ ასეთი პოზიცია განმტკიცებული იქნება კანონით. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში არ არსებობს საერთო კანონი რელიგიური მიმდინარეობებისთვის. რეკომენდირებულია, რომ სანამ დაიდება რაიმე შეთანხმება კონკრეტულ ეკლესიებთან, მანამ ასეთი კანონი იქნას მიღებული. რიკ ლოუსონი, ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროკავშირის სამართლის და საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროს ექსპერტი
This post has been edited by M a r a d o n a on 24 Apr 2009, 01:29
--------------------
ოქროს თევზები მინდააააააააააააააა
|