#26455485 · 14 Jul 2011, 10:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
25. ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.
26. ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
27. რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური.
28. თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი.
29. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი. მათეს სახარება თავი მეოცე
24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
This post has been edited by temart on 14 Jul 2011, 11:06
|