ხომ არ ეჩვენება ძვირფას ელინს, რომ ადამიანის ინდივიდუალიზმის ზედმეტად თავისებურ განმარტებას გვთავაზობს და კითხვათა კონსტრუირებით ცდილობს ეჭვები გაგვიქარწყლოს? თქვენთვის უცნობია ადამიანის ახირებების, სკანდალებისა და მუდმივი დაუდეგარობის შესახებ? არც იმაზ გსმენიათ, რომ ყველაზე მდიდარი ბიზნესმენებიც კი ცდილობენ საკუთარი კაპიტალის გამტკიცებას? არც იმაზე, რომ ადამიანს მუდმივი სწრაფვა გააჩნია საკუთარი სოციალური რეიტინგის ასამაღლებლად? რატომ ცდილობთ ასე დაბეჯითებით ენდოთ ვინმე რეჟისორს, რომელსაც თავი დიდით არაფრით გამოუჩენია და ასეთივე დაბეჯითებით უარყოთ და შესაბამისად სიბნელედ გამოაცხადოთ ყოველი პლურალური დამოკიდებულების მქონე აზრი? სარფიანი და მომგებიანია ქრისტეზე საუბარი?
ეკლესიოლოგიაში ოდნავ ჩახედილ ადამიანსაც კარგად მოეხსენება, რა რთულია ისაუბრო დოკუმენტალური დასაბუთებებით, რამხელა შრომა და ენათა მარაგი სჭირდება პიროვნებას ამ ყოველივეს კარგად გამოსაკვლევად და აქ თურმე იმდენი ნარატიულ-დოკუმენტალური წყარო აღმოჩინეს, უკვე ქრისტეს პირად ცხოვრებაზეც შეგვიძლია საუბარი...

რატომ ხდება ქრისტე საუბრის საგანი? ის ხომ არაფრით გამოირჩეოდა ისტორიაში? მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი ეკლესია დღემდე ცოცხლობს, მისდამი მლოცველი ადამიანებიც არსებობენ, შესაბამისად მასზე საუბარი უკვე წარმოადგენს ერთგვარ სკანდალს, თქვენ გინდათ მართლა დაგვაჯეროთ, რომ ნახევარი მსოფლიოს სხვადახვა კონფესიური ქრისტიანი, მართლა ისეთი ბნელი და დაუდევარია, რომ რომელიმე რეჟისორის ერთმა წიგნმა ახალი რამ უთხრას?

დაფიქრდით ხალხო, ეს არის სწორედ საჩოთირო თემაზე აგებული, გამომწვევი ლიტერატურა, რომელიც ცდილობს ევროპულ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი იდიოტობა ილაპარაკოს, ამავე კონტინენტის ერთ-ერთ ძირძველ რელიგიაზე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში... ეს ძალზედ სარფიანი თემაა, რაც არ უნდა გვიქადაგოს აგერ ერთმა იუზერმა, რომ ქრისტიანობა ვინმე ვერხოვენის დონეს ვერ გათანაბრებია ჯერ... მაშ რატომღა სწერენ მასზე? მაშ რატომ ვსაუბრობთ ახლა ამაზე? განა ოდესმე, ვინმეს, ნორმალურად დაუწყია საუბარი ევროპაში იმაზე, მართლაც გადასცა თუ არა ყურანი ჯაბრიელ მთავარანგელოზმა მუჰამედს?