Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
5
6
[7]
8
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
პოსტმოდერნისტული ფილოსოფია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
honey-bunny
Crazy Member
ჯგუფი: Registered
honey-bunny
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1769
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08
#9994896
· 11 Jun 2008, 02:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლიშთოთა
QUOTE
ის რომ მათ პოსტმოდერნისტები უწოდეს, ამას მთლიანად პოსტ-საბჭოთა უვიცობას ნუ მივაწერთ.
ეს, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სნობიზმამდე არ დაიყვანება. ტერმინი "პოსტმოდერნი" მოდურ სამარკო ნიშნად იქცა და წარმატებით გავრცელდა პოსტსაბჭოეთშიც და დასავლეთშიც, ყველაზე მეტად ამერიკაში, სადაც ინტელექტუალური ფასტ-ფუდის სახე მიიღო. ასეთმა პროცესებმა ამ ტერმინის დევალვაცია გამოიწვია, რაც თავად ეპოქისთვისაცაა დამახასიათებელი. ყველაზე მარაზმატული ამაში მისი სრულიად უაზრო სქემებამდე დაყვანა და მკვდარ, ყოველგვარ აზრსმოკლებულ ტერმინების ტყლაშა-ტყლუშად ქცევაა, რომელიც ინტელექტუალურ ნაგავს წარმოშობს. ეს ნაგავი თვითკმარია, ანუ ვინმე ჩამოაფრქვევს რაღაც ტერმინებს, ააგებს სქემებს და ქმნის ინტელექტუალური საქმიანობის სიმულაციას. სახიფათო ამ ნაგავში მისი თვითკმარობაა, რომელიც სააზროვნო სივრცეს იკავებს. ანუ ასახელებ სახელებს, არახუნებ ტერმინებს და გგონია, რომ რამეს ამბობ (რა თქმა უნდა, შენ არ გგულისხმობ). ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება როგორც შენს მიერ ზემოთ ხსენებული ავტორების გაგებაც და იმ თემატიკაზე დაფიქრებაც, რომლებზეც ისინი ლაპარაკობენ. ამიტომაც ამბობს პოსტმოდერნისტად წოდებული პოლ ვირილიო, რომ აზრის გამოსათქმელად მუშტების ბრახუნი გჭირდება. რიტორიკის პრიმატი "პოსტმოდერნულ მდგომარეობაში" სქემატიზმისა და სისტემატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, რასაც პოსტმოდერნიზმის გამონაყოფი ნაგავი, "და მათი სახელი ლეგიონია" - როგორც ამბობს როლან ბართი, ამ ყველაფრის სქემატიზაციით პასუხობს, კლასიფიკაციას ახდენს და ამით ანეიტრალურებს, ანუ ყოველგვარ ქმედითუნარიანობას უკარგავს. ასეთი პროცესები კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს იმ რეაქციონერული და ფუნდამენტალისტური ძალების გაძლიერებას, რომელიც სწორედ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ძლიერდება. თუკი "პოსტმოდერნისტები" სექსუალურ რევოლუციებს აწყობდნენ და ქუჩაში ბარიკადებზე იბრძოდნენ, დღევანდელი თინეიჯერები რელიგიურები და ნაციონალისტები ხდებიან (სამწუხაროდ ეს მხოლოდ ქართული ან პოსტსაბჭოთა ფენომენი არაა). წარმოიდგინე, რამხელა სოციალური შიში და ფრუსტრირებული ფსიქიკა აქვთ ადამიანებს, რომლებიც უკეთეს გამოსავალს ვერ პოულობენ, გარდა იმისა, რომ რელიგიურები გახდნენ და რაღაც სასაცილო რიტუალები ასრულონ, რათა ამით საკუთარ რეალურ პრობლემებზე თვალების დახუჭვა შეძლონ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06
#9994957
· 11 Jun 2008, 02:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
honey-bunny
QUOTE
. რიტორიკის პრიმატი "პოსტმოდერნულ მდგომარეობაში" სქემატიზმისა და სისტემატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, რასაც პოსტმოდერნიზმის გამონაყოფი ნაგავი, "და მათი სახელი ლეგიონია" - როგორც ამბობს როლან ბართი, ამ ყველაფრის სქემატიზაციით პასუხობს, კლასიფიკაციას ახდენს და ამით ანეიტრალურებს, ანუ ყოველგვარ ქმედითუნარიანობას უკარგავს.
ნუ, ეს გასაგებია და მისაღებია, მაგრამ:
QUOTE
ასეთი პროცესები კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს იმ რეაქციონერული და ფუნდამენტალისტური ძალების გაძლიერებას, რომელიც სწორედ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ძლიერდება.
თუკი "პოსტმოდერნისტები" სექსუალურ რევოლუციებს აწყობდნენ და ქუჩაში ბარიკადებზე იბრძოდნენ, დღევანდელი თინეიჯერები რელიგიურები და ნაციონალისტები ხდებიან (სამწუხაროდ ეს მხოლოდ ქართული ან პოსტსაბჭოთა ფენომენი არაა). წარმოიდგინე, რამხელა სოციალური შიში და ფრუსტრირებული ფსიქიკა აქვთ ადამიანებს, რომლებიც უკეთეს გამოსავალს ვერ პოულობენ, გარდა იმისა, რომ რელიგიურები გახდნენ და რაღაც სასაცილო რიტუალები ასრულონ, რათა ამით საკუთარ რეალურ პრობლემებზე თვალების დახუჭვა შეძლონ.
პოსტმოდერნიზმის 'კლასიფიკაცია' არაფერ შუაშია იმ პროცესებთან, რომლებსაც შენ ახსენებ. მაგ პროცესებს ხომ გაცილებით უფრო სერიოზული სოციალური და კულტურული მიზეზები აქვს. პოსტმოდერნიზმის ინტელექტუალურ ფასტ-ფუდად ქცევა კი, ჩემი აზრით, გარდაუვალია, იმიტომ, რომ ესეც პოსტმოდერნულ პოპულარულ კულტურაში ჯდება. სხვანაირად, მაშინ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ბურდიე: რომელიღაც გადაცემაში გამოდიოდა და მოითხოვა, რომ სიტყვა არ შეეწყვეტინებინათ და კითხვები არ დაესვათ, ამით მეცნიერული დისკურსი 'იბღალებაო'
მარაზმ...
--------------------
http://ediscourse.wordpress.com/
UPDATED!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#9995101
· 11 Jun 2008, 02:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
honey-bunny
არა არა, არ გეთანხმები, შენ ფაქტობრივად პოსტმოდერნიზმს პოსტმოდერნისტულობას საყვედურობ
მეორე ნაწილი, სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე.
მოკლედ, სჯობს ჯერ წასაკითხი წავიკითხო და მერე ვილაპარაკებ, მოგვიანებით შემოგიერთდებით.
--------------------
გასული ვარ ფორუმიდან. lishtot@yahoo.com
http://ediscourse.wordpress.com/
http://www.youtube.com/user/lishtot
http://www.facebook.com/people/Shota_Khinchagashvili/539926093
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
honey-bunny
Crazy Member
ჯგუფი: Registered
honey-bunny
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1769
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08
#9995464
· 11 Jun 2008, 04:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლიშთოთა
QUOTE
არა არა, არ გეთანხმები, შენ ფაქტობრივად პოსტმოდერნიზმს პოსტმოდერნისტულობას საყვედურობ
მე ვერ გავიგე რაში არ მეთანხმები? მე იმას გეუბნებოდი, რომ პოსტმოდერნიზმის მასიური გავულგარულება მიმდინარეობს, თან უკვე დიდი ხანია და ეს თითქმის შეუძლებელს ხდის ამ თემაზე დისკუსიას, რამდენადაც ხშირად და სწორედ ამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ამ ტოპიკში სრულ სქემატიზმამდე და სიტყვების რახა-რუხამდე დაიყვანება. პოსტმოდერნულმა მდგომარეობამ, სწორედ მასზე რეფლექსიის შემდეგ, წარმოშვა მიმიკრიების მთელი პროდუქცია, რომლებიც მთელ ამ თემატიკას გაუგებარ ფსევდოინტელექტუალურ ბოდვებად, რაღაც აბდა-უბდა თეორიულ კონსტრუქტებად აქცევენ და ამ ყველაფერს "პოსტმოდერნიზმად" ასაღებენ. ესაა გატაცება გარკვეული ტერმინოლოგიით, რომლის უკან ან არაფერი ან სრულიად "ანტიპოსტმოდერნული" იმალება, რომელიც თანდათანობით სრულიად რეაქციონერულ აზროვნებაში გადაიზრდება და ამისი შედეგები უკვე სახეზეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#9995868
· 11 Jun 2008, 09:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
honey-bunny
აი ავხსნი ახლა, მე როგორ ვხედავ აქოურ პრობლემას.
რაც თქვი, მეტ-ნაკლებად გასაგებია. მე ასე გავიგე შენი ნათქვამი:
ა) პოსტმოდერნიზმი, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 'გაპაპსავდა', პოპულარული კულტურის პროდუქციის და მეტიჩრების მოდურ, არაპროფესიულ და დილეტანტურ-სამოყვარულო, ჩერჩეტული საუბრის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ბ) ამის გამო გაბუნდოვანდა კონცეპტუალური ქარგა, რასაც დაემატა ტერმინოლოგიური ქაოსი (უმალ, ამ უკანასკნელმა გამოიწვია)
გ) ეს ყოველივე ხშირად იწვევს 'პოსტმოდერნიზმის' თუ 'პოსტმოდერნ(ისტ)ულის' სახელით პოსტმოდერნისტული ლოგიკისათვის სრულიად დაპირისპირო და უცხო ტენდენციის ზრდას.
ეს უკანასკნელი ბუნდოვანია თუმცა დაიმაინტრიგებელი და საინტერესო, კონკრეტიკა სჭირდება და ალბათ მოგვიანებით მივალთ აქამდე, ამაზე ჯერ არ გვინდა.
პირველი ორი კი გასაგებია და ცნობილი პრობლემაა, მაგრამ ღირს ასეთი რადიკალიზმი, რაც ბოლო პოსტებში დაიწერა? მე მაინც გადაჭარბებული მომეჩვენა... ხომ შემიძლია დავეჭვდე, რამდენად საფუძვლიანია პოსტმოდერნული თეორიის არსებობის უარყოფა და მისი დაყვანა ზედაპირულად გათვითცნობიერებული რუსების თუ სხვების მთხლეობა-გაუგებრობამდე? პირველი არგუმენტი ეს იყო
მერე გაჩნდა ამერიკული ’სამომხმარებლო ზედაპირულობა’, ესეც ვაღიაროთ, კი ბატონო, მაგრამ ყოველივე ეს მარტივ და ტრადიციულ ტერმინოლოგიურ ქაოსს უკავშირდება, ასეთი რამე არახალია და სულაც არ არის უნიკალური და განუმეორებელი მხოლოდ პოსტმოდერნიზმისათვის. გასაგებია, ანეკდოტური შემთხვევებიც წარმოადგინე, მაგრამ ეს მედლის ნიტო შტო ერთი მხარეა, ნუ რაღაც ლაქაა.
ხომ შემიძლია დავეჭვდე იმაში, თითქოს დერიდას, ფუკოს და ბარტის თუ დელიოზის ნააზრევი მხოლოდ ხელოვნურადაა მეტიჩრების მიერ შეკოწიწებულ-დაკავშირებული და გაუმართლებელია მათი პოსტმოდერნიზმის ქოლგის ქვეშ გაერთიანება? ეს შეიძლება რაღაც მომენტში ფრიად სერიოზული უკიდურესობა (უფრო სწორად, პირობითობა) იყოს, მაგრამ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს შორის საერთო ავტორების ’ზიარობის’ ასე კატეგორიულად უარყოფა და წყვეტის შემოტანა არანაკლები უკიდურესობაა (თუ ამაზეა საუბარი... მაგ. თუნდაც პოსტსტრუქტურალიზმის და პოსტმოდერნიზმის ურთიერთმიმართებაზე/).
ვაღიაროთ პოსტნოდერნ(ისტ)ული ფილოსოფიურ-სოციოლოგიური აზრი (ნუ ვაღიარებთ ბატონო ერთფეროვან და მკაცრ ’სკოლად’, ამის არანაირი სასიცოცხლო აუცილებლობა არ არის), როგორც პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში შობილი მოვლენების და არსებული დინამიკის კონცეპტუალური ინტერპრეტაციის მცდელობა.
დაიწერა ყველაზე მოკლე, მინიმალისტური და მშრალი განმარტება:
QUOTE
პოსტმოდერნისტული ფილოსოფია - ეს არის დიდი (გრანდ) ნარატივების (როგორიცაა იდეოლოგიური, რელიგიური ცოდნის სისტემები) დეკონსტრუქცია, ჭეშმარიტებათა სიმრავლის აღიარება და კონცეფციებისა და ცნებებისადმი განყენებული და კრიტიკული დამოკიდებულება.
ორხაზიან ფორმულირებაში რა უნდა აიხსნას, მაგრამ მიაწერეთ, მიამატეთ, დაჯღაბნეთ, შეცვალეთ, წაშალეთ, თორემ რთულია ასე აბსტრაქტულად. იქნებ ეს არის ’ფასტ-ფუდური’ და ’კიანურივზისწინკოვზიმოიღრიცა’ ფორმულირება, არ არის პრობლემა. ან უფრო ნათლად და კარგად ჩამოვაყალიბებ, უბრალოდ დამეზარა ენციკლოპედიური მომიხილვის წერა, ის, რაც ყველამ ისედაც კარგად, თანაც ჩემზე უკეთ იცის.
[მოდუსს, ან იქნებ სჯობს იმ სტატიის განხილვა, ’იქით’ რომ არის? მეც მაქვს ერთი ნორმალური რუსული ტექსტი...ასე კრიტიკა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა]
ასევე ძალიან საეჭვოდ ჟღერს (მგონი იმპლიციტურად იგულისხმებოდა სადღაც ნაწერში), თითქოს საერთოდ ამ ტერმინსაც (პოსტმოდ.) ნაკლებად იყენებენ და წვეთოვანზეა უკვე. სამწუხაროდ, კიდო დიდხანს არ ჩაძაღლდება... აქაც გადაჭარბებული მომეჩვენა შეფასება...
მოკლედ, რომ მოვამრგვალო, უბრალოდ შთაბეჭდილება დამრჩა (განსაკუთრებით უკანასკნელის გამო), რომ ტერმინოლოგიურ-კონცეპტუალური ამბივალენტურობა მხოლოდ ’საბაბია’, ვცდები? გავცდეთ ამას.
ამიტომაც, კონკრეტიკა სჯობს. მაგალითად, გვაქვს მოდუსის მიმოხილვა და არ სჯობს კონკრეტულ სტროფებთან მიმართებაში სპეციფიკური პრობლემის აღნიშვნა და განხილვა? მე შენ გეტყვი, რაღაც სისულელე არ ექნება მიჯღაპნილი
თორემ გამოვარდა ის ფეთიანი და ლინკის დადებისთანავე თეთრ პოლკში გაგვამწესა. უნდა გაპარსო და გაუშვა აბანოში!
თქვენ მაინც დაგვინდეთ მილორდ... რა იყო და... ჰერრ!
დედა რამდენს ვქაქანებ
წავედი მე გამსახურდიას თემაში, განვიტვირთო...
This post has been edited by
ლიშთოთა
on 11 Jun 2008, 09:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
წერილები: 7134
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06
#9996065
· 11 Jun 2008, 10:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემთან საკითხი ძალიან მარტივად დგას:
1. "პოსტმოდერნიზმის" ის ცნება, რომელსაც აქ ზოგზოგიერთი იყენებს, ცხადზე უცხადესია, რომ უმეტესწილად სწორედ საბჭოთა აბსურდული კონოტაციებითაა განმსჭვალული.
2. მეორე მხრივ კი, "პოსტმოდერნიზმის" ის ცნება, რომელსაც ანგლო-ამერიკული სამყარო იყენებს.
საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მარაზმატიკული დეფინიციები გასაგებია, მაგრამ არანაკლებ მარაზმატიკულია ანგლო-ამერიკული "ეპოქალური" დეფინიციების უმეტესობაც. განსხვავებით ფრანგებისგან, რომლებიც მოზომილად და იშვიათად თუ იტყვიან, რომ დადგა რაღაცის "პოსტ"-ეპოქა, ამერიკელები მარჯვნივ-მარცხნივ არახუნებენ ამ პოსტ-ებს.
honey-bunny
ვალდენფელსმა გვაღადავა ბოტანიკურში ამერიკულ პოსტ-ებზე მაგრად.
თურმე იქ უკვე post-phenomenology-ც აქვთ.
აი ასე, გამოაცხადებენ რაღაცას "გადალახულად", "დაძლეულად", სრულიად აბსტრაქტული და ბუნდოვანი კონცეფციებით, და ვიღებთ მერე პოსტ-ფენომენოლოგიებს და პოსტ-პოსტ-პოსტ-ფენომენოლოგიებს.
რაც შეეხება "პოსტმოდერნიზმის" იმ ცნებას, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებდნენ თვითონ ისინი, ვინც ამ ქვაბში ერთად ჩაყარეს, როგორც ჰანი-ბანიმ მოგახსენათ, უკვე კაი ხნის გაუფასურებულია.
--------------------
Patricia : " Quelle est votre plus grande ambition dans la vie ? "
Le romancier Parvulesco : " Devenir immortel…et puis mourir. "
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#9996264
· 11 Jun 2008, 10:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვიცოდი, ვიცოდი, გული მიგრძნობდა ესეგი
მაინც გასკდა გურჯების კონტინენტური ევროშოვინიზმი
მოდუს, გითხარი მე შენ, მემარცხენე ტერორის გარეშე არაფერი გამოვა მეთქი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06
#10000317
· 11 Jun 2008, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pathetikos
QUOTE
1. "პოსტმოდერნიზმის" ის ცნება, რომელსაც აქ ზოგზოგიერთი იყენებს, ცხადზე უცხადესია, რომ უმეტესწილად სწორედ საბჭოთა აბსურდული კონოტაციებითაა განმსჭვალული.
2. მეორე მხრივ კი, "პოსტმოდერნიზმის" ის ცნება, რომელსაც ანგლო-ამერიკული სამყარო იყენებს.
საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მარაზმატიკული დეფინიციები გასაგებია, მაგრამ არანაკლებ მარაზმატიკულია ანგლო-ამერიკული "ეპოქალური" დეფინიციების უმეტესობაც. განსხვავებით ფრანგებისგან, რომლებიც მოზომილად და იშვიათად თუ იტყვიან, რომ დადგა რაღაცის "პოსტ"-ეპოქა, ამერიკელები მარჯვნივ-მარცხნივ არახუნებენ ამ პოსტ-ებს.
ჟან-მარი ლე პენის გარე ბიძაშვილის ნაწერს ჰგავს
ლიშთოთა
QUOTE
მოდუს, გითხარი მე შენ, მემარცხენე ტერორის გარეშე არაფერი გამოვა მეთქი
მემარცხენეობას რაც შეეხება, მე განდის გზას ვირჩევ, მაგრამ თუ ძალიან გაგვაბრაზეს, ტროცკისტობაც შეიძლება
QUOTE
მაინც გასკდა გურჯების კონტინენტური ევროშოვინიზმი
კონსტანტინე გამსახურდიას და გრიგოლ რობაქიძის იქით ვერ წავედით... მწარე მოდერნიზმია...
ზაზას ვითხოვ ბურჭულაძეს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
წერილები: 7134
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06
#10005142
· 11 Jun 2008, 21:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლიშთოთა
QUOTE
ვიცოდი, ვიცოდი, გული მიგრძნობდა ესეგი
მაინც გასკდა გურჯების კონტინენტური ევროშოვინიზმი
არავითარი ევროშოვინიზმი ეს არ არის. და მითუმეტეს "მარტო" გურჯების.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დარწმუნებული ვარ, "კონტინენტური" ფილოსოფიის მეასედიც არ წაგიკითხავს "ანგლო-ამერიკულთან" შედარებით (ეს ალბათ ენითაცაა განსაზღვრული), შენი და მოდუსის პოზიცია იგივეა, რაც, მაგალითად, შენ რომ დიდი პოსტი დაწერო, მოდუსმა რომ შედარებით მოკლედ გიპასუხოს, მე შენი არც წავიკითხო და მოდუსის პოსტიდან "შეჯამებული" დასკვნის საფუძველზე განვაცხადო, რომ შენს პოსტში გამოთქმული აზრები "გადალახულია". ასე იქცევა ანგლო-ამერიკული ფილოსოფიური სამყაროს უმეტესობა თავისი გაუთავებელი პოსტ-ებით და რაღაც სრულიად აბსტრაქტული ლტოლვით, გადალახოს ან გადალახულად გამოაცხადოს ის, რაც არათუ არ გაუაზრებია, წესიერადაც არ წაუკითხავს. ამიტომ მოვიყვანე ბერნჰარდ ვალდენფელსის, ფენომენოლოგიაში დღეს ყველაზე დიდი ავტორიტეტის, მაგალითი: ტიპი ახალ-ახალ რაღაცეებს წერს და სრულიად ახალი მიდგომა აქვს და, იმის გარეშე, რომ ის წაიკითხონ, ამერიკაში მას გადალახულად აცხადებენ. სასაცილოა.
თუ მაინცდამაინც კონტინენტურ ევროშოვინიზმად მიგაჩნია ჩემი "ტევტონური" მიდგომა, დაგამშვიდებ, რომ თვითონ გერმანელებსაც ბლომად ჰყავთ თავიანთ შიგნით "ანტი-ტევტონები". ამდენად, შენი გამიჯვნა უფრო ჰგავს შოვინიზმს და სტერეოტიპს, ვიდრე ჩემი. მითუმეტეს, რომ მე არაფერს არ ვმიჯნავ. უბრალოდ ვამბობ, რომ ანგლო-ამერიკული ფილოსოფია უმეტესწილად მიჰქარავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#10005495
· 11 Jun 2008, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pathetikos
თავს ნუ იმართლებთ ყმაწვილო
მიკერძოებული ბრძანდებით!
არა იმის გამო, თუ რა კატეგორიულობით წერ ან რა დოზებში
არამედ სად წერ
აიკვიატე ახლა და ჩაიხვია
იგივეს იმეორებ
ახლა მე კიდევ ერთხელ გეტყვი
მერე შემოხვალ და მაინც გააბანძებ ანგლო-ამერიკული ფილოსოფიას თუ მის ,ნაჭერს, 888კლავიატურა გამიგიჟდა, ყურადღება არმიაქციოთ***
მერე მე შემოვალ და გეტყვი, რომ მაინც იგივე გეპარება
დამიწერ, რომ იმაზე ნაკლებს ლანძღავ და აზოგადებ, ვიდრე დაწერე..
ნუ დაგვეხვევა თავბრუ
მოკლედ, ჩემო იეზუიტო
QUOTE
ვაღიაროთ პოსტნოდერნ(ისტ)ული ფილოსოფიურ-სოციოლოგიური აზრი (ნუ ვაღიარებთ ბატონო ერთფეროვან და მკაცრ ’სკოლად’, ამის არანაირი სასიცოცხლო აუცილებლობა არ არის), როგორც პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში შობილი მოვლენების და არსებული დინამიკის კონცეპტუალური ინტერპრეტაციის მცდელობა.
QUOTE
ამიტომაც, კონკრეტიკა სჯობს. მაგალითად, გვაქვს მოდუსის მიმოხილვა და არ სჯობს კონკრეტულ სტროფებთან მიმართებაში სპეციფიკური პრობლემის აღნიშვნა და განხილვა?
ამასთან დაკავშირებით 888მეტს ვეღარ ვაკოპირებ&&& არის რამე სიახლე?
თუ არა და გაჩე, თორე დაგწყევლი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
Pathetikos
დარაზმუს
ჯგუფი: Members
წერილები: 7134
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06
#10005589
· 11 Jun 2008, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლიშთოთა
QUOTE
თავს ნუ იმართლებთ ყმაწვილო
მიკერძოებული ბრძანდებით!
არა იმის გამო, თუ რა კატეგორიულობით წერ ან რა დოზებში
არამედ სად წერ
აიკვიატე ახლა და ჩაიხვია
იგივეს იმეორებ
ახლა მე კიდევ ერთხელ გეტყვი
მერე შემოხვალ და მაინც გააბანძებ ანგლო-ამერიკული ფილოსოფიას თუ მის ,ნაჭერს, 888კლავიატურა გამიგიჟდა, ყურადღება არმიაქციოთ***
მერე მე შემოვალ და გეტყვი, რომ მაინც იგივე გეპარება
დამიწერ, რომ იმაზე ნაკლებს ლანძღავ და აზოგადებ, ვიდრე დაწერე..
ნუ დაგვეხვევა თავბრუ
არაფერსაც არ "ვარბილებ". უბრალოდ უფრო მეტი არგუმენტი მოვიშველიე ჩემი ანტი-ანგლოსაქსური პოზიციისთვის.
QUOTE
თუ არა და გაჩე, თორე დაგწყევლი
ვჩერდები.
* * *
დედაჩემისგან თუ რამე ღირებული მიმიღია, ერთერთი აუცილებლად არის შემდეგი პრინციპი - "აკადემიური კონტრაცეფცია"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#10005763
· 11 Jun 2008, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pathetikos
QUOTE
უბრალოდ უფრო მეტი არგუმენტი მოვიშველიე ჩემი ანტი-ანგლოსაქსური პოზიციისთვის
არ გინდა არა კაცო ვაჰ
განნეიტრალდი
სუფთა ფურცლიდან დაიწყე
la vita e bella!
QUOTE
ვჩერდები
კიდევ კარგი, ვორნი და ბანი შენ არ გკლავს, 9 სიცოცხლე გაქვს. დედაშენთან ვაპირებდი დარეკვას
ბოლო ინსტანციაა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#10029937
· 13 Jun 2008, 16:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Simulated Identities
პატარა მიმოხილვაა, საინტერესო. ტექსტი დაკოპირებულია, სადღაც მაქვს წაკითხული...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლიშთოთა
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6022
წევრი No.: 14930
რეგისტრ.: 28-November 05
#10209581
· 26 Jun 2008, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მშვენიერი რაღაცაა, მომეწონა
http://www.sou.edu/English/Hedges/Sodashop...omo/dubious.htm
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი
ჯგუფი: Members
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი
ჯგუფი: Members
წერილები: 9796
წევრი No.: 13173
რეგისტრ.: 28-September 05
#14195783
· 9 Jun 2009, 02:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა ლეგენდარული თემაა
---------------------
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
5
6
[7]
8
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0316 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.