voobshe-to საკმაოდ კარგი მუსიკოსია...
მარამ რატომ გონია,რომ ასეთივე რანგის ღვთისმეტყველია,ეგ ვერ გამიგია ოღონდ ვერაფრით.
ქრისტოლოგიურ და ტრინიტარულ დოგმატების მამა ჟემალის მიერ ეჭვქვეშ დაყენებას ველოდები სულმოუთქმელად.
ისე მართლა რანაირად ერთი სამი და სამი ერთი???ჩტო-ტო ნე ტო.იფიქრე ამ მიმართულებით
ბოლშევიკების რეგისტრის ადამიანი უნდა იყო,საზვერეების და 40 თუ 3 დღის საკითხი ასე კარიკატურულად რომ წარმოადგინო.იმ ფონზე,რომ კარგად იცი,ყველა წმინდანი თითქმის კივის,ყველანაირი ხილვა,მათშორის საზვერეები,ესაა ენით გამოუთქმელი სულიერი რეალობის ადამიანის გონებისთვის შესაბამის სიბრტყეში გადმოტანილი და სიმბოლური.
რა,"ოქროს" რომ აძლევენ დემონებს,მაგან მოგაყენა ამხელა სტრესი?იქვეა განმარტებული,ეს წმ.ბასილის ლოცვის მეოხებიოს სიმბოლოაო.(ნეტა რა ვალუტა ჭრის?დოლარი ალბათ აღარ,დაეცა კურსი)
მერე რა მოგზაურობები,ნუ იგებთ ყველაფერს ასე ასო-ასო.ადამიანი ეცნობა სულიერ სამყაროს,სადაც რომელიღაც ადგილას მოუწევს მარადიულად დამკვიდრება. რა არის აქ გაუგებარი?40დღეც სიმბოლურია.მარადისობის რიტმები (ტუ შეიძლება ასე ითქვას)როგორ კორელაციაში მოდის ჩვენ დროსთან,ამის გაგება შეუძლებელია(და ყველაფერს გავიგებთ აღსასრულის შემდეგ!),მაგრამ რაღაც კორელაცია რომ არსებობს,ესეც ხო ცხადია,თვით ღმერთი განკაცდა დროში!
ჯვარზე კი არა მარტო ის ფიზიკური,არამედ ყ ო ვ ე ლ ი (უკვე გარდაცვლილი,ცოცხალი და ჯერ არდაბადებული ადამიანის ამ-და იმქვეყნიური ტანჯვა დაითმინა,შეავიწროვა რა ისინი დროის ჩვენეულ აღქმაში!