"
სიძვა არის გაუთხოვარი ქალის და უცოლო მამაკაცის ინტიმური კავშირი, ოჯახური სიწმიდის ღალატს კი მრუშობა ჰქვია. ამ ვნების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ის თავის ძირეულ დასაყრდენს პოულობს სხეულებრივი არსების ბუნებრივ მოთხოვნილებაში, რომელიც შემოქმედმა ჩადო მასში ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად (ცოდვით დაცემის შემდეგ). როგორც ხორციელი ვნება, იგი ადამიანში მრავალგვარი არაბუნებრივი სქესობრივი კავშირის სახით ვლინდება: მამათმავლობა, ლესბიანობა, პირუტყვთან დაცემა, ჩუკენობა (ონანიზმი), სისხლის აღრევა (ხორციელი კავშირი ნათესავთა შორის), რასაც სოდომურ ცოდვას უწოდებენ. გაიხსენეთ ბიბლიიდან, რა მძიმე სასჯელი მოუვლინა უფალმა სოდომსა და გომორს, ზეციური ცეცხლით ერთიანად ამობუგა ორივე ქალაქი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი."
შეყვარებულის ყოლა შეიძლება , მაგრამ ფიქრი და ფანტაზიორობა არ შეიძლება. გინდ შენს ფანტაზიებში ჩაგიდენია ცოდვა და გინდ რეალურად. (ფიზიკური კავშირი რომ არ შეძლება ამას აღარ უნდა შეხსენება მგონი. )
აგერ ხომ ხედავ, ჯერ სიტყვის განმარტება არ აქვთ დამთავრებული უკვე ზეციური ცეცხლებით იმუქრებიან და გვაშინებენ
თან ისე გვეუბნებიან გაიხსენეთ როგორ მთლიანად ამობუგა ღმერთმა მეთლი ქალაქიო თითქოს თქვენც იმათთან ერთად უყურებდით ამ ყველაფერს.

მოკლედ , მხოლოდ გამრავლებისთვის შეგიძლია გქონდეს სექსი, ფიქრიც მასზე მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ან სიძვაა ან მრუშობა და ამის გამო შეიძლება ან აქ ზეციური ცეცლით დაიწვა ან იქ ჯოჯოხეთში სატანის შამფურზე, ან ორივე ერთად .ოღონდ ცუდად ნუ გაუგებ ღმერთს , ამას იმიტომ აკეთებს რომ ძალიან უყვარხარ
This post has been edited by Dr-Rock on 2 Apr 2012, 11:58