#10124805 · 20 Jun 2008, 15:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავეცანი ლინის სტატიას როგორც მოსალოდნელი იყო, ის გაცილებით უფრო ზომიერია, ვიდრე ტელეგრაფის დასკვნა თუმცა არსი მაინც ერთია
ლინს აინტერესებს, რამდენად ახლოს არის რეალობასთან ის თეორია, რომელსაც გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და ინტელექტის მაღალ დონესა და რელიგურ რწმენას შორის მაჩვენებლების არათანაზომადობიდან გამომდინარე ასკვნიდა, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს არაპროპორციულად განაპირობებენ. აქ რამოდენიმე რამ არის საინტერესო, რომელსაც მსჯელობა ეყრდნობა: - ინტელექტუალური ელიტა, ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით, ნაკლებად მიდრეკილია რელიგიურობისკენ - რაც უფრო იზრდება ადამიანის კოგნიკური უნარები მის ყველა მხრივ ზრდასთან ერთად, მით უფრო ხშირია რელიგიური რწმენის უარყოფა - მეოცე საუკუნეში მსოფლიოს მასშტაბით განათლებული საზოგადოების ზრდის ფონზე რელიგიურობის კლებულობს
განხილულია სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამ არათანაზომადობას აფიქსირებს და ასევე შესაბამისი კვლევები, რომელთა უმრავლესობა ამ დასკვნისკენ მიდის (რომ ინტელექტუალირი დონის ზრდა რელიგიურობის დონეს დაბლა წევს). ყველა შემთხვევაში, ციფრები ასეთია, ინტერპრეტაცია კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, თუმცა ალტერნატიული სად არის? არ მსმენია, ამიტომ თუ გავაკრიტიკებთ, სამართლიანი იქნება სხვაგვარი ინტერპრეტაციის შემოთავაზებაც.
თავას სტატიაში ძველი ამბავი ითქვა, რომლებსაც ძველ ნაშრომებში ვხვდებით: - ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ შემეცნების მოყვარული ხალხი ძირითადად უარყოფს ბუნების (სამყაროს) რელიგიურ საწყისს (თეორიას) და მას მიიჩნევს არაადეკვატურად... მისთვის არ არის მისაღები სამყაროს რელიგიური ინტერპრეტაცია და ის უმეტესწილად მეცნიერებით არის ჩანაცვლებული (ჯეიმს ფრეიზერი, The Golden Bough, 1992, გვ. 712) - ”მაღალი ინტელექტუალური სიმწიფის ფონზე მოსალოდნელია რელიგიურ საკითხებში სკეფცისიზმის ზრდა (Kuhlen, R. G., & Arnold, M. (1944). Age differences in religious beliefs and problems during adolescence. Journal of Genetic Psychology, 65, 291−300). - წინაინდუსტრიულ საზოგადოებებში ადამიანებს ბუნებაზე კონტროლის ნაკლები საშუალებები აქვთ. ფიზიკური კონტროლის და ფლობის ეს სიმცირე კომპენსირდება მეტაფიზიკური ძალებისადმი ნდობის სახით, ამ ძალებს, ადამიანების ნაცვლათ, ძალუძთ ეს; შესაბამისად, თაყვანისცემა სიცოცხლესა და ბედზე ზემოქმედების ირიბ ფორმას წარმოადგენს. ადამიანისთვის უფრო იოლია საკუთარი უძლურების აღიარება, თუკი შთააგონებს თავს, რომ მისი ბედი ისედაც ყოვლისმომცველი, უმაღლესი არსების ხელშია, რომლისგან მადლის მიღება ფიქსირებული და რეგლამენტირებული თაყვანისცემისა და მორჩილების საშუალებით შეიძლება. ტექნოლოგიურად განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში კი საქმე პირიქითაა, ბუნების კონტროლი და მასზე ბატონობა არსებითად ცვლის ადამიანის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას, აღიაროს ზებუნებრივი ძალები” (Inglehart, R.,&Welzel, C. (2005).Modernization, CulturalChange, and Democracy: The Human Development Sequence. Cambridge: Cambridge University Press 2005).
მგონი არსი გასაგებია.
პ.ს. სტატიაში საინტერესო დაკვირვებაა ასევე (პოსტ)კომუნისტურ ქვეყნებზე, ვიეტნამის და კუბის მაგალითებზე, სადაც არარელიგიურობის მაჩვენებლის შესაბამისობა IQ-ს მოსალოდნელ მაჩვენებელთან მოსალოდნელზე დაბალია. აქ ჩემთვის მისაღებია ის დასკვნა, რომელიც ამას წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაციას სოციალისტური დოქტრინების რელიგიის რეგისტრში აყვანას მიაწერს (კომუნიზმი = ’რელიგია’, რომლის დოგმატურობა წინა რელიგიებს არ ჩამოვარდებოდა).
--------------------
გასული ვარ ფორუმიდან. lishtot@yahoo.com http://ediscourse.wordpress.com/ http://www.youtube.com/user/lishtot http://www.facebook.com/people/Shota_Khinchagashvili/539926093
|