datuარ მინდოდა აქ იესოს (მშვიდობა მას) სტატუსზე მესაუბრა, მაგრამ საინტერესო თემაა და თავი ვერ შევიკავე

იოანეს 13:13-ის ქართულ თარგმანში არისგამოყენებული სიტყვა "უფალი", ორიგინალში, თუ არ ვცდები, "რავვ" ან "რავვი". ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ასე, ინგლისური The Message თარგმანი რომ ნახო, მანდ იგივე სიტყვაზე არის "Master", ანუ "ბატონი", დიდი პატივისცემის გამოსახატავად გამოყენებული წოდება. დანარჩენ თარგმნებში ძირითადად არის გამოყენებული სიტყვა "Lord", ამ ეპიტეტს პატივისცემის ნიშნადაც არანაკლებად იყენებენ. მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად დამარწმუნებელია, გეთანხმებით.
უფრო საინტერესო შემდეგია:
(მათე, 4:1-10)
1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. [როგორ შეიძლება ღმერთი საცდუნებლად იყოს აყვანილი?]
[...]
8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.
9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. [ეშმაკი თავაზობს იესოს რომ იესომ მას (ეშმაკს) თაყვანი სცეს]
10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. [და აი, იესო ეუბნება არა ეშმაკო, შენ თაყვანს არ გცემ, ღმერთს ვცემ თაყვანსო. იესო (მშვიდობა მას) ღმერთი რომ იყოს, როგორ სცემდა თაყვანს ღმერთს (ანუ, თავის თავს)?]
ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად (მათე, 14:23)
ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი (მათე, 26:39)
მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი... (მათე, 26:42)
და ესეთი ეპიზოდები ძალიან ბევრია ახალ აღთქმაში - იესო ლოცულობს. რა არის ლოცვა? ენციკლოპედიები ამბობენ:
Молитва вообще есть возношение ума и сердца к Богу, являемое благоговейным словом человека к Богу (Библейская энциклопедия. — 3-е изд. — М.: ЛОКИД-ПРЕСС, 2005. — 768 с.)
МОЛИТВА — произносимое вслух или мысленное обращение человека к Богу или богам (Религия: Энциклопедия / Сост. и общ. ред. А. А. Грицанов, Г. В. Синило. — Мн.: Книжный Дом, 2007.— 960 с.)
როგორ შეიძლება მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენელმა თქვას რომ ღმერთი ღმერთს თაყვანის ცემით რამეს ევედრება და ლოცულობს მასზე?
შემდეგ.
ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ (მათე, 26:39). ყურადღებით წაიკითხეთ: "არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ". მათ - იესოს და ღმერთს, აქვთ სხვადასხვა ნება, რასაც ერთი ნებავს, შეიძლება მეორემ არ ინებოს. ესე იგი, იესო და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნება არ არიან.
შემდეგ.
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას (მარკოზი, 11:13)
გინდათ დამარწმუნოთ რომ ღმერთმა არ იცის ლეღვის მომწიფების სეზონი? მან ხომ თვითონ შექმნა ლეღვი და ყველაფერი! მაგრამ ღმერთის ცოდნა და იესოს ცოდნა ერთი და იგივე არ არის, რაც ერთმა იცის, მეორემ შეიძლება არ იცოდეს, როგორც წავიკითხეთ.
მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ (მარკოზი, 13:32)
ამიტომ, იესო და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნება არ არიან.
შემდეგ.
18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
19. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა. (ლუკა, 18:18-19)
ღმერთს აქვს ტიტული, ან ეპიტეტი "კეთილი" "Благий" "Good". ღმერთს აქვს ეს ტიტული, მაგრამ იესოს - არა.
შემდეგ - ლაზარეს გაცოცხლება.
41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.
43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! (იოანე, 11:41-43)
ყურადღებით წაიკითხეთ: "ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე". ის ღმერთს თხოვდა ლაზარეს გაცოცხლებას, ღმერთმა კი მისი თხოვნა შეასრულა და ეს სასწაული ანახა ხალხს. ეს იყო ღმერთის, და არა იესოს ჩადენილი სასწაული, და იესო არც იღებს ამას საკუთარ თავზე - "აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი" (იოანე 11:40).
"По Моему соизволению ты лепил изваяния птиц из глины и дул на них, и по Моему соизвелению они становились птицами. По Моему соизволению ты исцелял слепого и прокаженного, по Моему соизволению ты выводил покойников живыми из могил" (ყურანი, 5:110)
შემდეგ.
[...] რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია (იოანე 14:28)
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი (პირ. კორ. 11:3)
16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.
17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. (იოანე, 8:16-18)
აქაც ნათლად ამბობს იესო რომ ის და ღმერთი ერთი პიროვნება არ არიან.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით ვამბობ რომ ბიბლია არ ადასტურებს იესოს (მშვიდობა მას) ღმერთობას. ამიტომ ტექსტი დიდად შეცვლილი არც არის.
რა თქმა უნდა ბიბლიაში არის ბევრი ადგილი, რომელიც არ ემთხვევა ორიგინალს, მაგრამ ამას ისლამი კი არა, ისტორია ამბობს. ისლამი ამ საკითხვს არსად არ ეხება. მეტიც, თუ არის შარიათში ისეთი საკითხი, რომელიც ყურანში და ხადისებში არ არის ნახსენები, მაგრამ ნახსენებია ბიბლიაში, ისლამი ამას აღიარებს.