ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხოთ მაშინ. თუ რას წარმოადგენდა ეს მოვლენა და რისი გარეგამოხატულება იყო.
ოღონდ ამის გასაგებად დროებით მაინც უნდა გადავდოთ ჩვენი ყოვეგვარი პირადი მსოფლმხედველობრივი მრწამსი და მიუკერძოებლად აღვიქვათ შემდეგი აზრი:
მატერიის სახით გამოვლენილი სამყარო წარმოადგენს უნივერსალური ცნობიერების ექსპანსიას.
ამ სამყაროს უნივერსალურ პრინციპს კი წარმოადგენს ე.წ. ევოლუცია-ინვოლუციის პრინციპი, რაზეც ახლა ვერ შევჩერდები დაწვრილებით. მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ, ის რაც გარკვეული ეპოქების გამჭოლ ევოლუციონირებს, შემდგომ ეპოქებში გადადის "ინვოლუციაში" ანუ ის აღარ არსებობს გარეგამოვლენილი სახით, არამედ ფარულად "იმყოფება" ცნობიერების წიაღში, რადგან გზას უთმობს იმის განვითარებას, ანუ ევოლუციას, რაც მასზე ადრე იყო გარეგამოვლენილი და პოტენციის სახით ასევე '"უკუჩაბრუნებული" მყოფობდა ცნობიერების პოტენციაში.
კაცობრიობის მთელი ისტორია არის ევოლუცია-ინვოლუციის ისტორია.
ახლა ვნახოთ ეს მოგვების მაგალითზე.
3 მოგვს ( უხუცესებს, ანუ -უკვე ძველს, ხანგამოვლილს, უკვე ევოლუციონირებულს) რომელებიც განასახიერებენ ჩრდილოეთის,სამხრეთისა და აღმოსავლეთის მისტერიებს,ყრმა იესოსთან (ანუ იმასთან, რაც უნდა დაიწყოს და რისი ევოლუციაც უნდა დაიწყოს) "მოაქვთ" დედამიწაზე დაგროვილი მთელი მისტერიალური სიბრძნის შედეგი. ამ აქტით ნათქვამია, რომ იმიერიდან, მისტერიალური გამოცდილება გადაეცემა ინვოლუციას, რადგან იბადება მე ცნობიერება და ამიერიდან დასაბამი ეძლევა კაცობრიობის (ადამიანის) თვითცნობიერების ევოლუციას.
და ამ ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე - ადამიანს თვითცნობიერებიდან იმის პირად და ფხიზელ წვდომას, რაც მისტერიებში მხოლოდ განსაკუთრებულებს მიეწოდებოდათ -თვითცნობიერების გარეშე!
3 მოგვის თაყვანისცემა გახლავთ მოკლე და ხტოვანი ჩვენება იმისა, რომ ძველი საკრალური სულიერება გადადის ინვოლუციაში და გზას უთმობს თვითცნობიერების ევოლუციას, რომელმაც მატერიალიზმის გავლით და გამჭოლ უნდა განამტკიცოს თავისი თვითონობა, რათა მერე ამ თვითცნობიერების განვითარების გარკვეულ ეტაპზე, უკვე სრულად განვითარებული უნარებით პირადად შეძლოს უნივერსუმის -სულის აღქმა ყოველგვარი მისტერიისა და რიტუალის გარეშე.
იესოს სახით იბადება მთელი საკაცობრიო მე ცნობიერება.
ეს არის გადმოცემული 3 მოგვის თაყვანისცემაში.
* * *
* * *
ფორუმი მაგრად ჭედავს. დაპოსტილს არ აჩვენებს.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო