#10531940 · 24 Jul 2008, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Makumba666
ძალიან ავიწროვებ ჩარჩოებს ... ანუ ტიპი უნდა მოკვდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი მაინცადამაინც 22 ივლისის 12:23 საათზე და რუსთაველის 23-ში მოხდეს ეს ...
თანაც ეგ ცალკეულ ინდივიდებზე შეიძლება თქვა (განსაკუთრებული მისია ვისაც აქვს) და არა 100% ყველა ადამიანზე ...
თანაც მე ეს იდეაც მაკმაყოფილებს: "რა თქმა უნდა ღმერთს აქვს უნარი წინასწარ განჭვრიტოს მოვლენები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის აკეთებს ამას".
აბა ასე შეხედე: თუ ღმერთი ფიქრობს (ჩვენეული გაგებით) და აანალიზებს სიტუაციას, აბსოლუტი და ყველაფრის მაკონტროლებელი როგორღაა?? ვინც ფიქრობს ის პროგრესირებს, რომ შეცდომა არ მოუვიდეს ...
ამაზე ორი თეოლგიური იდეაა დაჯახებული: წინასწარი განსაზღვრის და განუსაზღვრელობის თეორიები.
ისე, ძალიან რთულია გაუგო ღმერთს, როცა ხშირად საკუთარ თავს ვერ უგებს ადამიანი ...
This post has been edited by Armor on 24 Jul 2008, 18:09
--------------------
www.aisiforce.org
წყვდიადი იწვა საქართველოს ცისგვამში .. ყრუ ქვაბულებში ქართული ხმლები იჭედებოდა
ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი
|