მომნათლავი და ნათლია სხვადასხვაა.
ერთი და იგივე მღვდელი უამრავ ადამიანს ნათლავს, მაგრამ ისინი და–ძმად არ ითვლებიან.
აქ ისმის ასეთი კითხვები: დაშვებულია თუ არა ნათლობა ნათლიის გარეშე? პატრიარქი რომ ნათლავდა ერთად ბევრს, ყველა მათგანს იქვე ყავდა თუ არა მისი ნათლია? თუ არა, მაშინ ვინაა მათი ნათლია? პატრიარქი? ანუ პაქრიარქი მომნათლავიც არის და ნათლიაც? თუ როგორ არის?
რაც შეეხება ამ ინფორმაციას:
თბილისი, 29 აპრილი /”ახალი ამბები - საქართველო”,
მელსიდა აკოფიანი/.
29 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 300 ბავშვს მონათლავს. ნათლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგება, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
ათასზე მეტმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ მათი შვილების ნათლია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი გამხდარიყო.
წინა ნათლობაზე პატრიარქი 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა“.
რუსთავი–2 –ის ინფორმაციით პატრიარქი მონათლავსო;
მელსიდა აკოფიანის ინფორმაციით ნათლია გახდაო.
და როგორაა საქმე სინამდვილეში?
პატრიარქი მხოლოდ მონათლავს?
სხვა მონათლავს და პატრიარქი ნათლია იქნება?
თუ პატრიარქი მონათლავს და თან ნათლიაც იქნება?
მოკლედ:
ჯერ გააკვიეთ წესიერად როგორაა საქმე სინამდვილეში და მერე იცინიკოსეთ.
This post has been edited by რამაზი on 26 Jan 2009, 18:05