#11149405 · 11 Oct 2008, 01:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nshoshia505
QUOTE | უკაცრავა და რა წყარო უნდა მქონდეს, ყველა ისტორიული წყარიო სასულიერო პირების მიერ არის დაწერილი |
არ არის ყველა ისტორიული წყარო მართლმადიდებლების მიერ დაწერილი. მრავალი წყარო ეკუთვნის სომეხ, არაბ, ებრაელ, სპარს, სირიელ და სხვა მრავალ ისტორიკოსს, რომლებიც არათუ მართლმადიდებლები, ქრისტიანებიც არ იყვნენ. თუ ვსაუბრობთ ეკლესიის ისტორიაზე, აუცილებელია ვეყრდნობოდეთ რაიმეს, სხვაგვარად ჩვენი დიალოგი ჭორაობა იქნება.
QUOTE | ჯვაროსნული ომები, მაგრამ არა ევროპელების, არამედ ჰერაკლე კეისრის ჯვაროსნული ომი, რომლის იდეოლოგიური ბურჯი მართმადიდებლური ეკლესია გახლდათ.. |
მართლმადიდებლებს ჯვაროსნული ომი არასოდეს ჰქონიათ. დაწერე წლები, წიგნი ან სხვა წყარო საიდანაც მაგ ფაქტებს ადასტურებ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.
QUOTE | მეფის მოთხოვნით და ჩარევით მოხდა რუი-ურბნისის საეკლესიო კრება, მეფემ შექმნა ახალი თანამდებობა რომლითაც შეეძლო საეკლესიო საქმეებში ჩარევა. და მეტი ჩარევა არ ვიცი, სხვა დანარჩენი რაც დაწერე ეს არის, ბაგრატიონთა იდეოლოგიზირებული ზღაპრები, ვითომ წამდა და სულ ლოცვაში ატარებდა თავის ცხოვრებას. |
მასეთი ლოგიკით, ჩემო კარგო, შენ ნებისმიერ ისტორიულ დოკუმენტს შეგიძლია "იდეოლოგიზირებული ზღაპრები" უწოდო, მარტო იმიტომ რომ ეს შენს იდეებს ეწინააღმდეგება. დავითმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა საეკლესიო რეფორმაში, მაგრამ ეს რეფორმა არ შეხებია არც დოგმატურ და არც სჯულდებით საკითხებს, რელიგია, როგორიც იყო აქამდე, ისეთივე დარჩა. დავითმა მხოლოდ ის გააკეთა რომ მოაშორა ქვეყანას და ეკლესიას უღირსი სამღვდელოება. დამიდე ერთი ფაქტი მაინც, სადაც დავითი ერევა საეკლესიო ტიპიკონში ან დოგმატიკაში, თუნდაც ისე როგორც ამას აკეთებდა ნეტარი ავგუსტინე.
QUOTE | ვითომ წამდა და სულ ლოცვაში ატარებდა თავის ცხოვრებას. |
ამის საპირისპიროდ მე დავდებ დავით აღმაშენებლის მიერ დაწერილ "გალობანი სინანულისანი"ს http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htmაი, შენ რას მოიყვან შენი სიმართლის დასამტკიცებლად, ნამდვილად არ ვიცი... This post has been edited by დათიკო on 11 Oct 2008, 01:21
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|