#21875637 · 3 Oct 2010, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | QUOTE რატომ არის ამგვარი დისტანცია მართმადიებლებსა და არამართმადიდებლებს შორის ქართულ საზოგადოებაში?
მღვდლების პროპაგანდიდან.
QUOTE საიდან მოდის ეს "ტრადიცია"?
რუსეთის ფსბ-დან და საპატრიარქოდან.
QUOTE და რატომ აღიქმევა არამართმადიდებელი ადამიანი, მართმადიდებლებისთვის მტრად?
ხეს რომ უძახო გახმიო, გახმება ... ხალხს წლების მანძილზე ამას უჩიჩინებენ და შედეგიც შესაბამისია.
QUOTE არის თუ არა ამაში ეკლესია დამნაშავე?
100%-ით არის დამნაშავე. ეგ არის აგრესიის წყარო.
QUOTE რას აკეთებს ქართული ეკლესია იმისთვის რომ მოაგვაროს ეს პრობლემა?
არაფერს, აღვივებს როგორც შეუძლია. ფსბ-ში იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ ...
QUOTE მართლა მტერია თუ არა სექტანტები მართმადიდებლურ ეკლესიისთვის თუ არა?
არა. ქრისტიანულ თეოლოგიაში ადამიანთა მტერი სატანა და დემონებია. ეკლესიის ბრძოლა მიდის მათ წინააღმდეგ.
QUOTE მე მაინტერესებს რამდენად შეიძლება საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჰარმონია დამყარდეს.
სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ამისთვის რუსეთის ფსბ-ს აგენტურა უნდა გაყაროს საპატრიარქოდან და ზოგადად ეკლესიიდან.
QUOTE ყველაზე მტავარი კითხვა ვინ უწყობს ამ შუღლს ხელს?
1). რუსეთის ფსბ - სტრატეგიული ინტერესი. 2). საპატრიარქო - ფსბ-ს აღმასრულებლები. 3). მღვდლები - პირადი ინტერესი, მარტივი ლოგიკაა: "მრევლი აღარ იქნება, ფული აღარ იქნება" 4). დამპალი პოლიტიკოსები, რომელბსაც უნდათ ხმები. 5). პირველი 4 პუნქტის ხალხისგან დაბოლილი "პატრიოტი" მრევლი ...
-------------------- |
ამ ჩვენი, თამამად შეიძლება ითქვას, უდიდესი ეროვნული უბედურების განმაპირობებელ ფაქტორთა, ამ, ბრწყინვალე, ხუთ პუნქტიან ნუსხას, მოკრძალებით, მეექვსესაც დავუმატებდი: 6). ჩვენი საარაკო გაუნათლებლობა, რომელიც უნოყიერესი ნიადაგია ასეთი საზარელი, დამღუპველი შეხედულებებისა და სტერეოტოპებისთვის: Nshoshia505, რომელიც შეშფოთებულია ქვეყანაში გამეფებული ამ ბნელეთით, მაგალითისთვის, ერთ შემთხვევას გვიამბობს:
| QUOTE | | ერთი შემთხვევა მინდა მოგიყვანოთ, ერთი ამერიკელი ბაბტისტი რომელივ დროებით იმყოფებოდა საქართველოში ეძებდა რუსულის მასწავლებელს და ძალიან ბევრმა უარი უთხრა მის მეცადინეობაზე მხოლოდ იმიტომ რომ იგი ბაბტისტი იყო, ის გახდა მამიდაჩემის მოსწავლე და აქედან ვიცი ეს ამბავი... |
იმ ,,სანაქებო'' მართლმადიდებელთა ამ ,,რკინისებური ლოგიკით'', იმ ბაბტისტისთვის, არც გამარჯობა უნდა ეთქვათ და არც პური უნდა მიეყიდათ... და ეს ყოველივე ,,სტუმარ-მასპინძლის" ავტორის სამშობლოში ხდება, ამ ავტორის გარდაცვალებიდან, სულ რაღაც, 80-90 წელიწადში... ამას -- ბოლო უნდა მოვუღოთ, სანამ თავად მოუღია, ჩვენთვის...
|