და აი დაიწყო ახალი ეპოქის პირველი წამი
სივრცეში ჩემი მოცულობა გაიწელა
გადიდდა და გემრიელ გაზმორებად დაგვირგვინდა
თითქოს ყოველი სანტიმეტრი ჩავყლაპე იმ მანძილზე, რა მანძილიც მოვიცავი
დახვავებულ წიგნებს შევხედე....
კედლიდან კათოლიკური კრუციფიქსი და იოანე პავლე მიცქერს, მეგობრის ნაჩუქარი
ფეხზე ჭრელი ხევსურული წინდები, ნატალიას ნაჩუქარი...
რა ბედნიერებაა როცა მოვლენებს კავშირი აქვთ...
მაგიდაც მე ვარ
ლამპარიცა და ლეპ ტოპიც
ყველაფერი მე ვარ, რადგან ყველაფერი ჩემშია და ჩემ მიერ აღიქმება
სამყაროს გვირგვინი ვარ...
ხანდახან რა ბედნიერებაა როცა თავს ადამიანს უწოდებ