#11490313 · 12 Nov 2008, 09:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
WolfSpell
| QUOTE | | ამათ შენი შეხედულებით არ გააჩნიათ ცნობიერება, გააჩნიათ, მაგრამ არასრულფასოვანი თუ ისეთივე ცნობიერება აქვთ როგორიც "ნორმალურ" ადამიანებს? |
ამათაც გააჩნიათ ცნობიერება. შენ ისე დაიწყე ეს ყველაფერი, რომ ჩემს განსსაზღვებას ინტელექტის განსაზღვრებაში ურევ. მე ცნობიერების არსებობაში არაფერი მითქვამს ნორმალურად აზროვნებაზე. გიჟს ცნობიერება არ აქვს ჩემი განსაზღვრებით? აქვს. ცნობიერია არსება თუ ჩემს განსაზღვებაში მოცემული ნებისმიერი გრძნობის ან საკუთარი ფიქრების ან საკუთარი არსებობის შეცნობა შეუძლია. ანუ, თუ მხოლოდ და მხოლოდ ყნოსვას ან სხვა რაიმეს ვცნობ (ანუ რაღაცის არსებობას ვცნობ) ვარ ცნობიერი.
| QUOTE | | როგორ დავადგენ ადამიანს ცნობიერება (ცნობიერება როგორც შენ გესმის და აღწერე წინა პოსტში) გააჩნია თუ არა ალბათ დამოკიდებულია რამდენად შეძლებს ადამიანი ჩემთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას. |
აი ზუსტად აქ არის პრობლემა, თანაც დიდი. რამოდენიმე ძირითადი პრობლემა რაც აქ ჩნდება: 1) თუ კონტაქტში ვერ შედიხარ ადამიანთან, მასში ცნობიერების არსებობის უარყოფა არ შეგიძლია. მაგალითად: აქვს თუ არა მძინარე ადამიანს ცნობიერება შენარჩუნებული? მიუხედავად იმისა, რომ მძინარესთან კონტაქტში ვერ შეხვალ, შემიძლია საკუთარი გამოცდილებით დაგარწმუნო (  ), რომ მძინარე ადამიანს აქვს ცნობიერება. ასევეა მაგალითად ადამიანი რომელიც სულგანაბულ კაიფში იმყოფება ძლიერი ენთეოგენების მოქმედებით, მაგალითად. რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, ვერანაირ კონტაქტში ვერ შეხვალ. არადა, როცა ამ მდგომარეობიდან გამოდის, ისეთი რამეებს მოგიყვება, რომ გაოცდები. ასევეა ბევრი შემთხვევა როცა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანს ახსოვს თითქმის ყველაფერი რაც მის გარშემო ხდება. ასევე არსებობს შემთხვევები, როცა ნარკოზის ქვეშ მყოფი პაციენტები ყვებიან ქირურგების ნალაპარაკებს ოპერაციის დროს და ა.შ. 2) შენი მეთოდიდან საერთოდ გამორიცხულია ცხოველური ცნობიერების (რაც არაფრად არ უნდა განსხვავდებოდეს ადამიანური ცნობიერებისაგან, როგორც შეცნობის უნარი) არსებობა. არადა, ცხოველები ისე იქცევიან, რომ უნდა დავასკვნათ მათში ცნობიერების არსებობა. 3) მაგ მეთოდით ცნობიერება შეიძლება მიანიჭო იმას, რასაც ცნობიერება შეიძლება არ გააჩნდეს. არსებობს საკმაოდ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტები, რომელთანაც ტელეფონით კონტაქტის დროს საერთოდ შეიძლება ვერ გაარჩიო ადამიანთან გაქვს ურთიერთობა თუ გამოთვლით სისტემასთან. შენი განსაზღვებით, ასეთ სისტემებს ცნობიერება უნდა გააჩნდეთ. ამრიგად, ის რომ შენ შენი მეთოდი გაქვს ვინმეში ან რამეში ცნობიერების დასადგენა,არის სავსებით უვარგისი. ამ მეთოდს ვერ დაეყრდნობი. შენ შეგიძლია დაეყრდნო, არავინ გიშლის, მაგრამ ფაქტია რომ ეგ მეთოდი ვერავითარ ობიექტურ ცოდნას ვერ მოგცემს ვინმეში და რამეში ცნობიერების არსებობის დასადგენად. ანუ, მაგ მეთოდით ვერაფერს იტყვი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ადამიანის ცნობიერება მისი გარდაცვალების შემდეგ ქრება. | QUOTE | | QUOTE | | როგორ ვადგენთ მაშინ, რომ ადამიანის გულმა და ტვინმა საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება? |
გულის ფუნქციონირების შეწყვეტა ალბათ გულის გაჩერებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დგინდება. არ ვიცი ზუსტად როგორ და რამდენი ხნის მერე  ტვინსაც როგორც ვიცი თუ სისხლი არ მიეწოდება გარკვეული დროის განმავლობაში სამუდამოდ ზიანდება რაც ადამიანის სიკვდილს იწვევს. |
რადგანაც ამ დარგში ვმუშაობ, ამიტომ მე გეტყვი რა ხდება აქ. სიკვდილის ცნება აბსოლიტურად ხელოვნურია. ორგანოს ფუნქციის სიკვდილი როდის დგება, არავინ იცის. არსებობს მხოლოდ პრატაკოლები, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებზეა დამყარებული და რომელსაც უსიტყვოდ მისდევ. დავუშვათ გაუჩერდა გული ადამიანს. ექიმი და მისი ბრიგადა იწყებს ე.წ. advanced cardiac life support-ს, რაშიც შედის რეანიმაციული ღონისძიებები. 20-30 წუთის შემდეგ თუ არ მოხდა რიტმის აღდგენა, ექიმი აცხადებს, რომ ადამიანი მკვდარია. აი ეს არის სულ. არავინ იცის ამის იქით არის თუ არა ადამიანი მკვდარი, რადგანაც არ არსებობს სიკვდილის ისეთი განსაზღვრება, რომელიც დაგადგენინებს სიკვდილს.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები მორგში გაცოცხლებულან რამოდენიმე დღის შემდეგ. ამრიგად, 30 წუთის მერე რომ დაადგინე სიკვდილის დიაგნოზი (ცოტა უხერხული ტერმინია) და მერე ის ადამიანი მიწაში ჩადეს, აღარავინ უყურებს იქ რა ხდება. ეს უკვე დიდი პრობლემაა, როცა გინდა თქვა თუ გულის გაჩერებიდან რა ხნის შემდეგ დგება სიკვდილი. არავინ იცის, რადგანაც სიკვდილი არ არის მომენტი. სიკვდილს ეძახიან პროცესს. მაგრამ, თუ პროცესია, მაშინ სადღაც იწყება და სადღაც მთავდრება. არადა, არავინ იცის სად იწყება და სად მთავრდება. კითხე ვინმე თავგამოდებულ პროფესორს: სიკვდილი მომენტია თუ პროცესი? თუ გითხრას მომენტიო, მაშინ იკითხე რომელი მომენტი. პასუხს ვერ მოგცემს. მიხვდები, რომ სიკვდილი მომენტი არ შეიძლება იყოს. თუ გითხრა პროცესიაო, მაშინ კითხე სად იწყება და როდის მთავრდება ეს პროცესი? პასუხს მაინც ვერ მოგცემს. შენ შეიძლება მიიღო გარკვეული პასუხი თუ კითხვების დასმა დაამთავრე, მაგრამ თუ გააგრძელებ კითხვებს, პასუხს ვერ მიიღებ. იმიტომ რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სინამდვილეში ზღვარი არ არის. გარდა იმ ფაქტისა, რომ სიკვდილის გვეშინია, მარა არ ვიცით რატომ.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|