
აი ამისთანა "მორწმუნეები" რომ ყელყელაობენ დაუსჯელად კარგადაა ჩვენი საქმე. რა დამარცხებული,რის დამარცხებული?! ამისთანა "მორწმუნეები" ღმერთის სახელით დედას აგინებენ სხვა რელიგიის ადამიანებს, არამარტო მათ, ოდნავ განსხვავებული აზრი თუ შეგნიშნეს, გათავებულია შენი საქმე, ან სატანისტი ხარ, ან იეღოველი ან ეშმაკი, ჯვარს გირტყამენ თავში და ცემით დაგაოსებენ, და ეს ყველაფერი "შენივე სიკეთისთვის". ესენი არიან ქრისტიანები?? ამათმა უნდა მასწავლონ მე ჭკუა? ლაწირაკები, ტუტუცები და აგრესიულები სწორედ ჯვაროსნისთანა ხალხია, ჭკუას ისწავლება და ეუბნება თვალში დირე გამოიღეო, თვითონ კი თავს უფლებას აძლევს და ლანძღვა-გინებით და ცემა-ტყეპით იკლებს ყველას, მათზე მაღლა მდგომი ჰგონია თავი და სხვა ერების განსჯის უფლებაც აქვს, მაგის ჭკუით იაპონია ვითომდა ქალწულობის ინსტიტუტის არარსებობამ დაღუპა. რასაც ჰქვია ხმა ვერ ამოგიღია ამათი შიშით, რა უბედურებაა!!!

რელიგიური ფანატიზმი ყველა უბედურების სათავეა ამქვეყნად, მილიტარიზმს, რასიზმს, ქსენოფობიას, ნაციონალიზმსა და სახელმწიფოს ბრმა კერპთაყვანისმცემლობასთან ერთად!!!!!!! ადამიანის სიშტერისა და სიჩლუნგის ეს მშვენიერი დადასტურებები ყოველთვის იარსებებს, შანსი არაა სადმე 100%-ით გაქრეს. არ ვარ ათეისტი, მწამს ღმერთი, მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ გამოვირჩევი ბრმა მორჩილებით არავითარი ავტორიტეტისადმი, ბრმად არ ვიღებ სხვის ნათქვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი და მორწმუნე არ შეიძლება ვიყო!!!!!!!!! უსულო საგანი ხომ არ ვარ, ყველაფერი ჩავყლაპო რასაც თავში ჩამიჭედავენ, მოაზროვნე ადამიანი ვარ ბოლოს და ბოლოს!!!!!

გაიხარეთ, თქვენნაირი ადამიანები ნეტავ ბევრნი იყვნენ ამ ჩვენს დაჩაჩანაკებულ ქვეყანაში...