მარტივი გამოსავალი- არ დატანჯო ბავშვი!
როცა ხედავ რომ ბავშვი ზიარებაზე ვერ ჩერდება, ტირის, ეშინია მღვდლის დანახვაზე... სჯობს იმ ასაკიდან დაიწყოს ზიარება, როცა თვითონ მოუნდება და არც მღვდლის შიში ექნება...
არ არის აუცილებელი ბავშვების ზიარება ისეთ ასაკში, როცა გაუაზრებლად ეზიარებიან. და შეიძლება ეკლესიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც ჩამოუყალიბდეთ, რადგან ბევრი ხალხის, და მღვდლის ეშინიათ. მინახავს ბავშვები რომ ტირიან ზიარების დროს და პირს უკან აბრუნებენ როცა აზიარებენ, რა საჭიროა ბავშვმა ტირილის და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ზიარება? ან რა დააშავა 2-3 წლის ბავშვმა ისეთი რომ ზიარებით ცოდვებისგან განწმენდა სჭირდებოდეს?