მნათეუსი
პირველ რიგში პროტესტანტი არა, არარელიგიური, და შეიძლება ითქვას არამორწმუნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გარწმუნებ...
იესო მოუწოდებდა ხალხს რომ ქვეყანაში შემოსულ მტერს არ შებრძოლებოდნენ...
იესომ თქვა რომ იერუსალიმს მტერი შემოარტყავდა ალყას მის ასაოხრებლად.
იესომ კი თავის მიმდევრები დაარიგა და უთხრა შემდეგი სიტყვები:
"როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
"მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში. "
ეს ციტატა მართლმადიდებლური საიტიდანაა...
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/luka-21.htmასევე გაიხსენე თუნდაც სხვა მოვლენა, როცა იესოს გასცემს იუდა.
როცა იუდა ჯარისკაცებთან ერთად მიდის იესოსკენ რათა ჯარისკაცებმა შეიპყრონ იესო, ის კოცნის იესოს და ამით მიანიშნებს ჯარისკაცებს თუ რომელია შეკრებილი ქრისტეს მიმდევრებთა შორის თვითონ იესო ქრისტე.
ამ დროს იესოს მიმდევარი პეტრე, იღებს მახვილს რათა დამპატიმრებლებისაგან
დაიცვას იესო. პეტრე როცა ხმალს ამოიღებს და დასცხებს ერთერთს იუდასთან მდგომს და ყურს ჩამოათლის, იესო გაუწყრება პეტრეს და ეტყვის:
"ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება."
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-26.htmდა ბოლოს იუდეველების რეაქცია იესოს მოძღვრებებზე და შესაძლო შედეგებზე:
48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-11.htmანუ თუ ებრაელები იესოს დაუჯერებდნენ რომაელებს ადვილად დაუთმობნენ ისრაელს და გაიქცეოდნენ... ეს არ აწყობდათ მღვდელმტავრებს... და არამარტო მათ...
ანუ იესომ მოიტანა გაგება რომ ყველანაირი მოკვლა ცოდვაა, თუნდაც ომში... პირადი თავდაცვის შემთხვევაში მაინც უნდა აერიდოს ადამიანი მკვლელობას რამდენადაც არის ამის შესაძლებლობა