irakli6502
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 82464
რეგისტრ.: 14-January 09
|
#12296896 · 19 Jan 2009, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | საერთოდ ზოგჯერ ვფიქრობ, რა საჭიროა ეს რიტუალები, წირვები და ა.შ. ან რაში ჭირდება ღმერთს ისეთი ლოცვა, როცა გონება გეფანტება და სხვა რამეზე ფიქრობ და გულით არ აკეთებ. ხანდახან მაქვს ხოლმე სურვილი და ისე გულით მილოცია ან უბრალოდ მისაუბრია, როგორც არასდროს... |
მოგესალმები,წირვა რიტუალი არ არის,შენ გეტყობა მართლა გაინტერესებს და გსურს ნამდვილი ეკლესიური ცხოვრება,მიმართე შენს მოძღვარს,დაუსვი ეს შეკითხვები და თუ ვერ დაგაკმაყოფილა პასუხებმა ამ ფორუმში ნამდვილად ვერ მიიღებ მათზე სწორ პასუხს,შენ მოძღვარზე მეტი არაფერი ვიცი ნამდვილად,მაგრამ თუ საუბარი მოგინდა ვისაუბროთ,რაც მე ვიცი გიპასუხებ სადაც ვმსახურობ ერთხელ უკვე დავწერე და თუ ისურვებ კიდე გავიმეორებ,სიყვარულით მამა იოთამი * * *
| QUOTE | | რამოდენიმე მამაოსთვის მაქ ეს კითხვა დასმული ვერავინ ვერ მიპასუხა ნორმალურად ყველა სხვადასხვანაირ რაღაცეებს მპასუხობდნენ ან არიდებდნენ პასუხს ტავს |
მოვიყვან წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებს ამ თემაზე,თუ ვერ გაიგე დამატებით აგიხსნი რაც ვიცი,ყველაფერს ჯობია დიალოგის სახით საუბრისას,მოკლედ აჰა: წმინდა სამების შესახებ
ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის - სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის - ყოველივე სიკეთისაჯღღღიის მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი დმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: „ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ“ (მათე 25,19).
გვწამს ერთი მამა, ყოველივეს დასაბამი და მიზეზი, არათუ ვინმესგან შობილი, არამედ ის მხოლო უმიზეზოდ და უშობლად მყოფი, შემოქმედი ყოველივესი, მამა მარტოდენ მისი ერთი ბუნებითი ძისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გამომავლინებელი ყოვლადწმინდა სულისა.
გვწამს ერთი ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამისგან შობილი უწინარეს ყველა საუკუნისა, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, შობილი, არა შექმნილი, თანაარსი მამისა, რომლისგანაც შეიქმნა ყოველივე, მას ვამბობთ ყველა საუკუნის უწინარესად, რითაც ცხადვყოფთ, რომ უჟამოა და დაუსაბამო მისი შობა. არათუ არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა ძე ღვთისა, რომელიც არის გამოცისკრება დიდებისა და ხატი მამისეული გვამოვნებისა, ცოცხალი სიბრძნე და ძალა, სიტყვა გვამოვნებითი, არსობრივი და სრული, ცოცხალი ხატი უხილავი ღვთისა, - არამედ მარადჟამს იყო იგი მამასთან და მამაში, მარადიულად და დაუსაბამოდ მისგან ნაშობი. არ ყოფილა ოდესმე მამა, როდესაც არ იყო ძე, არამედ როგორც კი - მამა, მყისვე - ძე, მისგან ნაშობი, რამეთუ ძის გარეშე მამად წოდებულიც არ იქნებოდა იგი, რადგან თუ იქნებოდა ძის არმქონე, ესე იგი მამა არ იქნებოდა და თუ შემდეგში შეიძენდა ძეს, შემდეგში გახდებოდა მამა, არ იქნებოდა რა მამა აქამდე, ანუ შეიცვლებოდა იგი, რადგან არ იქნებოდა რა მამა, მამა გახდებოდა, მაგრამ ეს ყოველგვარ ბოროტმეტყველებაზე უფრო უარესია- შეუძლებელია, რომ ღმერთად ითქვას ის, რაც მოკლებულია ბუნებით მშობელობას, ხოლო მშობელობა - ესაა თავისი თავისგან ანუ საკუთარი არსებისგან ბუნებითად მსგავსის შობა.
ძის შობასთან დაკავშირებით უღვთოებაა თქმა იმისა, რომ ჟამი მესაშუალეობდა და რომ მამის შემდეგ იყო ძის მყოფობა, რადგან მისგან, ესე იგი, მამის ბუნებისგან ვამბობთ ძის შობას და თუ არ ჩავთვლით, რომ დასაბამიდანვე მამასთან თანამყოფობდა მისგან ნაშობი ძე, მამის გვამოვნების ცვალებადობას დავუშვებთ ამით, - რომ მამად არმყოფი შემდეგ გახდა მამა. მართალია, შესაქმე კი მოხდა შემდეგ, მაგრამ - არა ღვთის არსებისგან, არამედ - ღვთის განზრახვითა და ძალით, რაჟამს არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა იგი. ამიტომ, არ უკავშირდება ცვალებადობა საღვთო ბუნებას.
შობა არის მშობლის არსებისგან გამოსვლა შობილისა, - არსობრივად მისი მსგავსისა, შექმნა და დაბადება კი ესაა გარედან, ესე იგი, არა შემოქმედისა და დამბადებლის არსებისგან, გაჩენა შექმნილისა და დაბადებულისა, - სრულიად არამსგავსისა.
ამრიგად, რადგან ღმერთია მხოლო უვნებო, გარდაუქმნელი, უცვლელი და მარადჟამს იგივე, შობაც და ქმნაც უვნებოა მისთვის. ამიტომ, მას, ბუნებით უვნებოსა და წარუდინებელს, როგორც მარტივსა და შეუდგენელს, არ ეთვისება ვნებულებისა და წარდინების განცდა არც შობისას, არც ქმნისას, არცთუ ვინმეს თანაშეწევნას საჭიროებს იგი, არამედ შობა დაუსაბამოა და მარადიული, რადგან ბუნების საქმეა ეს და - საკუთარი არსებისგან გამომყვანი, რათა ცვლილება არ განიცადოს მშობელმა და არ იყოს ღმერთი პირველი და ღმერთი შემდგომი და რომ შემატება არ მიიღოს მან მეორე მხრივ, ღმერთთან დაკავშირებით, შესაქმე - ესაა ნებელობის საქმე და იგი არ არის თანამარადიული ღვთისა. მართლაც, არაბუნებრივია, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოყვანილი თანამარადიული იყოს დაუსაბამოსი და მარადჟამს არსებულისა.
ამიტომ, ისევე როგორც სხვადასხვაგვარად ქმნის ადამიანი და ღმერთი (რადგან ადამიანს არარსებობიდან არაფერი არ შემოჰყავს არსებობაში, არამედ რასაც აკეთებს, წინასწარარსებული ნივთისგან აკეთებს და არა მხოლოდ ინებებს იგი, არამედ წინასწარ მოიაზრებს კიდეც და გონებაშიც წარმოისახავს გასაკეთებელს, შემდეგ კი ხელითაც მუშაობს, შრომასაც და ჯაფასაც თავს იდებს, და მაინც ხშირად ვერც აღწევს მიზანს, არ გამოდის რა ისე საქმე, როგორც მას სურს, ხოლო ღმერთმა მარტოდენ ინება და არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა ყოველივე), ასევე, სხვადასხვაგვარად შობს ღმერთი და ადამიანი. ერთი მხრივ, ღმერთი, არის რა იგი უჟამო, დაუსაბამო, უვნებო, წარუდინებელი, უსხეულო, მხოლო და დაუსრულებელი, შობს უჟამოდ, დაუსაბამოდ, უვნებოდ, წარუდინებლად და შეუწყვილებლად. ამიტომ არც დასაბამი აქვს მის მიუწვდომელ შობას, არც დასასრული, და შობს იგი დაუსაბამოდ, რადგან გარდაუქმნელია, წარუდინებლად - რადგან უვნებოა და უსხეულო, შეუწყვილებლად - კვლავაც უსხეულობის გამო (და იმიტომაც, რომ ერთი მხოლო ღმერთი არსებობს, რომელსაც არ სჭირდება მეორე), დაუსრულებლად და დაუბოლოებლად - რადგან დაუსაბამოა, უჟამოა, დაუსრულებელია და მარადჟამს იგივე, მართლაც, დაუსაბამო დაუსრულებელია, ხოლო მადლით დაუსრულებელი არანაირად. არ არის დაუსაბამო, როგორც, მაგალითად, ანგელოზები.
ამრიგად, მარადმყოფი ღმერთი შობს თავის სიტყვას, სრულს; შობს დაუსაბამოდ და დაუსრულებლად, რათა დროში არ შობდეს ღმერთი, რომელსაც ჟამზე აღმატებული ბუნება და მყოფობა აქვს. ადამიანი, მეორე მხრივ, ცხადია, ამის საწინააღმდეგოდ შობს, ექვემდებარება რა იგი ქმნადობას, ხრწნას, წარდინებას და გამრავლებას, როგორც სხეულით შემოსილი და მამრობისა და მდედრობის ბუნებით მქონე, რადგან საჭიროებს მამრი მდედრის შეწევნას. არამედ მოწყალემც იყოს ის, ვინც ყოვლის მიღმიერია და ყოველგვარ აზროვნებასა და წვდომაზე ზემდებარე.
ამრიგად, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ასწავლის ერთობლივად მამას და მხოლოდშობილ ძეს, მისგან ნაშობს უჟამოდ, წარუდინებლად, უვნებოდ და მიუწვდომლად, როგორც ეს უწყის მხოლოდ მან, ყოველთა ღმერთმა.
ისევე, როგორც ერთობლივია ცეცხლი და მისეული სინათლე, და არა ისე, რომ ჯერ - ცეცხლი, შემდეგ კი - სინათლე, არამედ - ერთობლივად, ამასთან, როგორც ცეცხლისგან მარადშობილი სინათლე მარადის არის მასში და არანაირად არ განეყოფა მას, ამგვარადვე იშვება მამისგან ძეც, არანაირად განყოფილი მისგან, არამედ მარადის მასში მყოფი. მაგრამ ცეცხლისგან განუყოფლად შობილ და მარადის მასში მკვიდრ სინათლეს არ აქვს საკუთარი, არაცეცხლისეული გვამოვნება, რადგან იგი ცეცხლის ბუნებითი თვისობრიობაა, მაშინ როცა ღვთის მხოლოდშობილ ძეს, მამისგან შობილს განუყოფლად და განუცალკევებლად და მარადის მასში მკვიდრს, აქვს საკუთარი, არამამისეული გვამოვნება. ამიტომ იგი სიტყვად და გამოცისკრებად ითქმის, რადგან შეწყვილების გარეშე, უვნებოდ, უჟამოდ, წარუდინებლად და განუყოფლად არის ნაშობი მამისგან. ითქმის, აგრეთვე, ძედ და მამისეული გვამოვნების ხატად, რადგან სრულია, გვამოვნებითია და ყოვლითურთ მსგავსია მამისა, უშობელობის გარდა. ითქმის მხოლოდშობილად, რადგან ის, მხოლო, მხოლო მამისგან მხოლოობითად იშვა, რამეთუ არ ჰგავს სხვა შობა ღვთის ძის შობას, არ არსებობს რა ღვთის სხვა ძე. თუმცა სულიწმინდაც მამისგან გამოდის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად. სხვა არის ამ მყოფობის გვარი, აღუქმელი და უცოდნელი, ისევე როგორც - ძის შობა. ამიტომაც, ყოველივე, რაც მამას აქვს, მისია, გარდა უშობელობისა, რაც არ ნიშნავს არსების განსხვავებას, არც ღირსებისას, არამედ მყოფობის გვარს, ისევე როგორც ადამი, რომელიც უშობელია, რადგან შენაქმნია ღვთისა, და სეითი, რომელიც ნაშობია, რადგან ადამის ძეა, და ევა, რომელიც ადამის გვერდიდან არის გამოსული, რადგან არ შობილა იგი, არათუ ბუნებით სხვაობენ ურთიერთისგან, რამეთუ ადამიანები არიან, არამედ - მყოფობის გვარით.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ სიტყვა „აგენეტონ-, შუაში ერთი „ნ“-თი დაწერილი, ნიშნავს შეუქმნელს ანუ არდაბადებულს, ხოლო „აგენნეტონ-, ორი „ნ“-თი, ცხადყოფს არაშობილს. პირველი მნიშვნელობის მიხედვით არსება სხვაობს არსებისგან, რადგან სხვა არის არსება შეუქმნელი, დაუბადებელი ანუ „აგენეტოს“ (შუაში ერთი „ნ“-თი) და სხვაა დაბადებული ანუ „გენეტოს“, ესე იგი, შექმნილი. მეორე მნიშვნელობის მიხედვით არსება არსებისგან არ სხვაობს. მართლაც, ცხოველთა ყოველი სახეობის პირველი წარმომადგენელი უშობელია და არა დაუბადებელი, რადგან შემოქმედის მიერ შეიქმნა, შემოვიდა რა შესაქმეში მისი სიტყვით. ამიტომ არ არის ის შობილი, რადგან არ არსებობდა მასზე წინ მისივე თანასახეობისა სხვა, რომლისგანაც იშვებოდა იგი.
ამიტომ, პირველი მნიშვნელობის მიხედვით, მოზიარეობს წმინდა ღმრთეების სამი ზეღმერთი გვამოვნება, რადგან თანაარსნი და შეუქმნელნი არიან ისინი, მაგრამ მეორე მნიშვნელობის მიხედვით - არანაირად, რადგან მხოლოდ მამაა უშობელი, რომლის არსებობაც სხვა გვამოვნებისგან არ არის. ასევე, მხოლოდ ძეა შობილი, რადგან მამის არსებისგან არის იგი ნაშობი დაუსაბამოდ და უჟამოდ. კიდევ, მხოლოდ სულიწმინდაა გამოსული მამის არსებისგან, არა შობილი, არამედ გამომავალი.
ასე გვასწავლის წერილი, თუმცა შობისა და გამომავლობის გვარი მიუწვდომელი რჩება.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არათუ ჩვენგან არის გადატანილი ნეტარ ღმრთეებაზე მამობის, ძეობისა და გამომავლობის სახელები, არამედ, პირიქით, იქედან არის ჩვენდამი წილბოძებული, როგორც ამბობს საღვთო მოციქული. „ამის გამო მოვიდრეკ ჩემს მუხლებს მამის მიმართ, რომლისგანაც არის ყოველი მამეულობა ცაში და მიწაზე“ (ეფეს. 5,14).
თუ ვამბობთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია, იმას წარმოვაჩენთ, რომ პირველობს იგი ძეს არა ჟამით, არა ბუნებით (რადგან მის მიერ შექმნა მან საუკუნეები), არცთუ სხვა რამით, არამედ - მიზეზობრივად. ეს ნიშნავს, რომ ძე მამისგან იშვა და არა მამა ძისგან, და რომ მამა ბუნებითად არის მიზეზი ძისა, ისევე როგორც ვამბობთ არა სინათლისგან ცეცხლის გამოსვლას, არამედ უმალ ცეცხლისგან - სინათლისას. ამიტომ, როდესაც გავიგონებთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია მასზე, მიზეზობრივად უნდა გავიაზროთ ეს და როგორც არ ვამბობთ, რომ სხვა არსებისაა ცეცხლი, სხვისა კი - სინათლე, ამგვარადვე, შეუძლებელია ითქვას, რომ სხვა არსებისაა მამა, სხვისა კი - ძე, არამედ - ერთი და იმავესიასევე, როგორც ვამბობთ, რომ ცეცხლი ნათობს მისგან გამომავალი სინათლის მიერ და არ ვთვლით, რომ ცეცხლისეული სინათლე მისი მომსახურე იარაღია, არამედ - უმალ ბუნებითი ძალა, ამგვარადვე ვამბობთ, რომ ყოველივეს, რასაც მამა აკეთებს, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ აკეთებს, თუმცა არა როგორც მსახურებითი იარაღის მიერ, არამედ როგორც ბუნებითი და გვამოვნებითი ძალის მიერ. ასევე, ვამბობთ, რომ ცეცხლი ანათებს და კიდევ, ვამბობთ, რომ ცეცხლის სინათლე ანათებს. შესაბამისად, „ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ (იოან. 5,19). მაგრამ სინათლე არ ფლობს საკუთარ, არაცეცხლისეულ გვამოვნებას, ხოლო ძე სრული გვამოვნებაა, მამისეული გვამოვნებისგან განუყოფელი, როგორც ეს ზემოთ ცხადვყავით. შეუძლებელიც არის შესაქმეში იმგვარი ხატის პოვნა, რაც თავის თავში უცვლელად წარმოაჩენდა წმინდა სამების გვარს. მართლაც, როგორ შეიძლება, რომ შექმნილმა, შედგენილმა, წარდინებადმა, ცვალებადმა, გარეშეწერილმა, აღნაგობის მქონემ და ხრწნადმა ნათლად ცხადყოს ის, რაც ყოველივე ამისგან თავისუფალია, - ზეარსი საღვთო არსება? აშკარაა, რომ ყოველი ქმნილება ზემოთქმულთაგან უმრავლესს ექვემდებარება და ყოველი მათგანი თავისი ბუნებით ხრწნადობას არის დამორჩილებული.
მსგავსადვე გვწამს ერთი სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, მამისაგან გამომავალი და ძეში დავანებული, მამასთან და ძესთან ერთად თაყვანცემული და თანადიდებული, როგორც თანაარსი და თანამარადიული, ღვთისაგანი სული, წრფელი, მეწინამძღვრეობითი, წყარო სიბრძნისა, სიცოცხლისა და განწმენდისა, მამასთან და ძესთან ერთად ღმერთად არსებული და სახელდებული, შეუქმნელი, აღსავსე, ყოვლისმპყრობელობითი შემოქმედი, ყოვლისმოქმედი, ყოვლადძლიერი, უსასრულოდ ძლიერი, მთელი ქმნილების მფლობელი - არათუ ფლობილი, განმაღმრთობელი - არათუ გაღმრთობილი, აღმავსებელი - არათუ აღვსებული, წილხვედრებული1 - არათუ წილმქონე, განმწმენდი - არათუ განწმენდილი, ნუგეშისმცემელი, როგორც ყველა ვედრების შემწყნარებელი, ყოვლითურთ მსგავსი მამისა და ძისა, მამისგან გამომავალი და ძის მიერ წილბოძებული, მთელი შესაქმის მიერ წილმიღებული, თავისი თავის მიერ ყოველივეს შემქმნელი, არსმყოფელი, განმწმენდი და შემამტკიცებელი, გვამოვნებითი, საკუთარ გვამოვნებაში მყოფი, განუყოფელი და განუყრელი მამისა და ძისგან, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას და ძეს, გარდა უშობელობისა და შობილობისა.
მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.
ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.
ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე, - გარდა ეშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. მხოლოდ ამ გვამოვნებითი თვისებებით განსხვავდება ურთიერთისგან სამი წმინდა გვამოვნება, რომლებიც განუყოფლად განიყოფებიან საკუთარ გვამოვნებათა ხატოვნებითობით და არა არსებით.
ვამბობთ, რომ თითოეულს ამ სამთაგან სრული გვამოვნება აქვს, რადგან ვცნობთ არა სამი არასრულისგან შედგენილ ერთ სრულ ბუნებას, არამედ - ერთ მარტივ, ზესრულ და პირველსრულ არსებას სამ სრულ გვამოვნებაში. ყოველივე, რაც არასრულთაგან არის შემდგარი, უთუოდ შედგენილია, მაგრამ სრულ გვამოვნებათაგან შეუძლებელია შედგენილობის შექმნა. ამიტომ, არ ვამბობთ, რომ სახე გვამოვნებათაგან არის, არამედ - გვამოვნებებში, ხოლო „არასრულებად“ იმათ ვამბობთ, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ მათგან განსრულებული საქმის სახეს. მაგალითად, ქვა, ძელი და რკინა თითოეულად სრული არის თავის თავში, საკუთარი ბუნების მიხედვით, მაგრამ მათგან განსრულებული შენობის მიმართ თითოეული მათგანი არასრულია, რადგან არცერთი მათგანი არ არის თავისთავად შენობა.
ამრიგად, სრულს ვამბობთ გვამოვნებებს, რომ საღვთო ბუნების შესახებ შედგენილობა არ დავუშვათ, რადგან შედგენილობა განყოფის დასაბამია და კიდევ, ვამბობთ სამ გვამოვნებას ურთიერთში, რომ არ შემოვიტანოთ ღმერთების სიმრავლე და წყება. სამი გვამოვნების მიერ შეუდგენლობას და შეურევლობას ვცნობთ, ხოლო გვამოვნებათა ერთარსების, ურთიერთში მათი არსებობის, აგრეთვე, მათი ნების, მოქმედების, ძალის, ხელმწიფობის და, ასე ვთქვათ, მოძრაობის იგივეობის მიერ - მათ განუყოფლობასა და ერთი ღმერთის არსებობას. ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, - ღმერთი, მისი სიტყვა და სული.
| QUOTE | | რამოდენიმე მამაოსთვის |
არა მამაოსთვის,არამედ მოძღვრისთვის ან მამა გიორგისთვის(სახელი) ან მღვდელმსახურისთვის,გაიხსენე ელემენტარული გრამატიკა,სიყვარულით მამა იოთამი.
This post has been edited by irakli6502 on 19 Jan 2009, 00:32
|