ამ განყოფილებაში პოსტვა, მობეზრებული მაქვს მაგრამ როდესაც უვიცობას პიკს აღწევს არ შეიძლება არაფერი დაპოსტო. დარწმუნებული ვარ საზვერეების მოწინააღმდეეგები გარტყმაშიც არ არიან რეალურად რას წარმოადგენს საზვერე

მიუხედავად იმისა, რომ საზვერეები ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად არ ითვლება მე მაინც ვემხრობი ხსენებულ მოსაზრებას, რადგან ის ასახულია როგორც ბიბლიაში ისევე ეკლესიის მამათა ნაწერებში.
ახლიდან წერა მეზარება ვაკოპირებ ჩემს ძველ პოსტს:
წმ. იოანე დამასკელი"მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ჟამსა აღსასრულისასა ხელთაგან ეშმაკთასა, და განბჭობისა და ცილობისაგან, და საზარელ გამოცდისაგან, და მწარეთა საზვერეთაგან, და მძვინვარისა მის მთავრისაგან, ღმრთისმშობელო, და საუკუნოისა სასჯელისაგან"
წმ. კირილე ალექსანდრიელი "როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას: რადგან ყოველი საზვერე მის ცოდვას წარმოაჩენს... რადგან სულის ყოველი ვნება და ყოველი ცოდვა მეზვერეთა და მტანჯველთა მისთა აღრაცხული აქვთ"
წმ. იოანე ოქროპირი"საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში არ უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერეთა შორის!"
წმ. ისაია განდეგილი"ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5,22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში"
წმდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქიროდესაც სული სხეულიდან გამოვა, ამბობდა იგი (წმ. სვიმეონ მესვეტე), და დაიწყებს ზეცისკენ აღსვლას, მას ეშმაკთა გუნდები შეხვდებიან და მრავალ დაბრკოლებას შეუქმნიან, განსჯას დაუწყებენ... როდესაც სული მიწიდან ზეცისკენ მიემართება, თვით წმიდა ანგელოზებსაც არ ძალუძთ მისი დახმარება; მას ეხმარება მხოლოდ მისი სინანული და კეთილი საქმეები, ყველაზე მეტად კი მოწყალება (ეს სინანული და სიკეთე იგულისხმება სიცოცხლეში აღსრულებული _ მთარგმნ.)
ღირსი თეოგნოსტიგამოუთქმელია იმ სულის ნეტარება, რომელიც შორდება თავის სხეულს მას შემდეგ, რაც წინასწარ ეუწყა თავისი ცხონების შესახებ. ის განიძარცვავს სხეულს, როგორც სამოსს, იმის მტკიცე რწმენით, რომ მიიღებს იმას, რაც უკვე მიიღო წინდობით. მწუხარების გარეშე ტოვებს სხეულს, მშვიდად გამოდის მისგან და მიდის ზეციდან მასთან წარმოგზავნილ ანგელოზთან, ნათელთან და მშვიდთან. ამ ანგელოზის თანხლებით ის წინააღმდეგობის გარეშე გაივლის საჰაერო სივრცეს, ისე რომ მზაკვარი სულები ოდნავაც ვერ შეაშფოთებენ; სიხარულითა და შემართებით ამაღლდება, ღმერთს მადლობით უღაღადებს, და ბოლოს თავის შემოქმედს თაყვანის საცემად მიეახლება. იქ გამოითქმის მის შესახებ განჩინება, რომელიც ბრძანებას მიიყვანონ იგი იმათთან, ვინც მისი თანასწორია სათნოებით, რათა მათთან ერთად იმყოფებოდეს საყოველთაო აღდგომამდე.
***
ყოველთვის ემზადე აღსასრულისთვის, განაგდებდე ყოველგვარ შიშს; მუდმივად ემზადე, რომ შეძლო საჰაერო სივრცის გავლა, რომ გაექცე ბოროტ სულებს, შეხვიდე თამამად და უშიშრად ზეციურ სფეროებში, შეერთო ანგელოზთა დასებს, შეემატო ყველა რჩეულისა და მართლისგან შემდგარ გუნდს, იხილო ღმერთი, რამდენადაც მისაწვდომია ეს ხილვა.
ღირსი აბბა დოროთედროსა სულის უგრძნობელობისასა, ძმაო, სასარგებლოა ხშირად კითხვა საღმრთოთა წერილთა და ლმობიერ-მყოფელთა სწავლათა ღმერთშემოსილთა მამათა; ხსენება საშინელისა დღისა მის განკითხვისა ღვთისა, სხეულისაგან სულის გამოსვლაზე და შემთხვევად მისდა საშინელთა ძალთა ბოროტთა, თანა-მონაწილეთა, რომელთა თანა იგი იქმოდა ბოროტთა ამა საწუთოსა და სალმობიერს ცხოვრებასა შინა.
წმიდა იოანე სინელი (კიბის-აღმწერელი)61. იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გლოვის ძალა და გულის შემუსვრილებიდან გამომდინარე სარგებლობა ვიხილოთ, ეს გულისშემძვრელი და სულისთვის სასარგებლო ამბავი ვისმინოთ. აქ იმყოფებოდა ვინმე სტეფანე, რომელსაც მეუდაბნოე და დაყუდებული ცხოვრება უყვარდა, მრავალი წელი მონაზვნური ღვაწლით განვლო და სხვადასხვაგვარი სათნოებით გაბრწყინდა. განსაკუთრებით ცრემლითა და მარხვით იყო შემკული. თავდაპირველად მას სენაკი სინას მთაზე ჰქონდა, სადაც ოდესღაც წმიდა თვითმხილელი და წინასწარმეტყველი ილია ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ამ ღირსადსაქებარმა მამამ გადაწყვიტა, რომ უმკაცრესი და უდიდესი სინანული ეტვირთა და მონოზონთა სამყოფელს განერიდა იმ ადგილას, რომელსაც სიდი ეწოდებოდა. აქ მან შვიდი წელი უსასტიკესი და უმძიმესი ცხოვრებით იცხოვრა, რადგან ეს ადგილი ყოველგვარ ნუგეშისცემას იყო მოკლებული და ადამიანთა სავალისაგან სრულიად განშორებული, რადგან დასახლებიდან 70 საჟენი აშორებდა. აღსასრულის წინ ბერი თავის სენაკს დაუბრუნდა წმიდა მთაზე, სადაც ორი მოწაფე ჰყავდა დატოვებული, ორივე მეტად ღვთისმოსავი პალესტინელი იყო და მის არყოფნაში სენაკს იცავდნენ. აქ რამდენიმე დღის შემდეგ ბერი დასნეულდა და მიიცვალა. გარდაცვალების წინა დღეს იგი ჭკუიდან შეცდა. ღია თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს ვიღაცეებს ესიტყვებოდა. ხან ასე ამბობდა: - დიახ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამისთვის მე ამდენი წელი ვიმარხულე, - ხან: - არა, მე ეს არ მიქნია, თქვენ ცრუობთ, - შემდეგ ისევ ამბობდა: - ასეა, ნამდვილად ასე, მაგრამ მე ვტიროდი და ვემსახურებოდი ძმებს. ზოგჯერ კი ამოიძახებდა: - არა, თქვენ ცილს მწამებთ! - სხვებს კი პასუხობდა: - ასეა, ნამდვილად ასეა და არ ვიცი, რა მოგიგოთ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა~. ჭეშმარიტად საშინელი და შემაძრწუნებელი იყო ეს უხილავი და უმოწყალო ტანჯვა; და რაც ყველაზე საშინელია, მას იმასაც აბრალებდნენ, რაც არ ჩაუდენია, ვაი რომ, დაყუდებული და განდეგილი ბერი ზოგიერთ თავის ცოდვაზე მიუგებდა ხოლმე: - არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხოთ. თუმცა მან თითქმის ორმოცი წელი მონოზვნობაში გაატარა და ცრემლი მიემადლა ღვთისაგან. ვაი, მე ვაი მე! სად იყო მაშინ ეზეკიელის სიტყვები, რომ მტანჯველთათვის ეთქვა: რომელსაცა ზედა გპოო, განგიკითხო შენ, თქუა უფალმან (იეზეკ. 33,13,16). ასეთი რამის თქმა მას არ შეეძლო. და რატომ? დიდება ღმერთს მხოლოსა! ზოგიერთმა, როგორც ღვთის წინაშე იტყოდა, ისე დანამდვილებით მითხრა, რომ იგი (სტეფანე) უდაბნოში საკუთარი ხელით კვებავდა ავაზას. ამგვარი ტანჯვით დატოვა მისმა სულმა სხეული და არავინ იცის, თუ როგორი გადაწყვეტილებით დამთავრდა ეს სამსჯავრო და როგორი განაჩენი მოჰყვა მას.
წმიდა თეოდორე სტუდიელიეჰა, ეჰა, ძმანო საყუარელნო, ვითარ საშინელ არს საიდუმლოჲ სიკუდილისაჲ და ვითარ თანაგვაძს მარადის განცდაჲ და გულისხმის-ყოფაჲ და შიში და გოდებაჲ, ვითარმედ კნინღა და ჩუენცა უეჭუელად აღვესრულნეთ. მივხედნეთ და განვიცადოთ გონებითა, თუ ვითარ იქმნას განყოფაჲ სულისაჲ უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩუენთაგან, გინა თუ ანგელოსთა ღმრთისათა მოსვლაჲ; და ნუმცა არს სათქუმელ, ვითარმედ _ ეშმაკთაცა, რამეთუ დამონებულთა და დანთქმულთა ვნებათა მიერ ესეცა ბოროტი წარეკიდოს, და მერმე ვიხილნეთ ხატნი იგი საშინელნი და გვესმას ხმაჲ იგი საზარელი, ვითარმედ: “გამოვედ, სულო, და მოვედ და მიეც სიტყუაჲ საქმეთა შენთათვის, რომელნი-იგი ცხოვრებასა ამას შინა ჰქმენ”. ვითარსა ტკივილსა, ანუ ვითარსა სალმობასა ჰგონებთ განყოფასა მას სულისასა? მაშინ დიდნი შემწენი არიან კეთილნი საქმენი და დაუსჯელი გონებაჲ და მომდრეკელ და დამატკბობელ წარმყუანებელთა მათ; მაშინ მორჩილებაჲ განცხადნეს და სიმდაბლე შეწყნარებულ იქმნას და ცრემლთა მოწყალე ჰყონ მსაჯული იგი. მრავალმოწყალებაჲ მძლე ექმნას ეშმაკთა, და ყოველსა საქმესა შინა მოთმინებაჲ ხელისაღმპყრობელ ექმნას, და ცუდნი, სირცხვილეულნი და უქმნი წარვიდენ წინააღმდგომნი, ხოლო განმზადებულნი იგი წარვიდენ სიხარულით ანგელოსთა თანა ქრისტეს მიმართ მაცხოვრისა. მაშინ შიში ბოროტი ეწიოს სულსა, უკეთუ ცოდვისა მიერ იპოვოს შეპყრობილ, რამეთუ ერეოდენ მას უკეთურნი ეშმაკნი და მათთანავე შთაიყვანონ საწყალობელი იგი სიღრმედ ჯოჯოხეთისად და წყუდიადად და ტარტაროსად სატანჯუელისა. და მიერითგან რაჲმეღა იყოს სარგებელი სულისა მის?
ნუ საწუთოსა ამას სიტკბოებასა მისდევთ და საუკუნოჲსა მისთვის უზრუნველ ხართ, რამეთუ მოვიდეს, შვილნო ჩემნო, მოვიდე ადა არა ჰყოვნოს, რომელსა იგი ეგულვების განყოფაჲ სულისაჲ ხორცთაგან _ საშინელი ანგელოსი! მოვიდეს ჟამი სნეულებისაჲ, მოიწიოს ჟამი ხურვებისაჲ და მოვიდეს ჟამი სულთა აღმოსლვისაჲ! შესაძრწუნებელ არს ესე ყოველი და საშინელ, და ესოდენ საშინელ არს, ვიდრეღა ვერ დაუთმობთ, და მოვკუდებით და მერმე, შემდგომად განყოფისა, რაჲმე იქმნას, რაჟამს ანგელოსნი მოვიდენ, ანუ რომელმან კერძომან ჰსძლოს წარყუანებად ჩუენდა _ ანგელოსთა-მე გუნდმან, ანუ ეშმაკთამან? უეჭუელად, რომელნიცა შევიყვარენით, მათცა მეყსეულად შემიტკბნენ ჩუენ. უკუეთუ სიწმიდე და მორჩილებაჲ და სიმდაბლე და სხუანი სათნოებანი შევიყუარენით, საცნაურ არს, ვითარმედ _ ანგელოსთა. ხოლო უკუეთუ ცუდად მზუაობრობაჲ და კადნიერებაჲ, და ცილობაჲ, და სიცილი, და განცხრომაჲ, და ამპარტავნებაჲ, უეჭველ არს, ვითარმედ _ ეშმაკთა, რამეთუ ვნებანი ეშმაკ არიან, ვითარცა სათნოებანი _ ანგელოს. ვინმე უკუე ჰსძლოს, ანუ ვინ წარიყვანოს სული ჩუენი? შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ. და ზოგად ყოველთავე შეიწყნარენით სათნოებანი, რაჲთა წმიდათა ანგელოსთა წარმიყუანნენ ჩუენ და მათ ჰსძლონ. ნუ ვჰყოფთ ნებასა ეშმაკთასა, რაჲთა იგინი მძლე გვექმნენ და წარგვიყვანნეს ჩუენ, და უბადრუკებაჲ და ვაებაჲ დაუსრულებელი მოიწიოს ჩუენ ზედა.
ქადაგებანი, “მარხვანი”
ბიბლიური მხარე:
ზოგადად სამყაროს რელიგიური სურათი კოსმოს წარმოგვიდგენს სამგანზომილებიანს: “ზევით” არის ზეციური სასუფეველი (ღმერთი და ანგელოზები), “ქვევით” არის ქვესკლნელი (ჯოჯოხეთი და ბოროტი სულები) ხოლო მესამე არის ჩვენი ხილული სამყარო. თითქმის ყველა რელიგიის კოსმოლოგია დაახლოებით ასეთია. მაგრამ ქრისტიანობა სრულიად განსხვავებულ კოსმოლოგიას გვთავაზობს: ბოროტ სულთა სამყარო მოქცეულია არა დედამიწის “ქვემოთ”, არამედ “ზემოთ”.
დანიელ წინასწარმეტყველის მეათე თავში ანგელოზი, რომელსაც დანიელი შეწევნას სთხოვდა შესძლო მიახლოვებოდა მას 3 კვირის შემდეგ. ანგელოზმა თავისი ეს დაგვიანება ახსნა დემონების მიერ მისი წინაღმდეგობით:
“და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა. (დან. 10, 13) ანუ ანგელოზს არ შეუძლია შეუფერხებლად გადაადგილდეს ადამიანთა სამყაროში. დაკავშირება კი მან მიქაელ მთავარანგელოზის მეშვეობით მოახერხა, ისიც დროებით
“უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა",(დან 10, 20). ეს დემონები, რომლებიც სავარაუდოდ სპარსების და ბერძნების მთავრებად იმიტომ არიან დასახელებული, რომ ისინი მათ კერპებს სცემდნენ თაყვანს, ბიბლიაში დასახელებული არიან არა როგორც ქვესკნელი მკვიდრები, არამედ ცის-ქვეშ-ეთის. “
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინაღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. (ეფეს. 6,12) ეს კი ჩვენს სამყაროს გარკვეულწილად აქცევს დემონთა ”ზღუდედ” ჩვენსა და ღმერთს შორის (ეს. 64,1; 4 მეფ. 16,17; რჯლ. 4, 19-20, ეს. 34,35), რომელიც უნდა გაირღვეს ჩვენი ისეო ქრისტეში რწმენის მეშვეობით (იოან. 12,31; ეფ. 2,2; კოლ 2,15). როგორც მაქსიმე აღმსარებელი იტყოდა ჯვარმა გააუქმა მტრული ძალები, რომლებიც წარმოადგენდენ შუალედს ზეცასა და დედამიწას შორის. (“Творения”. ტ 1, გვ. 139)
"აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს” (საქ. 7, 56)
რა თქმა უნდა ეს არ უნდა გავიგოთ ისე თოთქოს ღმერთი იყოს სადღაც შორს (ღმერთი ყველგანაა), ეს ადგილები წმინდა სულიერია, რაც ასახავს ჩვენი დაცემული ბუნების მდგომარეობას, სადაც ჩვენი სული სიკვდილის შემდეგ ებრძოლება თავის ცოდვებს. საზვერეები არის ზღუდე, რომლსაც ბოროტი სულები უქმნიან ადამიანს მისი სიკვდილის შემდეგ, სხვადასხვა საშვალებებით, რაც რა თქმა უნდა არ უნდა გავიგოთ რაღაც ნივთიერი სახით. მაგრამ ხელს უშლის არა საკუთარი ძალებით, არამედ იმ ცოდვითი მდგომარების საშუალებით, რომელიც ადამიანს გააჩნია, დემონს თავის მხრივ არანაირი ძალა გააჩნია ადამიანზე.
This post has been edited by death85 on 30 Jun 2009, 16:54