AGAMEMNON
Чернокнижник

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 990
წევრი No.: 13590
რეგისტრ.: 13-October 05
|
#38087342 · 20 Sep 2013, 17:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემამ გადაუხვია თავის კურსს.ამიტომ ჯობს განვაგრძოთ. ბოროტების 13 შელოცვა
ეს არის ცოდნა,რომელიც თაობიდან–თაობას გადაეცემოდა უდიდესი სიფრთხილითა და იდუმალებით.ხშირად ზეპირად პირიდან პირში როგორც იტყვიან.ეს არის 13 საფეხური ჯადოქრისა,რომელთა გავლის შემდეგაც ის სრულფასოვანი ჯადოქარი ხდება და უკან გზა აღარ არსებობს.შესაძლოა მას აღარც დასჭირდეს სხვა რიტუალები და მეთოდები ამ 13 –ის გარდა,რამეთუ აქ არის ცოდნა და ძალა,რომლითაც სასწაულების მოხდენა შეიძლება.
ეს არის შავმწიგნობრობის ერთ–ერთი განხრის პირველი საფეხურები.
პირველი შელოცვა ბოროტოებისა
თავიდან საჭიროა მთლიანი საეკლესიო ატრიბუტიკის შეკრება რაც სახლში გაქვს და ჩალაგება რაიმე ტომარაში,ზევიდან უნდა დაადო შენი ჯვარი,რომელსაც ყოველდღიურად ატარებ.კლებადი მთვარის პერიოდში მიგაქვს ეს ყველაფერი გზაჯვარედინზე(შენიშ.გრუნტოვანი და არა ასფალტის)და წვავ.დარჩენილ ნამწვავებს იქვე მარხავ.შემდეგ დამწყებმა ჯადოქარმა,სავსემთვარეობაზე უნდა წაიღოს ლითონის ფული,დანა და წმინდა სამების ხატი სასაფლაოზე.სასაფლაოზე შესვლისას დამწყები უნდა მიესალმოს სასაფლაოს დიასახლისს და მიართვას მას გამზადებული ფული,შემდეგ კი სასაფლაოს პირველივე გზაჯვარედინზე უნდა დადგეს.მარჯვენა ხელში ეჭიროს დანა,მარცხენაში კი ხატი,სახით დასავლეთისკენ და ერთხელ თქვას შელოცვა:
„მე ჯადოსანი.....ახალწარდგენილი დღეიდან ვდგები წყეულისა ძალისა სამსახურში,რომელსაც ვიხმობ ძახილითა ჩემითა და ამ ხმობითა ვაღებ ნაჭედსა კარებსა და ამ ძალას წყეულს ვიღებ,ვუშვებ ჩემში და ვივსები სასტიკი და ბოროტი ძალით,რითიცა ავდგები და ღვთისა ხალხს გავაფუჭებ,ვნებითა სასტიკითა თავგზას ავურევ,გზიდანა მართლიდანა გადავაცდენ,უწმინდურითა ძალითა გონებას დავუბნელებ,თუკი ამ გზიდან მე გადავუხვევ,ტანჯვითა სასტიკითა სიცოცხლეს დავასრულებ
ნიმა!“
ამის შემდგეგ ხატს მოუჭირე კბილები და ისე დაიჭირე,დანით კი მარცხენა ხელის არათითი გაიჭერი ოდნავ და შუბლზე სისხლის აღნიშვნა გაიკეთე ანუ იცხე შუბლზე სისხლი შენი.
შემდეგ შუაზე უნდა გახლიჩო ხატი დანით და მარცხნივ და მარჯვნივ მიმოფანტო ეს ნაგლეჯები.ამის მერე დამწყებს შეუძლია სახლში დაბრუნდეს უკანმოუხედავად,სისხლი შუბლიდან არ უნდა წაიშალოს მხოლოდ.
P.S:ნათლობა გავლილია ამ დღის შემდეგ ადამიანი უკვე ის აღარ არის რაც იყო ადრე,რამეთუ ფლობს ძალასა უწმინდურსა და არის ამ ძალის ნაწილი,რომლითაც მრავალი მოქმედების შესრულება შეუძლია.
მეორე შელოცვა ბოროტებისა
შუაღამისას დაჯექი მაგიდასთან,რომელიც შავი ნაჭრით იქნება დაფარული.
მარჯვენა მხარეს შენი დანა დადე,პირდაპირ კი დაიდე ხატი რომელიც შენი მტრის სახელობის არის.შენი წყეული შავი ხატის გვერდებზე კი ორი შავი სანთელი აანთე და საპნით შემოხაზე ეს ყველაფერი.შემდეგ ერთხელ სატანას მიმართე ლოცვით,რათა მისი მხარდაჭერა მიიღო.შემდეგ კი ცამეტჯერ თქვი ბოროტების მეორე შელოცვა:
„თავადო სატანავ,ჩემი შავი სულისა და ჩემი არა თავმდაბალი ხორცის მეუფევ,მოდი ჩემს დასახმარებლად,რათა მტერი ჩემი დავღუპო სასტიკი სიკვდილით.მე ჯოდოსანი შენი ერთგული ვარ და ღვთის ხალხი შენს მხარეს გადმომყავს,ვმართავ შენს მეომრებს და წინ მიმყავს,მოღალატეებს სიკვდილსა და სასტიკ დამღუპველ ვნებაში ვახვევ.და დადგები სატანა შენ მაღალ მთაზე და მისწვდები ცამდე,ღმერთსა და და მის ანგელოზთა გადმოყრი იქიდან პირდაპირ უფსკრულში და ჩაჰყვებიან მათ ერთგული მათნი და გამეფდები შენ სატანა,რათა გვაჩუქო მადლი შენი.და დამეხმარე მე ჯადოსანს რათა მტერი ჩემი(სახელი) მოიცვას ტკივილის განცდამ,გახრწნამ ,სასტიკმა ტანჯვამ,დაიწყონ ჭიებმა მისი ხორცისა ჭამა და მოუსწრაფონ მას საფლავში ჩასვლა.
ნიმა!ნიმა!ნიმა!“
შემდეგ ხატი წმინდა გადახაზე შენი დანით ჯვარედინად.მაგიდა აალაგე,სნათლები ჩააქრე და ხატი კი პირქვე დამარხე ნესტიან და სველ მიწაში დამღუპველ ადგილზე.
მესამე შელოცვა ბოროტებისა
შუაღამისას შავით დაფარულ მაგიდაზე დადგი შენი შავი ხატები და დაუნთე მათ შავი სანთლები და ერთ–ერთი შენს წინ დაიდგი და დადე მის წინ ხატი მტრის სახელობისა.გაახურე დანის წვერი ერთ–ერთი ახლოს მდგარი სანთლიდან და წარმოთქვი ცამეტჯერ:
„ვუხმობ წყეულსა ძალასა ჯოჯოხეთისა სიღრმიდან ბოროტებისთვის ჭარბისთვის.წყეული ესე ძალა დაე შავ ელვად და ბოროტ ისრად დაეცეს მონა(სახელი),ტკვილით შევიდეს,ოთხად მოკეცოს,სიცოცხლე მოუსწრაფოს,ნაწილ–ნაწილად დაგლიჯოს და ჯოჯოხეთისკენ მის სულს გზა გაუკვალოს,ცამეტ ღამეში საქმე ესე აღსრულდეს,მტერი ჩემი(სახელი)სასტიკ ტანჯვაში მოკვდეს,სიტყვები ჩემი ნათქვამი ვერავინ ვერ გატეხოს,ბოროტი ჩემი საქმე კი ვერავინ ვერ მოაშოროს.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
დანა მთელი სიბრაზით ჩაარჭვე ხატს და შემდეგ წაიღე იგი და დატოვე შენი მტრის ზღურბლზე.
მეოთხე შელოცვა ბოროტებისა
ტაძარში ჯვარცმა იშოვე და შუაღამისას სავსემთვარეობაზე წადი ტყეში.ნახე გზაჯვარედინი და ჯვარცმა დადე მის შუაში სახით ცისკენ.შემდეგ ფეხები გაიწმინდე მასზე და გათელე და ურტყი,თან ცხრაჯერ თქვი:
„რაც შექმნილია ეკლესიისგან წმინდისგან,ჭუჭყს ვურევ,ფეხებით ვდგები და ვგმობ.ქრისტესა ძალა მოშორდება,ბილწად იქცევა,ეშმაკნი იხარებენ,ჯოჯოხეთისა სიღრმეებიდან ამოვლენ და შევთხოვ ძალასა წყეულსა ბორტსა და დიდებულსა,ჩემის ღვთის გმობის სანაცვლოდ(სახელი) –ის (სახელ)–თან მიჯაჭვას,მიბმას,მიჭედვას,რათა სიტკბოში იცხოვრონ და თუ (სახელი)(სახელ)–ს მოშორდება,სამუდამოდ დაიკარგება,ერთ დღესაც ვერ გაძლებს და ვერ იცოცხლებს(სახელი)–ს გარეშე.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
ჯვარცმა გადააბრუნე სახით მიწისკენ,მიწა მიაყარე და დატოვე ის ადგილი.
მეხუთე შელოცვა ბოროტებისა
აიღე სახელობითი ხატი და დანა შენი.ღამით სავსემთვარეობისას წადი ტყეში და დადე ხატი ესე ხავსზე.შემდეგ ორად გაჭერი და თქვი ცხრაჯერ ზედიზედ:
„როგორც წმინდა ხატი გავჩეხე,ისე ეშმაკნი გავახარე,ისარი სასტიკი თავში,გულში და სხეულში მონა(სახელ)–თან გავგზავნე.იჯდეს ისარი მის გონში,სხეულში და ცოდვილ სულში,რათა დღე და ღამ იტანჯოს,სიყვარულითა აღივსოს,მზერით სულ ყველგან ეძებოს,ვნებითა ვერ მოისვენოს.ვერც დღისით გაძლოს ვერც ღამით,სიმშვიდე სულ დაეკარგოს,დასწვას ვნებისა ცეცხლმა სულ აღარსად არ მოასვენოს,სანამ ერთგული ძაღლივით მის ნაბიჯ–ნაბიჯ არ იაროს ცალკე ნაბიჯის გადადგმა მის გარეშე არ შეეძლოს.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
გაჩეხილი ხატი ხავსის ქვეშ დამარხე და წამოდი,მხოლოდ მიწა ამ ადგილიდან ოთხივ მხარეს მიმოფანტე.
მეექვსე შელოცვა ბოროტებისა
წმინდა სამების ხატი საძულველი აიღე და ერთგული შენი დანა.შუაღამისას გზაჯვარედინზე გადი და დანა მარჯვენაში და დაფა საძულველი მარცხენაში,პირით დასავლეთისკენ დადექი და ერთხელ წარმოთქვი:
„ჯოჯოხეთისა სიღრმიდან ვუხმობ წყეულსა ძალასა,წმინდა სახეებს ვგმობ და ვანადგურებ,რისთვისაც ეშმათა მადლს ვიღებ და თავს ჩემსას ეშმაკთა ძლევამოსილი ფარით ვიფარავ ყოველი მხრიდან,ვერც მახვილი და ვერც ცეცხლი ვერას დამაკლებს ვერაფერს,რამეთუ ეშმაკნი მიცავენ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
გააპე დაფა საზიზღარი ორად და გადაყარე გვერდებზე.ფეხქვეშიდან კი აიღე მიწა და წაიღე და შეინახე.სახლში მისვლისას პატარა ტომარაში ჩაყარე და გულზე დაიკიდე და ატარე.
მეშვიდე შელოცვა ბოროტებისა
ტაძრიდან აიღე ხატი შენი მტრის სახელობის და შუაღამისას,კლებადი მთვარის პერიოდში სასაფლაოს გზაჯვარედინზე მიდი.ამოთხარე ორმო და დადექი სახით დასავლეთისკენ და წარმოთქვი ერთხელ:
„შენ გიხმობ სიკვდილო,მე ჯადოსანი ბოროტი ძალის მსახური და შენი და შენი მსახურთა ხალხის სულებით გამომკვებავი და მოგმართავ თხოვნით ახლა,უწმინდურების გასახარებელი მოქმედების სანაცვლოდ.(სახელი)–ის დაღუპვის თხოვნით მოგმართავ,არ მითხრა უარი,დაეხმარე ჩემს თხოვნას და შენს მიწაში ჩააწვინე(სახელი),როგორც მე შენს ნიშანს ვნიშნავ წმინდა სახეზე,ასე მონიშნე (სახელი) და ორმოც დღეში აქ მოიყვანე.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
ხატზე სიკვდილის ნიშანი ამოკაწრე დანით და თავით ქვევით ჩამარხე ამოთხრილ ორმოში.შემდეგ კი წამოდი უკან.
მერვე შელოცვა ბოროტებისა
ცამეტი ძველი საფლავიდან აიღე მიწა და სანაცვლოდ ფული დატოვე თითოეულ მათგანზე.წმინდა ხატი ნაწილ–ნაწილ დაჭერი და ქოთანში მიწასთან ერთად ჩაყარე.შავი მამალი დაკალი და მისი სისხლი დაამატე ცეცხლში,რომელზეც ქოთანს დადგამ.მამლის ბუმბულებიც ქოთანში ჩაამატე და მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდ დანა ურიე ქოთანში და თან თქვი:
„თვით დიდ ეშმაკთა წინასწარმეტყველებით ნათქვამია,რომ მე ორმოცი საიდუმლო ბილიკით უნდა ვიარო მთელი ჩემი ცხოვრება და წყეულსა სასტიკ ძალასთან დღეს მივიდე,როგორც მივალ თავს დავუკრავ და საქმეზე ვთხოვ,
შენ წყეულო ძალავ,ბოროტო, ჩემს საქმეში დამეხმარე და ზარალი და უბედურება დაატეხე (სახელი) ქოხს,დაე ამ ეშმაკთა სასურველ საქმეში დამეხმარე.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
ქოთნის შემცველობა წაიღე და მტრის ზღურბლზე დატოვე.
მეცხრე შელოცვა ბოროტებისა
ცულის ერთი მოქნევით ქრისტეს სპილენძისა ჯვარცმა შუაზე გაჭერი.ტყეში,ხავსზე.ცული ხავსში დააგე,ჯვარცმის ნაგლეჯები კი ხავსის ქვეშ დამარხე და თქვი:
„ცულით მე ჯვარცმა გავაპე საზიზღარი,ეშმათა მადლიერება მოვიპოვე მე ამით,წარმატება საუკუნოდ მოვიზიდე ამ გმობით,წარმატება იქნება ჩემი თანმდევი წლობით,დამაჯილდოვებს გამართლებით წყეული ძალა,თუ ყოველ მთვარეს გაიპობა ხატი ჩემ დანით ან კიდევ ცულით ვიქნები მაძღარი და მდიდარი მუდამ,ხოლო თუ ამ გზას გადავალ დაე დავისაჯო უმალ.
ვკეტავ ჩემს სიტყვებს ცულითა და ვადებ ბოქლომს ფიცითა.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
შემდეგ ენაზე დაიყარე მცირე რაოდენობის მიწა ხავსის ქვეშიდან,გადაყლაპე და დატოვე იქაურობა.
ბოროტების მეათე შელოცვა
სავსემთვარეობაზე შუაღამისას დაიდგი ეშმისმშობელის ხატი პატარა იროდთან ერთად და ორმოცი სანთელი დადგი მის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგოდ.შავი სანთელი კი ხატის წინ და სარკე მათ წინ.შემდეგ წიწილს მოაწყვიტე თავი და სისხლი წაუსვი სარკეს და გეჭიროს ხატისა და სანთლის მიმართულებით და იმეორე სანამ არ ჩაქრება სანთელი:
„ეშმასმშობელო შენ იროდი დაბადე,როცა ქალი იყავი,შემდეგ კი ეშმად იქეცი,დიდებული მეომარი მოავლინე ქვეყანას და მიეცი ქვეყანას,შემდეგ კი პატივში იწყე ცხოვრება,ასევე მეც არ მითხრა უარი და დამხმარე ეშმაკი მომეცი,გააჩინე,მოიყვანე და სარკეში ჩაასახლე.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
როდესაც სანთელი ჩაქრება,სარკე შავ ნაჭერში შეახვიე და ყოველ სავსემთვარეობაზე წიწილას თავი წააგლიჯე და მისი სისხლი სარკეს წაუსვი.ეშმა კი ერთგულად გემსახურება.
ბოროტების მეთერთმეტე შელოცვა
სავსემთვარეობაზე ბატკანი წაიყვანე ტყეში და გზაჯვარედინზე დანა გამოუსვი ყელში.სისხლი დაღვარე,სხეული კი დამარხე და თქვი:
„ცხოვრობდა კაენი ნახევრადეშმაკი შემდეგ თავისი სისასტიკით გახდა ის ეშმაკი,სიცოცხლის ბოლომდე ხმლით თავებს აჭრიდა,მტრებს სჯიდა,ენებს აგლეჯდა,ცხელ რკინით ტანჯავდა,ქალებს,ქალწულებს ვნებებით აწვებოდა,ცხოვრობდა, ეშმაკთა მადლი მიიღო,ნახევრადეშმები გაამრავლა,ყელში ტყვიას ასხამდა,ცეცხლით ტანჯავდა და სარზე სვამდა,სისხლს სვამდა და ის ეშმაკი გახდა.მე კი ჯადოსანი მას წყურვილს მოვუკლავ და მადლიერებას მისას მოვიპოვებ.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
ამის შემდეგ დატოვე ეგ ადგილი.კაენი ყოველთვის გვერდზე დაგიდგება,როდესაც მის ნიშანს დახატავ,სანთელს აანთებ და იტყვი:
„კაენ მოდი,მონა(სახელი)მოხარე,გაანადგურე.ნიმა!“
სანთლის ნამწვავი კი მტრის ზღურბლზე დატოვე.
ბოროტების მეთორმეტე შელოცვა
საზიზღარი წმინდა სამების ხატი ტყეში დაწვი და კოცონი გააჩაღე ღამით და მის გარშემო მზის მიმართულებით იარე და ხმამაღლა მკერდზე ხელების ბრახუნით იძახე:
„ცეცხლო ჯოჯოხეთისაო,მე ვარ ჯადოსანი,წმინდა სახეებს ვანადგურებ და ვგმობ,ცეცხლისგან ძალას ვიღებ და ვგრძნობ,ჩემში ვუშვებ და ვივსები მისით,დაე წყეულმა ნაპერწკალმა იცხოვროს ჩემში და დამეხმაროს ბოროტ საქმეში,ვინც ჩემს წინააღმდეგ წამოვა სიკვდილით დაისჯება.ნიმა!ნიმა!ნიმა!“
ბოროტების მეცამეტე შელოცვა
ეკლესიის ეზოში,ეკლესიის ეშმაკის აბარას ნიშანი დახატე დანით.ტაძარში შესვლისას კი იყიდე ორმოცი პატარა სანთელი და საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოიარე ყველა ადგილი სადაც სანთლები ანთია და ოცდაშვიდი სანთელი უკუღმა დაანთე სადაც მოგიხერხდება ჩურჩულით:
„მონა(სახელ)–ს არა ჯანმრთელობისთვის ვუდგავ,არამედ ჯანმრთელობას ვართმევ.აბარა!“
ამის შემდეგ დარჩენილი ცამეტი სანთელი უკუღმა დაანთე სულის მოსახსენებელზე და თქვი:
„არა სახელითა მამისათა და წმიდისა სულისათა,არამედ სახელითა ეკლესიისა ეშმისათა ,მე ჯადოსანი ცეცხლზე შემოვედი და ეს გმობა ჩავიდინე,ამით ტკივილი და ტანჯვა მივაყენე მონა(სახელი),წყეული ძალა მივუშვი მასზე ამ გმობის საპასუხოდ,გმობითა გავტეხავ,გავაპობ,დავტანჯავ,დავღუპავ,მოვსპობ მონასა(სახელი).აბარა!აბარა!აბარა!“
და დატოვე იქაურობა.
დამუშავებულია AGAMEMNON-ის მიერ.
--------------------
S'RIOGHAIL MO DHREAM!
|