ტექსტებზე გამახსენდა.
გთხოვთ იხილოთ ერთ–ერთი ძველი და ძლიერი ტექსტი თემასთან კავშირში
http://www.link.ge/file/361653/Grimorium-Imperium.docx.html ვისაც სრული ვერსია გაინტერესებთ,წიგნი გადმოწერეთ

* * *
Grimorium Imperium
ამ წგნში აღწერილია ძლევამოსილი მეთოდები დემონებისა და ღმერთების გამოსაძახებლად,რომელნიც არსებობენ შორეულ მხარეში,სამხრეთსა და ჩრდილოეთს,აღმოსავლეთსა და დასავლეთს იქით,იმ ადგილებში რომლებიც დედამიწისა და შორეული პლანეტების,ღმერთის ქმნილებების საზღვრებს გარეთ არის.საიდუმლოები რომლებიც მინდა გაგანდოთ,უცნობი იყო იმ დრომდე რომელშიც მე ვცხოვრობ იქამდე სანამ 1601 წელს არ დავიწყე ხელნაწერის თარგმანი,რომელიც დიდი ხანია მქონდა ჩემს არქივებში,მაგრამ უყურადღებოდ მიტოვებული.არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება რადგან ხელნაწერი იყო თაღლითი ბარნაბა საულის საჩუქარი,რომელმაც იგი მისახსოვრა იმისთვის,რომ მეგობრებად დავშორებულიყავით და თავისი დანაშაული ჩემს მიმართ გამოესყიდა.თავად ხელნაწერი 1581 წელს მოხვდა ჩემთან და წლების განმავლობაში ვინახავდი უყურადღებოდ,რადგან ის არაფერს ნიშნავდა ჩემთვის.ო როგორი ბედნიერი ვარ ახლა,რომ შევინახე იგი,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა მასში!
1601 წელს,გადავწყვიტე რომ წამეკითხა ბარნაბა საულის ესოდენ ნაქები ტექსტი და მენახა რასთან მქონდა საქმე.წიგნში მოთხრობილი იყო აბდულ ალ ჰაზრედის თავგადასავალი,რომელმაც შეიცნო ბევრი საიდუმლო ცოდნა უდაბნოში ყოფნის დროს და კავშირი ქონდა,განსხეულებულ სულებთან და ღმერთებთან.შემდეგში როდესაც მეც დავიწყე პრაქტიკული მუშაობა რიტუალებთან,დავრწმუნდი თუ რამდენად ძლევამოსილი წიგნია იგი მოკვდავის ხელით დაწერილი.
მაგრამ გთხოვთ,ფრთხილად იყავით,რამეთუ წიგნმა მთლიანად შემიპყრო და გამიღვივა სურვილი შემეცნო იგი და მისი ერთგული ვყოფილიყავი,რადგან მე შევნიშნე რომ გამიჩნდა მანია მის მიმართ.ბევრი ჩემი ნაშრომი შეჩერებულია და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა ჩემთვის ამ ტექსტის გარდა.წიგნის მიმართ ვნებამ,წამართვა დიდი დრო და ძალა,რომ იგი შემესწავლა,განმაცდევინა აუარებელი საშინელება,მაგრამ ამავე დროს მომცა უდიდესი საიდუმლო ცოდნა.ჩემი სურვილია მქონდეს მეტი დრო ჩემს მიწიერ ყოფაში,რათა ბოლომდე შევისწავლო ეს ნაშრომი,რამეთუ ვხედავ რამხელა მიუწვდომელი ცოდნაა დაფარული მასში, ცოდნა სიკვდილისა და სიცოცხლის და თვით შემოქმედის შესახებ.წიგნი იზიდავს ძალიან ბევრ დემონს,რომლნიც ამ წუთშიც უხილავად ყურადღებით გაკვირდებიან.
დოქტორ ჯონ დი
წიგნი პირველი
ეს,მძინარე მიცვალებულების,კანონთა და პრაქტიკის წიგნია,დაწერილი ჩემს პოეტსა და ჯადოქრის,აბდულ ალ ჰაზრედის მიერ.მისი მეშვეუბით მე ვსაუბრობდი ბნელ სულებთან,რომელთაც უზრუნველმყვეს,როგორიც დიდი სიმდიდრითა და მადლით,ასევე უდიდესი ცოდნით.მე შვიცანი ღმერთების ის მიუწვდომელი და წარმოუდგენელი ცოდნა,რომელსაც ვფლობ.ასევე შევიცანი უძველესი სულები,რომლებიც ცხვრობდნენ ადამიანამდე და ახლაც ცხოვრობენ მძინარენი და ძალიან საშინელნი არიან ისინი და ის რამაც ჩამითრია ამ ჯადოსნობაში,სწორედ ერთ–ერთი იმათგანის სახე იყო.
ერთ დილას გავიღვიძე რათა დამენახა შეცვლილი სამყარო.ცა ჩვეულებრივზე ბნელი იყო და ქუხდა ავი სულების ძახილით და ყვავილები და თვით სიცოცხლეც მოგუდული და დაღუპული იყო მათ მიერ.შემდეგ გავიგე ყველაფრის გამჭოლი ძახილი,რომელიც მთების იქიდან მიხმობდა.ყვირილი მაგიჟებდა და ოფლს მასხავდა,რამეთუ ვერ ვუძლებდი ამ ძახილს და გადავწყვიტე წავსულიყავი და მენახა ვინ გამოსცემდა ამ ყვირილს და მიხმობდა.მე დავტოვე ჩემი სახლი და გავემართე ხმისკენ,უდაბნოში.დილით სიცხისგან ვდნებოდი,ღამით სიცივისგან ვიყინებოდი,მაგრამ ხმა არ ქრებოდა,იგი მიხმობდა და მიხმობდა.
მესამე დღეს მეთვრამეტე საათს,ყვირილი შეწყდა და ჩემს წინ წარსდგა ადამიანი.ის მთლიანად შავი იყო,ტანსაცმლითაც და სახითაც.მომესალმა და სახელით მომმართა ჩემს მშობლიურ ენაზე.მან მითხრა თავისი სახელი და იყო ის ებონორ და იყო იგი თვით დემონი.ებონორი გამოსცემდა ამ ყვირილს და მე არ ვიცი იგი დემონის გარდა იყო თუ არა ვინმე კიდევ ან უმცროსი დემონი,რომელიც აწვალებს უსუსურებს.ებონორი იყო ყველაზე ბოროტი სულების გამოგზავნილი,უძველესი სულების,რომელთა სიძლიერე ისეთია,რომ მათი დამორჩილება ყველაზე უძლეველ შემოქმედის მსახურსაც კი არ ძალუძს.ამ დემონმა მომცა მე ნიჭი რამეთუ გამეგო ყველა არსებული ენა,ძველი თუ ახალი,ადამიანისა თუ ცხოველის.აი რატომ შემეძლო მე ყოველი დოკუმენტის წაკითხვა ათწლეულების განმავლობაში,რომლებიც სასოწარკვეთაში აგდებდა უმდაბლეს მოკვდავებს.თუმცა ამასთან ერთად მოსვენება დავკარგე,რადგან მაშინაც კი როცა დასძინებლად ვწვები,მე მესმის ჩემს გარშემო არსებული ყველა არსების.მე მესმის უდაბნოს მწერთა და ფრინველთა ენა,და რაც ყველაზე მძიმეა ძაღლების ცოფიანი ყმუილი და ყეფა უძველესი სულების მოსვლის შესახებ.
მას მერე რაც კივილი შეწყდა,მე დავბრუნდი სახლში ახალი ნიჭით და გავატარე ბევრი უძილო ღამე,პატარა ქმნილებებისა და უხილავი დემონების საუბრების სმენაში.და ვფიქრობდი,რომ შვებას მხოლოდ იქ ვფოვებდი სადაც ყველაფერი მკვდარია.
ბევრი უძილო ღამის შემდეგ,მე კვლავ დავბრუნდი უდაბნოში რათა მენახა ებონორი,რომ დამებრუნებინა მისთვის მისი საჩუქარი,რადგან ჩავთვალე ეს უდიდეს წყევლად.სამი დღე და თვრამეტი საათი დავეხეტებოდი და იმავე საათს ებონორი გაჩნდა ჩემს წინ.მე დავეცი მის წინაშე და ვთხოვე რომ გავენთავესუფლებინე ამ ნიჭისაგან,მაგრამ მან არ გამოიჩინა მოწყალება და ამის მაგივრად მითხრა რომ გამანდობდა უფრო დიდ ცოდნას.მან ხელი მომკიდა და წამიყვანა ქვევით და ქვევით უდაბნოს ცივ ქვიშებში,ბევრი და ბევრი ნაბიჯით ქვევით,იქ სადაც ადამიანის ფეხი არასოდეს დადგმულა.ბოლოს იდუმალებიტ მოცული კამერის(ოთახის) წინ გავჩერით.“ აქ შენ იპოვნი დიდებულ ჭეშმარიტებებს,მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს გაგებას შესძლებ“–თქვა დემონმა და კარი გააღო.კარის იქითა მხრიდან ძალიან ინტენსიური ძახილი გავიგე,უფრო ძლიერი ვიდრე ადრე და ებონორმა ხელი მკრა და შემაგდო სივრცეში სადაც ენით გამოუთქმელი საიდუმლოებები იხილა ჩემმა გონებაბ,მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს დამახსოვრება შეძლო.
შეცნობის შემდეგ,კვლავ ებონორის გვერდზე აღმოვჩნდი უდაბნოში.იგი ხარხარებდა, დამცინოდა და ხუმრობდა იმაზე თუ რამდენად უსუსურია ადამიანის გონება უძველეს სულებთან შედარებით.მე შევიცანი ძველები,იმ საიდუმლო კამერაში და იყვნენ ისინი ძალიან საშინელნი დ ბოროტი გარე შექმნილთაგან დედამიწაზე საცხოვრებლად.იმ დროს როდესაც ადამიანი არ იყო დაბადებული,ისინი იყვნენ განდევნილნი რამეთუ ვარსკვლავების განლაგება არასასურველი იყო მათთვის.ყველა განდევნილი იყო ნიარლატჰოტეპის,ბნელი ეგვიპტური ღმერთის და უძველესების გზავნილის გარდა,რომლის ერთ–ერთი სახე (გამოვლინება)იყო ებონორი.ჩემგან მიბრუნებულმა ებონორმა კვლავ გაიცინა და მითხრა,რომ დადგება დღე როდესაც ვარსკვლავთა განლაგება კვლავ ერთგული და სასიკეთო იქნება და უძველესი სულები დაბრუნდებინ.ამის გაგების შემდეგ,მე კვლავ მარტო დავრჩი.
მე გადავწყვიტე დამესვენა,თუმცა ჩემი წყეული ნიჭი კვლავ ჩემს გვერდით იყო.როდესაც გამეღვიძა,დავინახე რომ ხელსი მეჭირა წიგნი,რომელიც შეიცავდა ნიარლატჰოტეპის,უძველესი სულების გზავნილის ბევრ სახელს.მე მშვენივრად შემეძლო ამ წიგნის კითხვა,მაგრამ ჩემს გარდა სხვას არავის შეეძლო ეს.წიგნმა გამანდო რომ ნიარლატჰოტეპს აქვს ოცდაერთი სახელი,ანუ ოცდაერთი სახე.ყოველი ამ სახელის გამოძახება შესაძლებელია გამოძახებული იქნეს,გაზსაზღვრულ დროსა და საათში,დაწყებული დღის მესამე საათიდან,ბოლოსწინა საათამდე.ყოველ სახეს აქვს თავისი შესაბამისი ნიშანი,რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამის სწორ გამოძახებასთან ერთად.
ნიარლატჰოტეპის სახელები
მესამე საათის სახელია–Etonetatae.იგი არის მაგიური სიტყვების და ფრაზების მფლობელი.მას შეუძლია დახმარების გაწევა ბევრ სამუშაოში,რამეთუ შეუძლია მოგცეს ძალის სიტყვები. Etonetatae–ეს არა აქვს სხეული,მაგრამ შეუძლია გამოგეცხადოს როგორც ნისლი ან დარჩეს უხილავად.
მეოთხე საათის სახელია– Odanen.იგი არის ის,ვისაც მოაქვს უძვველესი სულების სურვილები.თქვენ შეიძლება მოინდომოთ ჯერ მასთან დაკავშირება,ვიდრე პირდაპირ უძველეს სულებთან,რამეთუ ეს უფრო უსაფრთხოა. Odanen–ი გვევლინება როგორც დაჩრდილული ფიგურა.
მეხუთე საათის სახელია– Banibo.ის უხსნის ჯადოქრებს დაფარული სიმდიდრის ადგილსამყოფელს.მაგრამ გაფრთხილებ,არ მისეცე მას უფლება რომ მაგიური წრე დაგატოვებინოს.მიიღე მისგან მითითებები და დაემშვიდობე.Banibo ცხადდება როგორც დასახიჩრებული გაბერილი ადამიანი და ასდის აყროლებული,გახრწნილი სხეულის სუნი.
მეექვსე საათის სახელია– Obinab.იგი ხსნის სამყაროს ბევრ საიდუმლოს.ის Banibo–ს საპირისპირო მხარეა,მაგრამ აგრეთვე ცდილობს ჯადოქარს დაატოვებინოს წრე და სამოგზაუროდ წაიყვანოს.თუ მაინც დაგითანხმა ამაზე,სთხოვე რომ მხოლოდ თვითონ მოგცეს ცოდნა მოგზაურობის დროს შეძენილი.
მეშვიდე საათის სახელია– Bosoro.იგი ცხადდება როგორც უშველებელი ცეცხლოვანი გველი.რ შეხედო მას თვალებში,თორემ საუკუნოდ მის მფლობელობაში აღმოჩნდები.უბრძანე მას ადამიანის ფორმაში გამოგეცხადოს და მას მოუწევს დაგმორჩილდეს. Bosoro–ს აქვს ძალაუფლება ადამიანის გონებაზე და მას შეუძლია გაგიხსნას იმ ადმიანის ცოდნა და აზრები,ვის სახელსაც დაუსახელებ.
მერვე საათის სახელია– Oxeren.მას აქვს ცოდნა მომავალზე და ცხადდება შავ ცხენზე ამხედრებული,რომელსაც დროზე სწრაფად შეუძლია ჭენება.
მეცხრე საათის სახელია– Bader.მის ძალაუფლებაშია ჯესტები და შეუძლია ჯადოქარს შეასწავლოს ბევრი მაგიური ჟესტი,რომელთა საშუალებითაც ჯადოქარს შეეძლება გახსნას კარიბჭე სხვა ადგილებში(სამყაროებში)და აგრეთვე ზეგავლენა მოახდინოს ადამიანთა გონებაზე.
მეათე საათის სახელია– Osenin.იგი არის ის,ვისაც ძალაუფლება აქვს ადამიანის სხეულზე და შეუძლია გადააქციოს ადამიანი იმად,რადაც შემლოცველი უბრძანებს. Osenin–ი ცხადდება ადამიანის სხეულით და ალში გახვეული ხვლიკის თავით.
მეთერთმეტე საათის სახელია– Boxebo.იგი აღებს ნებისმიერ კარს,რამეთუ მათ არ შეუქმნან წინააღმდეგობა ჯადოქარს თავის გზაზე და ცხადდება უდიდესი მწერის სახით,რომელსაც ბევრი კიდურუ აქვს.
მეთორმეტე საათის სახელია– Norano.მის ძალაუფლებაშია ყველა არსებული წიგნი და შეუძლია შემლოცველს უკარნახოს ნებისმიერი მათგანი,რომელსაც ჯადოქარი წერს საჭიროებისამებრ.იგი ცხადდება როგორც ფრთოსანი მწერალი.
მეცამეტე საათის სახელია– Onaron.იგი უდიდეს სამეცნიერო ცოდნას,რომელსაც გადასცემს შემლოცველს.ჯადოქრის ბრძანებით მას შეუძლია მოიტანოს იშვიათი კომპონენტები და მატერიალები,როგორებიცაა ბალახები და ქვები. Onaron–ი ცხადდება როგორც ფრთოსანი ადამიანი ,ბევრი და ალესელი ეშვებით.
მეთოთხმეტე საათის სახელია– Nerex.იგი ფლობს ცოდნას საიდუმლო თილისმებსა და ბეჭდებზე და ცხადდება თხის ფხებიანი მოხუცი კაცის სახით.
მეთხუმეტე საათის სახელია– Reranber.იგი არის უბოროტესი სული და შეუძლია მოკლას ნებისმიერი ადამიანი,შემლოცველის ბრძანებით. Reranber–ი ცხადდება ოქროში მოელვარე პრინცის სახით და ხელში უჭირავს შავი ხმალი.
მეთექვსმეტე საათის სახელია– Orosob.იგი ვნების უძლეველი დემონია და შეუძლია შემლოცველისთვის ნებისმიერი ქალის მოყვანა და მისი შეყვარება ნებისმიერი ქალისთვის. Orosob–ი ცხადდება როგორც შავი,შიშველი ადამიანი.თუ პირველ ძახილზე არ მოვიდა,ეს იმის ნიშანია რომ იგი დადის დედამიწაზე თავისი მსხვერპლთა მოსატაცებლად და შეგიძლია მეორედ დაუძახო.მაგრამ სამზე მეტად არ იხმო,რამეთუ გააცცხლებ მას.
მეჩვიდმეტე საათის სახელია– Nines.იგი ცხადდება თვითონ გამომძახებლის სახით.მის ძალაუფლებაშია ბევრი უმცროსი სულის გამოძახება და შემლოცველმა უნდა გადაწყვიტოს თავად,იმ მომენტში რომელი სულის გამოძახებაა საჭირო.
მეთვრამეტე საათის სახელია– Ebonor.იგი ფარდას ხსნის არაადამიანურ ცოდნას და იცის ყველა ენა.შემლოცველმა უნდა თხოვოს და არ დააძალოს მას,ცოდნის გაზიარება რამეთო გააბრაზებს ამით მას. Ebonor–ი ცხადდება როგორც შავსახიანი,შავებში ჩაცმული ადამიანი.
მეცხრამეტე საათის სახელია– Oredab.ის ცხადდება უშველებელ ხვლიკზე მჯდარი ჩონჩხის სახით და შეუძლია ერთი ჟესტით ქალაქების განადგურება.
მეოცე საათის სახელია– Nenado.მას აქვს უდიდესი ძალა და შეუძლია გავლენა მოახდინოს ვარსკვლავთა და პლანეტათა მოძრაობაზე.ის ცხადდება ძეგლის სახით და ცოცხალი თავით მწერის ჭუპრით.
ოცდამეერთე საათის სახელია– Rubanir.მისი სახე არამდგრადია და ყოველთვის ახალი სახით ცხადდება.მისი ძალაა ცოდნა წარსულის შესახებ.
ოცდამეორე საათის სახელია– Obexob.იგი ცხადდება მფრინავი,ცეცხლში გახვეული ფარაონის გვამის სახით.იგი უგზავნის ხილვებს შემლოცველს,რომლებიც ცეცხლის საიდუმლოებებს ეხება.
ოცდამესამე საათის სახელია– Etananesoe.იგი სახილველად ძალიან საშიშია.იგი ნიარლატჰოტეპის ჭეშმარიტი განსხეულებაა და მოვა მაშინ როდესაც ვარსკვლავები იქნებიან ხელსაყრელ განლაგებაში ამ საქმისთვის და მისთვის.
ესენი არის ნიარლატჰოტეპის სახელები,რომლებიც შესაბამის საათში შეიძლება იყვნენ გამოძახებულნი,შესაბამისი შელოცვებით,რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ.ფრთხილად იყავი,დღეში ერთ სახელზე მეტი არ გამოიძახო,რადგან ამით ნიარლატჰოტეპი გაბრაზდება და მაგიური წრის საზღვრებს დაარღვევს რათა შემლოცველი შთანთქოს.
ამ ცოდნის წიგნით მე წავედი ახალი საცხოვრებლის საძებნელად,რადგან აღარ შემეძლო ჩემს სოფელში დარჩენა და მე მჭირდებოდა დრო უძველესების გზისა და ცოდნის შესაცნობად და უსიცოცხლო ადგილი,სადაც მშვიდად შევძლებდი ძილს.რამდენიმე დღიანი ხეტიალის შემდეგ,მე აღმოვჩნი უდაბნოს მიტოვებულ ქალაქ უბარში და აქ გადავწყვიტე დარჩენა.ჩემს მარტოობაში მე მქონდა საშუალება გამეარა პრაქტიკა ჩემი ხელოვნებისა წიგნიდან და გამომეძახებინა ნიარლატჰოტეპის სახელები.მე გავბედე გამომეძახებინა ერთ–ერთი უძველესი სული,თავისი მომაკვდინებელი შედეგებით,რადგან მზად არ ვიყავი დაღუპვისა და განადგურებისთვის,რომლის სათავეც ისინი არიან და წრეს არ შეუძლია მათი დაჭერა.მე ვიწერიდ ყველაფერს რაც შევიცანი და რისი ჩაწერაც შეიძლებოდა,რადგან კვლავ არ დაკარგულიყო ეს ცოდნა და დროისთვის გაეძლო მას.
წიგნი მეორე
ამ წიგნში მე გავხსნ სახელებს,არსებებს და უძველესი სულების ბეჭდებს.
ოდესღაც უძველესები დედამიწაზე ცხოვრობდნენ.მაგრამ როდესაც ვარსკვლავები შეიცვალნენ,ისინი განდევნილნი და განკვეთილნი აღმოჩნდნენ.თუმცა არსებობს პერიოდები,როდესაც ვარსკვლავთა განლაგება ხელსაყრელია იმისთვის,რომ მოვიხმოთ განასზღვრული სულები.არსებობს ორმოცდახუთი უძველესი სული.იმდენად ძლევამოსილნი და საშინელნი,რომ მე გთხოვ გამოიძახო ისინი,მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.მათი გამოძახების დროს თუ შესაბამისად არ ხარ მომზადებული,უცილობელი სიკვდილი გელის,რამეთუ მათი განდევნა შეუძლებელია და მათ მოაქვთ აუარებელია ზიანი იმისთვის,ვინც მათ აწუხებს.
ვარსკვლავნი ხელსაყრელ განლაგებაში მოდიან უძველესებთან,ზოდიაქოს ნიშნების მოძრაობის მიხედვით და მე გაგანდობ ამ დროს.
მშვილდოსნის მეშვიდე გრადუსიდან დაწყებული,მე გავივლი ჩემს გზას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მზის საწინააღმდეგოდ.(მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდ) და თან აგიხსნი,რომელი დრო,რომელი უძველესი სულის გამოსაძახებლად არის ხელსაყრელი.
მეშვიდედან მეცამეტე გრადუსამდე,ვარსკვლავთა განლაგება ხელსაყრელია Uk-Han–ისთვის,რომელიც ვლინდება როგორც უშველებელი,რქიანი გველი.
მეთოთხმეტედან მეოცე გრადუსამდე,ვარსკვლავები ხელსაყრელია Magoth–ისთვის,რომელიც ცხადდება როგორც უდიდესი და უცნაური კატისმაგვარი არსება,საცეცებით წინ.
ოცდამეერთედან–ოცდამეშვიდე გრადუსამდე,ვარსკვლავები ხელსაყრელია Yak-Ishath–სთვის,რომელიც ცხადდება როგორც საშინელი სანახაობა თვალთათვის,რადგან მუდმივად იცვლის ფორმას და იღებს მის მიერ შთანთქმული სულების სახეებს.
ოცდამერვედან–ოცდამეთოთხმეტე გრადუსამდე,ვარსკვლავნი ხელსაყრელნი არიან Lunigguroth–ისთვის,რომელიც ვლინდება,როგორც გავარვარებული თეთრ ფერამდე–სფეროს სახით,საიდანაც იფრქვევა აურაცხელი საშინელება.
ოცდამეთხუთმეტედან ორმოცდამეერთე გრადუსამდე ვარსკვლავები ხელსაყრელია Tursoth–ის,რომელიც ცხადდება უზარმაზარი ადამიანის სახით,რომელიც დაფარულია ფარფლებითა და ფეხების მაგივრად,ობობის ფეხები აქვს.
ორმოცდამეორედან–ორმოცდამერვე გარდუსამდე,ვარსკვლავნი ხელსაყრელია Marbel–ისთვის,რომელსაც არა აქვს სხეული,მაგრამ ხმა აძლევს მას სიმკვეთრეს და იწვევს სისხლდენას ყურებიდან და ყოვეი ცხოველი უსულოდ ეცემა.
ორმოცდამეცხრედანორმოცდამეთხუთმეტე გრადუსამდე,ვარსკვლავები ხელსაყრელია უშველებელი,ცეცხლოვანი,საშინელი და ცეცხლოვანი მზეებით გარშემორტყმული Diabaka–სათვის
ორმოცდამეთექვსმეტედან სამოცდამეორე გრადუსამდე,არც ერთი უძველესი სულის გამოძახება,აგრეთვე ნიარლატჰოტეპის სახელებთან დაკავშირება არ შეიძლება,რამეთუ ამ დროს ვარსკვლავთა განლაგება არასასურველია სულთათვის.
სამოცდამესამედან სამოცდამეცხრე გრადუსამდე შესაძლებელია Cthuhanai–ის გამოძახება,რომელიც ცხადდება დიდი,ფრთიანი ადამიანის სახით,რომელსაც ხრწნაში შესული ფრინველ–ხვლიკის თავი აქვს.
სამოცდამეათედან–სამოცდამეთექვსმეტე გრადუსამდე შესაძლებელია Nagoango–ს გამოძახება,რომელიც ამოძვრება მიწიდან და შეეცდება ბოლომდე შთანთქოს შემლოცველი
სამოცდამეჩვიდმეტედან–ოთხმოცდამესამე გრადუსამდე ვარსკვლავების განლაგება დადებითია Vagonch–ის გამოსაძახებლად,რომელიც მოდის როგორც უზარმაზარი გაფითრებული მასა და შთანთქავს ყველაფერს რაც და ვინც მიუახლოვდება და მის გვერდით იქნება.
ოთხმოცდაოთხიდან–ოთხმოცდამეათე გრადუსამდე შესაძლებელია Pul-Marg–ის ხმობა,რომელიც ცხადდება შავი დემონის სახით და შეუძლია გაადნოს ნებისმიერი ადამიანი,ვის მზერასაც ის დაიჭერს.
ოთხმოცდამეთერთმეტედან ოთხმოცდამეჩვიდმეტე გრადუსამდე ვარსკვლავები ხელსაყრელია Bovadoi–სთვის,რომელის გამოძახებაც შეუძლებელია მისი საშინელებისა და ზომის გამო.იგი იქნება მიუწვდომელი იქამდე,სანამ ვარსკვლავები ბოლომდე და მთლიანად ხელსაყრელნი არ იქნებიან მისი გამოძახებისთვის.(მდედრობითი სქესის სულია)
ოთხმოცდამეთვრამეტედან–ასმეოთხე გრადუსამდე შესაძლებელია Parahan–ის გამოძახება,რომელიც მოდის,როგორც პატარა თავიანი და ბევრ თვალებიანი დიდი დრაკონის სახით
ასმეხუთედან–ასმეთერთმეტე გრადუსამდე პერიოდში არ ხდება არავის გამოძახება.
ასმეთერთმეტედან–ასმეთვრამეტე გრადუსამდე,ხელსაყრელი პერიოდია Yurnal–ის გამოსაძახებლად,რომელიც ცხადდება როგორც უზარმაზარი სერი მასა და იმდენად დიდია რომ თვალი ვერ სწვდება.
ასმეთორმეტედან–ასოცდამეხუთე გრადუსამდე,არ ხდება არავის გამოძახება.
ასოცდამეექვსედან ასოცდამეთორმეტე გრადუსამდე ხდება Cthulhu–ს გამოხმობა,რომელიც ცხადდება უზარმაზარი ადამიანის სახით,დრაკონის ფრთებითა და რვაფეხას თავით.
ასოცდაცამეტიდან ასოცდაცრამეტამდე პერიოდში,არავის გამოძახება არ ხდება.
ასორმოციდან–ასორმოცდაექვს გრადუსამდე ხდება Nersel–ის გამოძახება,რომელიც ზინ–ის მმართველია და ცხადდება,როგორც გააფთრებული ვურდალაკი შემლოცველის წინ.
ასორმოცდამეშვიდედან ასორმოცდამეცამეტე გრადუსამდე პერიოდში,შესაძლებელია Andryn–ის გამოძახება,რომელიც ყველაზე სუსტია უძველეს სულთაგან,რამეთუ მას არ შეუძლია ზიანის მიყენება იმისთვის,ვისაც ხელში Nerexo–ს ბეჭედი უჭირავს.თუ Andryn –ი თავს დაესხმებ შემლოცველს,მან უნდა აკოცოს Nerexo–ს ბეჭედს და თქვას სიტყვა: “OROGOT”
ასორმოცდათოთხმეტიდან ასსამოც გრადუსამდე პერიოდი,ხელსაყრელია Unspeterus–ს გამოსაძახებლად,რომელიც ცხადდება როგორც უზარმაზარი შავი გომბეშო
ასსამოცდაერთიდან ასსამოცდაშვიდ გრადუსამდე პერიოდში შესაძლებელია Bas-Juob–ის გამოძახება,რომელიც ცხადდება როგორც დიდი ლორწოვანი მატლი,ზღვის დრაკონის საცეცებით
ასსამოცდარვიდან ასსამოცდათოთხმეტ გრადუსამდე პერიოდში ცხადდება Astursoth–ი,რომელიც ცხადდება როგორც უზარმაზარი მასა ღმუილით.ხმები რომლებსაც გამოსცემს მისი გულის ეხო,საკმარისია იმისთვის,რომ ადამიანი დაეცეს მკვდარი.
ასსამოცდათხუთმეტი ასოთხმოცდაერთ გრადუსამდე პერიოდში,ხელსაყრელი დროა Azalu–ს მოხმობისთვის,რომელიც ცხადდება როგორც დიდი ცხოველი,უამრავი თავითა და კიდურებით
ასოთხმოცდამეორედან ასოთხმოცდამერევე გრადუსამდე უხმობენ Leasynoth–ს,რომელიც ცხადდება როგორც უზარმაზარი გველეშაპი და ჭიაყელა,რომლებიც ცხოვრობდნენ მთების ქვეშ მაშინ,როდესაც უძველესები მართავდნენ სამყაროს.
ასოთხმოცდამეცხრედან ასოთხმოდამეთხუთმეტე გრადუსამდე პერიოდში,იძახებენ Yog-Thothai–ის,რომელიც მოდის როგორც უზარმაზარი ღამურა წივილით და მის სახეში ფუთფუთებენ ჭიაყელები. Yog-Thothai–ის შეუძლია შორი მოგზაურობა,რომელშიც შემლოცველიც შეუძლია წაიყვანოს შორეულ ვარკვლავებზე.
ასოთხმოცდათექვსმეტიდან ორასმეორე გრადუსამდე პერიოდში,იხმობენ Maphleus–ს,რომელიც უზარმაზარია, არ გააჩნნია ფორმა და იშლება ბევრ სხვადასხვა ფორმებად
ორასსამიდან ორასცხრა გრადუსამდე პერიოდში იძახებენ მდედრობითი სქესის სულს Nun-Hanish–ს და მის გუნდს,რომელიც მოდის თავის ვურდალაკების არმიასთან ერთად,რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილდნენ და გავრცელდნენ კაცების სიზმრებში
ორასათიდან ორასთექსმეტამდე მოდის Bas-Lesifa.იგი მოდის როგორც შავი წრე და მისი დაზიანება შეუძლებელია.იგი ავრცელებს ჭირის სიგიჟეს გარშემო
ორასჩვიდმეტიდან ორასოცდასამამდე იძახებენ Mememyet-Raha–ს და მის ბავშვებს,რომლებიც მოდიან როგორც აუარებელი რქიანი,სლიპინა მხეცები
ორასოცდაცხრამეტიდან ორასორმოცდაოთხამდე იხმობენ Azatoth–ს,რომელიც ცხადდება როგორც მყვირალა მწერების არმია,გუნდი,რამეთუ არა აქვს მას ფორმა,ის იქნება ყველაზე გააფთრებული,თავისი საიდუმლო ადგილიდან გამოძახების შემდეგ
ორასორმოცდახუთიდან ორასომოცდათერთმეტამდე იძახებენ Paturnigish–ი,რომელიც წარსდგება როგორც უზარმაზარი ღრუბელი
ორასორმოცდათორმეტიდან ორასორმოცდათვრამეტამდე,იხმობენ Dagaon –ს,რომელიც მოდის დიდი ადამიანის სხეულით და ეშვებიანი თევზის სახით.
259 დან 265 მდე იხმობენ Ayam–ს,რომელიც მოდის როგორც უზარმაზარი ხე ან კანი(სხეული)
266 დან 272 მდე იხმობენ Etananesoe–ს,ნიარლატჰოტეპის ჭეშმარიტ სახეს.
273 დან 279 მდე,იხმობენ Bugg–ს რომელიც მოდის გააფთრებული ადამიანი–გველის სახით.
280 დან 286 მდე იხმობენ, Yog-Sothoth–ს,რომლის გამოვლინებაც არის უზარმაზარი ენით აღუწერელი რაღაც,კარიბჭე,რომელსაც მივყავართ მისი დაუტეველი სხეულის ზედაპირზე.
294–300 მდე იხმობენ Moivoo–ს,რომლის გამოსახულებაც ისეთი რთულია,რომ ადამიანის ენა ვერ აღწერს მას
301–307 მდე,იხმობენ Beeluge–ს,რომელიც მოდის როგორც უზარმაზარი ხვლიკი,მწერის ხახით
308–314 მდე,იძახებენ Caim–ს,რომელიც მოდის როგორც შიშინა,ობობისმაგვარი არსება.
315–321 მდე ,იძახებენ Lusoathს,რომელიც ვლინდება როგორც კონუსისებური კრისტალი და ვინც მას შეეხება,მისი გონება მოტაცებული აღმოჩნდება.
322–328 მდე იძახებენ Lusoath–ს რომელიც უზარმაზარი მიწის მოძრავ მასად ცხადდება.
329–335 მდე ,იძახებენ Tsapetae–ს რომელიც მოდის როგორც უდიდესი მბრუნავი სიბნელე
336–342 მდე,იძახებენ Nun-Buhan–ს,რომელიც შემლოცველის წინ გამოჩენისას ავსებს გარემოს აურაცხელი ჭიაყელით
343–349 მდე,იძახებენ Hasariel–ს,რომელიც მოდის როგორც ვეებერთელა მფრინავი დემონი.
350–356 მდე,უხმობენ Carr-Vephat–ს,რომელიც ცხადდება როგორც უკაცრიელი მასსა და მის გარშემო მბრუნავი ბნელი ბურთულებით
357 დან 3 გრადუსამდე პერიოდი ხელსაყრელია Detathit–ის გამოძახებისთვის.მისი სახეა დრაკონთა თავის და მომზიდველი(მომხვეჭელი) ხელების მდინარე.
მეოთხედან მეექვსე გრადუსამდე არ ხდება გამოძახებები,რამეთუ ეს დროა განდევნის რიტუალის ჩასატარებლად.
ახლა კი როდესაც შენთვის ცნობილია მათი სახელები,სიმბოლოები,ბეჭდები და დრო,მე შენ გაფრთხილებ,რომ არ გამოიძახო ისინი აუცილებელი შემთხვევის გარდა.და თუ შენ ხარ ამა თუ იმ მიწის მმართველი,მე გაფრთხილებ არ მოიხმო ისინი ომისთვის,რადგან იქნება ქაოსი და ის აუცილებლად მოხდება.და თუ შენ ხარ უბრალოდ ცნობისმოყვარე,მაშინ საერთოდ არ იხმო ისინი,რამეთუ სიკვდილისა და დიდი საშინელების მომტანი იქნება მათი პასუხი.
და თუ შენ გადაწყვეტ მათ გამოძახებას,რათა შეიასრულონ შენი სურვილები,არ იხმო ისინი,რამეთუ ისინი არავის ემორჩილებიან და არ ყავთ მმართველი და მათ არ აინტერესებთ შენი სურვილები.მათ მაგივრად გამოიძახე ნიარლატჰოტეპის სახელები ამ მიზნისთვის.შენ უნდა იცოდე რომ შეუძლებელია უძველესი სულების განდევნა,რადგან ისინი თავისი ნებით მიდიან,როდესაც ვარსკვლავთა განლაგება არასასურველი ხდება მათთვის.
* * *
This post has been edited by AGAMEMNON on 7 Jul 2011, 17:59