კარგი იქნება თუ განვავრცობთ თემას.
არსებობენ სულიერი არსებები,რომლებიც უკვამლო ცეცხლისგან შექმნა ალლაჰმა.გადმოცემის მიხედვით

გავრცელებული ცნობით,ისინი არიან ადამიანებსა და დემონებს შორის.აქვთ თავიანთი იერარქია,მეფეები ჰერცოგები,მსახურები და ა.შ. დაახლოებით ისე,როგორც ეს ევროპულ და დასავლურ დემონოლოგიაშია გავრცელებული.მათ ჯინებს უწოდებენ.არსებობენ როოჰანი ანუ კეთილი ჯინები და იბლისები,ე.წ. ბოროტი ჯინები

ისინი ძირითადად აქვე მატერიალურ სამყაროში მოღვაწეობენ და უყვართ(ან არა)ადამიანები.
ერთ-ერთ ასეთ სულიერ არსებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.აჯინნაჰ იუსუფი არის მისი სახელი.ანიმაციურ ფილმ ალადინში არსებული ჯინი მისი ანალოგია.შესაძლებელია ამ ფილმის შემქნელ რაღაც კავშირი ქონდა მასთან როდისმე

იმიტომ რომ თითქმის ერთი და იგივე ტიპები არიან რეალურად და ანიმაციაშიც

ძალიან მშვიდი და დადებითია.ცხადდება როგორც დიდი,ვეებერთელა მუქი ლურჯი მასა.მოაქვს სიმშვიდე და სიძლიერე.თუ სწორად მოხდება მისი გამოძახება,მზად არის ემსახუროს შემლოცველს და გაუწიოს სამსახური ყოველდღიურ საქმიანობაში.პირველად სიზმრის რეალობაში ცხადდება,საიდანაც აქეთ გადმოდის.იმისათვის რომ დაინახოთ ის,საჭიროა ე.წ. "ასტრალური ხედვა" გქონდეთ,რადგან სრული მატერიალიზაცია კი შესაძლებელია,მაგრამ დიდ დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული.სიზმარში ყველა ვარიანტში დაინახავთ და დაელაპარაკებით

მოკლედ.პროცედურე შემდეგია.
პირველ რიგში,უნდა შეირჩეს წყნარი და მშვიდი ადგილი ისე,რომ არავინ შეგაწუხოთ.სასურველია თეთრი,სუფთა ტანსაცმელი გეცვათ.შემდეგ,ერთი წითელი სპირალური სანთელი ანთოთ და რამე არომატული ზეთი.ადგილზე სადც ეს ყველაფერი ტარდება,სასაფლაოს მტვერი უნდა მოაფრქვიოთ.მტვრის აღებისას სასაფლაოდან,არ დაგავიწყდეთ ხურდა ფულის და არყის დატოვება სამადლობელოდ სასაფლაოს გზაჯვარედინზე,რადგან სასაფლაოდან დაუკითხავად რამის აღებას არ გაპატიებენ იქაურები

შემდეგ ვამბობთ ამ ლოცვებს:
"Allahuma Salli Ala Muhammad wa ali Muhhamad,kama sallayta ala ibraheema wa ala ali Ibraheem,fil alameena innaka hameedun majeed.Allahumma barik ala Muhhamad wa ala ali Muhammad,kama barakta ala Ibraheem wa ala ali Ibraheem,fil alameena innaka hameedun majeed"
და
"ალლაჰი არა არის ღვთაება, გარეშე მისა, მარადცხოველისა, მარადარსისა. თვლემა არ ეუფლება მას და არცა ძილი. მისია, რაცა ცათა შინა და რაცა ქვეყანასა ზედა. და ვინაა, ვინც იშუამდგომლოს წინაშე მისა, თუ არა მისი ნებით? იცის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მისი ცოდნისას მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს ის. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანასა და დაცვა მათი არ უმძიმს მას, ყოვლად მაღალი და დიდებულია იგი."
ამის შემდეგ უნდა ვიმეოროტ სიტყვები:"ალ რაჰეემუ,ალ ლატეეფუ".
ეს ყველაფერი კეთდება ხუთშაბათ ღამეს 12 დან 4 საათამდე.ბოლო სიტყვები რაც ვთქვი სწორედ მაგას ვიმეორებთ 4 საათამდე.წინა ორი ლოცვა კი თითოჯერ.
ვინც ამას გაქაჩავს,აჯინნაჰიც არ დააყოვნებს.
ეს არის ტრადიციული მუსულმანური მეთოდი.არატრადიციულად კი ვისაც ესმის,იმას ეცოდინება როგორც უნდა უხმოს აჯინნაჰს.
P.S:თუ სურვილი იქნება,კიდევ მოგაწვდით ჯინებზე მსგავსი სახის ინფორმაციას.
This post has been edited by AGAMEMNON on 19 Jul 2011, 17:40