მოდ ვისაუბროთ მთავარ დემონზე კრიშნას თამაშებში, რომელსაც ჰქვია კამსა და განასახიერებს შიშს. კამსას თავად გაეცნობდით კრიშნას ისტორიებიდან, მე კი ვეცდები შიშზე ვისაუბრო, იმიტომ რომ შიშია მთავარი წინააღმდეგობა და სწორედ კამსა აგზავნის სხვა დანარჩენ დემონებს კრიშNას წინააღმდეგ. და ყველაზე ბოლოს კამსას კლავს კრიშნა.


რა გვიშლის ხელს, რომ ბოლომდე მოვახდინოთ კონცენტრაცია სულიერ ცხოვრებაზე? რატომაა, რომ ამდენი წინააღმდეგობა, ან საგანი, რომელიც გვაცდენს, შედის ჩვენს ჭკუაში მაშინაც კი, როცა სულიერ გზაზე დავდექით?
მთავარ წინააღმდეგობას ჩვენს სულიერ გზაზე ეწოდება მარტივი სიტყვა "
შიში". ჩვენ ვიცი,თ რპომ უნდა მივენდოთ ღმერთს, მაგრამ შიში არ გვაძლევს ამის გაკეთების საშუალებას. ის ჩვენი მატერიალური არსებობისგან გაჩნდა. ვართ რა შიშის, ან მატერიალური მიჯაჭვულობების მონები, ბევრ უცნაურ საქციელს ჩავდივართ...
"ჩვენი ყოფიერება არყოფნის ატმოსფეროში მიმდინარეობს". ეს ნიშნავს "შიშს". ეჭვიანობა, შური, სიხარბე - ყველაფერი ეს შიშის შედეგია, რომელიც ჩვენი არსებობის ფონს წარმოადგენს...
რატომაა, რომ შიშის პრობლემა ყველას აქვს?
სული -
სატ,
ჩიტ და
ანანდაა (მარადიული, ცოდნით სავსე და ნეტარი). იგი ამ სამი თვისების პროეცირებას სხეულსა და ჭკუაზე ახდენს. სამი თვისება წარმოშობს სამ ფსიქოლოგიურ იმპულსს: ტკბობის სურვილი, ცოდნის სურვილი და ცხოვრების, ანუ არსებობის სურვილი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სინამდვილეში არც ერთმა მიწიერმა ფსიქოლოგმა არ იცის, რატომ აქვს ადამიანს ეს სამი იმპულსი. არავის შეუძლია ახსნას, საიდან მოდიან ისინი, და არავის შეუძლია ახსნას, რატომ უნდა ვიარსებოთ.
რატომ ვეჭიდებით ასე სიცოცხლეს? იმიტომ რომ - ეს სულის ბუნებაა. სულმა სხეულსა და ჭკუაზე მოახდინა ამ სურვილების პროეცირება. ისინი ძალიან ძლიერნი არიან, და არავის შეუძლია მათი დაძლევა.
შეგვიძლია სხვა იმპულსების ანალიზიც მოვახდინოთ. სექსი - ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძნელადგადასალახი იმპულსია ადამიანში. სექსი - ესაა სურვილი, გავაგრძელოთ ჩვენი არსებობა ვიღაც სხვაში. ტკბობის და ცოდნის სურვილიც ძლიერი იმპულსებია, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად არსებობის სურვილი უდევს. ფულის ქონის სურვილი - ესეც არსებობის და უსაფრთხოდ ყოფნის სურვილია. ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ ბევრი ფული ექნებათ, უკეთეს ექიმებს :იყიდიან", რომლებიც გადაარჩენენ. მაგრამ სხეული უნდა მოკვდეს, ამიტომ ჩნდება არყოფნის შიში, რომელიც სინამდვილეში სულაც არ გვემუქრება.
თუ ავიღებთ ნებისმიერ ჩვენს პრობლემას, საბოლოოდ მისი ფესვები - არყოფნის შიში იქნება. მაგალითად, ადამიანებს არ უყვართ პენსიაზე გასვლა, არ უყვართ თავისი ადგილის, პატივის დაკარგვა. ისინი ეჭიდებიან თავის სტატუსს. ეს არყოფნის შიშია. ადამიანი შეეზარდა თავის მდგომარეობას, ტიტულს, ეს მისი "მეს" ნაწილი გახდა. სხვაგვარად არ შეუძლია ცხოვრება, მას რაღაცას ართმევენ, მის არსებობას ურყევენ საფუძველს. ყველაფერი ეს -
ჩვენი ეგოს თამაშებია. ადამიანი თავის ეგოს გამუდმებით აფართოებს, რათა თავისი არსებობა გაამყაროს. მაგრამ ამასთან ერთად იზრდება შიშიც, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან იგი ყველაფერს კარგავს.
ერთმა მეგობარმა სერბეთიდან მომიყვა სერბი ხალხის ტრაგედიის შესახებ. ადრე კოსოვო სერბეთს ეკუთვნოდა. მაგრამ როცა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, სერბებისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მან დაიწყო ფიქრი: "რატომ?! რა მნიშვნელობა აქვს, მაქვს თუ არა მიწის ეს ნაგლეჯი? მე ბელგრადში ვცხოვრობ, და არა კოსოვოში. რატომაა ეს ჩემთვის დარტყმა? იმიტომ რომ ეს - "მე" ვარ! "ჩემი" ნაწილი მომაჭრეს! ეს "ჩემი" მიწა იყო!"...
ასე მუშაობს ადამიანის განპირობებული ცნობიერება: იგი აიგივებს თავს რაიმესთან, მაგრამ ეს - ცრუ გაიგივებაა.
ადამიანი თავს აიგივებს არა მხოლოდ თავის სხეულთან, არამედ ყველაფერ იმასთან, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია სხეულთან. იგი ყველგან ავრცელებს თავის ეგოს. ცდილობს შეინარჩუნოს ყველაფერი, მაგრამ რადგანაც არ ძალუძს ეს, - შიშს განიცდის. ამ შიშს მივყავართ იქამდე, რომ ადამიანი ეჭვიანობს, სისულელეებს აკეთებს, ცოდვებს სჩადის.
ისრაელში არსებობს გამოთქმა: "нету воена храбрей, чем перепуганный еврей" (არ არსებობს უფრო მამაცი მეომარი, ვიდრე შეშინებული ებრაელია). როცა ადამიანს ეშინია, ის ძალიან მამაცი მეომარი ხდება. ამ სამყაროში აგრესია და ომები შიშისგან მომდინარეობს, და იმ საფრთხისგან, რაც ჩვენს არსებობას ემუქრება.
ყველაფრის საფუძველი შიშია. იგი ჩვენი არსებობის ისეთი მყარი ფონია. რომ ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ეშინია. თუ ჩვეულებრივ ადამიანს კითხავთ, ეშინია თუ არა, იგი გიპასუხებთ: "არა, არ მეშინია". ადამიანი იმდენად შეეზარდა თავის შიშს, რომ ვერც კი ამჩნევს ამას. მას არ ესმის, რამდენად ღრმაა ეს შიში, სანამ არ ეტყვიან, რომ მას კიბო აქვს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად ვართ მიჯაჭვული ჩვენს სხეულზე და გვეშინია არსებობის შეწყვეტის, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ გეტყვიან: "თქვენ მეოთხე ხარისხის კიბო გაქვთ", ან "სიამოვნება" რომ გაგიხანგრძლივონ, - "მესამე ხარისხის კიბო".
ის ადამიანიც კი, რომელიც ფლობს ცოდნას, რომ სულია, და უკვდავია, "წებოვან" შიშს განიცდის. ეს ემოციური მდგომარეობა მთელ ჩვენს არსებობას განმსჭვალავს და თანდაყოლილია.
ადამიანს არ ასწავლიან ამას, იგი იბადება სიკვდილის შიშით. პატარა ბავშვი, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის, მთლიანად შიშისგან შედგება. ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანი უკვე ბევრჯერ დაბადებულა და მომკვდარა. მან იცის, რას ნიშნავს სიკვდილი. ჩვენ არ შეგვიძლია გვეშინოდეს იმის, რაც არ განგვიცდია. ყველამ იცის, რას ნიშნავს სიკვდილი: "მე ვკარგავ ყველაფერს და სრულ გაურკვევლობაში, სიცარიელეში, ვაკუუმში ვხვდები".
სულის თავდაპირველი მდგომარეობა - ღმერთისადმი მიჯაჭვულობა, ანუ სიყვარულია. მაგრამ როცა ადამიანი შიშს განიცდის, ეს მიჯაჭვულობა მატერიისადმი მიჯაჭვულობად იქცევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ჩვენი შიშების და მიჯაჭვულობების პრიზმაში ვუყურებთ. ამაშია პრობლემა, იმიტომ, რომ იგივე შიში ხდება ჩვენი მერყეობის მიზეზი სულიერ გზაზე და ღმერთისადმი მინდობაში გვიშლის ხელს.
ამგვარად, შიში სულისგან მომდინარეობს. სული, რომელსაც ყოფიერების ბუნება აქვს, ახდენს ცნობიერების პროეციერბას სხეულზე, მატერიაზე, და ამიტომ შიშს განიცდის.
* * *
გაურკვევლობის შიშიჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ გმირები, მაგრამ გმირები აქ ამ სამყაროში. ჩვენი გმირობა მდგომარეობს მატერიალურ სამყაროში ტკბობის სურვილში. როგორც წესი ადამიანები ამაყობენ თავიანთი გმირობებით, თავგადასავლებით. ისინი თვითონ იქმნიან გმირის ხატ-სახეს. ის, ვინც ყველაზე უკეთ ტკბება, გმირიც ისაა.
მატერიალურ სამყაროშI არის ორი ხატ-სახე (образ), რომლებზეც ადამიანები არიან მიჯაჭვულნი: გმირი და მოწამე (ტანჯული). როცა ადამიანი ტკბება, ის გმირია, როცა იტანჯება - მოწამე. ერთზეც და მეორეზეც ადამიანი ერთნაირადაა მიჯაჭვული.
ღმერთი გვეუბნება: "შენ არ ეკუთვნი ამ სამყაროს! მოდი ჩემთან! მთელ სულიერ სამყაროს გადმოგცემ!" ჩვენ ვპასუხობთ: "არა, ჯობია აქ მოვკვდე! დაე მოწამე ვიყო! მომეცი საშუალება ვიტანჯო!"
ესაა პირველი პრობლემა, რომელსაც მატერიალურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ჩვენ არ გვინდა სულიერ სამყაროში. როგორც ერთხელ იულიუს კეისარმა თქვა: "ჯობია პირველი ადამიანი იყო სოფელში, ვიდრე მეორე რომში". ასევე ვამბობთ ჩვენც: "ჯობია პირველი ვიყოთ მატერიალურ სამყაროში, ვიდრე მეორე - ღმერთის შემდეგ - სულიერში".
თავისი არსით ეს გაურკვევლობის შიშია, შიში, რომ საკუთარი თავი შევცვალოთ, ან რამე შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში. ფატალიზმი, ან ლეთარგია, რომელიც სულიერი ცხოვრების დასაწყისში გვიპყრობს, როცა პარალიზებულნი ვართ და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გვეშინია, - ეს გაურკვევლობის შიშია. აქ რაღაც გვაქვს, აქ ყველაფერი ვიცით, აქ გმირები ვართ. რომც ვიტანჯებოდეთ - ეს "ჩვენი" ტანჯვებია. ისინიც ჩვენი ცრუ "მეს" ნაწილია.
This post has been edited by cinemamu on 25 Feb 2012, 18:42