Giorgi1984ლინგვისტურ (როგორიცაა ლექსიკონები და ბიბლიური სიტყვების განმარტებები) ნაშრომებში, არც იქნება ბიბლიური ხილვების ახსნა.

ხილვების ახსნა-განმარტებები უკვე სცდება ლინგვისტიკას და თეოლოგიური ინტერპრეტაციის საკითხია. ამიტომ არასწორია მთარგმნელის დადანაშაულება და იმის თქმა, ბორბალს რატომ წერ ხილვაში გამოყენებულ ბორბალზეო, როცა ეზეკიელის ხილვადი სწორედ რომ სიტყვა ბორბალია (ებრ: ოფანიმ) გამოყენებული. დანარჩენი რასაც შენ ამბობ, ინტერპრეტაციის საკითხია.
ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირველ სამ თავში აღწერილია ხ-ი-ლ-ვ-ა, რომელიც ეზეკიელმა იხილა. ხილვაში ეზეკიელ წინასწარმეტყველმა ნახა შემდეგინრამ:
ა) ჩრდილოეთიდან მომავალი ძლიერი ქარიშხალი,
ბ) სქელი ღრუბლები და
გ) მოგიზგიზე ცეცხლი.
და დ) მისი შუაგულიდან გამოვიდა ოთხი ცოცხალი არსება, რომელთაც ადამიანის, ლომის, ხბოსა და არწივის სახეები და ფრთები ჰქონდათ. (მე ამ ხილვაში ცოცხალ არსებად აღწერილს, პირდაპირი გაგებით ანგელოზების მსგავს ქმნილებებად არ აღვიქვამ).
ეზეკიელის ხილვაში დანახულის თანახმად, ეს ოთხი "ცოცხალი არსებები", მოგიზგიზე ნაკვერჩხალს ჰგავდნენ და თითოეულის გვერდით შიშის მომგვრელი სიდიდის ბორბალი იყო, რომელთა აგებულებაც ისეთი იყო, თითქოს ბორბალი ბორბალში იჯდა, მათი სალტეები კი თვალებით იყო სავსე. ბორბლები ერთდროულად მოძრაობდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ცოცხალი არსებების თავს ზემოთ სივრცის მსგავსი რაღაც იყო, ხოლო სივრცის ზემოთ ტახტი იდგა. და მასზე ეზეკიელი ამბობს, რომ 'უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა"-ო. (1:28).
ხილვა ალბათ იცი რას ნიშნავს; ხილვა არის ღვთის მიერ მოვლენილი სიმბოლური ან წინასწარმეტყველური მნიშვნელობის გამოსახულებათა ერთობლიობა, რასაც ადამიანი აღიქვამს, როგორც თითქოს რეალურს. ხილვაში შრიძლება უჩვეულო სახით, სიმბოლური მნიშვნელობებით გამოიყენებოდეს საგნები და ცოცხალი არსებები. ამიტომ ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგო. ხილვაში გამოყენებული საგნები, სახელები, სიტყვები და არსებები, შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს/ასიმბოლოებდეს და არ წარმოადგენდეს რეალური მოვლენის პირდაპირ დანახვას და აღწერას. ამ შემთხვევაშიც სწორედ რომ ხილვას ჰქონდა ადგილი, როგორც ამას თვითონ ეზეკიელი ამბობს! და მასში მოხსენოებული ბორბლები (ებრაულად ოფანიმ) სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია, რომ ანგელოზებზე კი არა, სხვა რამეზე მიუთითბდეს. როგორც წინა პოსტებშიც დავწერე, ინტერპრეტაციის საკითხია ეზეკიელის ხილვის ეგ მონაკვეთი და ლინგვისტურ შეცდომასთან არაფერი აქვს საერთო. არადა მთარგმნელებზე ამბობდი (თუმცა, ლინგვისტურად ჯერ კიდევ ვერ დაასაბუთე სიტყვა ოფანიმ-ის ბორბლებად თარგმნა თუ არასწორია), სიტყვა ბორბალი რატომ თარგმნესო, მაშინ როცა ეზეკიელის მიერ, სიტყვა ბორბალია გამოყენებული ხილვაში დანახული ობიექტების აღწერისას.
ახლა დააკვირდი, რომ ისევე როგორც ამ შემთხვევაში ეზეკიელმა ხილვაში იხილა ზეციური ეტლი, რომელიც თითქოსდა ოთხივე მიმართულებით მოძრაობდა ერთდროულად, იერემიამ იხილა დამპალი ლეღვით და კარგი ლეღვით სავსე კალათები, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა! ხოლო პეტრემ იხილა თითქოსდა ზეციდან ტილო ეშვებოდა უწმინდური ცხოველების ხორცით სავსე და ეს არ ნიშნავდა რომ პირდაპირი გაგებით ტილოზე ან ტილოშო დედამიწის ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები წარსდგენ პეტრეს წინ.

ხილვა არ უნდა გაიგებოდეს პირდაპირი გაგებით. შენ არ ვიცი, მაგრამ ეს სურათი ძალიან მომწონს, კარგად გადმოსცემს ეზეკიელის ხილვას:
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.