რას ნიშნავს "ქრისტეს კანონი არ მოქმედებდა"? ახლა მოქმედებს ქრისტეს კანონი?
მოდი ასე შევხედოთ საკითხს: რა უნდა იყოს ადამიანის მიზანი - რომ თვითონ არ მოკლას, თუ ზოგადად ნაკლები მკვლელობა მოხდეს?
მე მიმაჩნია რომ მეორე. ანუ თუ ადამიანიმა მოკლა მეორე ადამიანი, რომელიც 2 სხვა ადამიანის მოკვლას აპირებდა, მე ჩავთვლი რომ ის სრულიად სწორად მოიქცა. ვფიქრობ ქრისტე დამეთანხმებოდა

ანუ იმჰო "არა კაც ჰკლა" არ უნდა გავიგოთ პირდაპირ და უბრალოდ გამონაკლისების მითითება არ გამოდიოდა იქ.
გამონაკლისი საფრთხის შემცველია - თუ არსებობს რაიმე გამონაკლისი შემთხვევა, ადამიანს აქვს საუცარი უნდა რომ თავის სიტუაციას მიუსადაგოს ეს გამონაკლისი შემთხვევა - "რომ არ მომეკლა, თვითონ მომკლავდა, ან სხვას მოკლავდა მერე... ასე რომ უცოდველი ვარ და ა.შ."
ასე რომ მასებისთვის იმის თქმა რომ რაღაც შემთხვევებში მოკვლა ჯობია, მითუმეტეს მაშინ, ქრისტეს დროს, არ იქნებოდა სწორი.
მე ასე ვუყურებ: მიზანი არის მშვიდობიანი სამყარო, სადაც არავინ არავის არ კლავს. ყველა ქრისტიანმა, ან არაქრისტიანმა რომელიც ამ მიზანს იზიარებს, უნდა გააკეთოს ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად.
იმ სამყაროში იცხოვრებენ ადამიანები, რომელებიც მართლა არასდროს არავის არ კლავენ, არ დგებიან არჩევანის წინაშე – მოვკლა თუ მომკლას.
მაგრამ სამყარო ასეთი ჯერ არ არის.
ახლა ცხოვრება იმ წესებით, რომლებიც იმ მშვიდობიან სამყაროში იქნება, არის თავის მოტყუებაადამიანი უნდა გრძნობდეს თავს სამყაროს ნაწილად და უნდა იღებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას სამყაროზე.
"მე არ მოვკლავ არავის, მერე სამოთხეში მოვხვდები და სხვებს თავში ქვა უხლიათ" – არ მიმაჩნია ეს სწორად.
მშვიდობის მოყვარე ადამიანი უნდა აკეთებდეს ყველაფერს რომ არ დაიწყოს ომი.
თუ ომი დაიწყო, მერე ამ ომში არ–წასვლა არ შეამცირებს მკვლელობების რაოდენობას, ასე რომ შეიძლება მშვიდობისმოყვარე ადამიანმა გადაწყვიტოს რომ ჯობია წავიდეს და იბრძოლოს იმ მხარეზე, რომლის გამარჯვებაც საბოლოო მშვიდობისთვის უფრო კარგი იქნება.