მათე ციტირებს მაგ მუხლს პირველივე თავში:
22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:
23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.
ემანუელი წოდება იყო და არა სახელი, უფალ იესოს ბევრი წოდება ჰქონდა ძველ აღთქმაში. მაგალითად ესაიას მეცხრე თავში:
5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
ასევე ლუკას პირველ თავში:
31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.
35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.
76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.
იერემიას 23–ე
5. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
6. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.
33–ე
15. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
16. იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.
უფლის წოდებები ასევე იყო ალფა და ომეგა, მწყემსი კეთილი, ღვთის ძე, კაცის ძე და ა.შ.
რეჟისორიმზის მეტი არაფერი ანათებს სამყაროში?