#58845371 · 6 Feb 2022, 12:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (oldfriend @ 15 Jan 2022, 16:26 ) | კიდევ ერთი რამ რაც მაფიქრებს: წარმოგიდგენ სიტუაციას.შენთან მოდის ორი პიროვნება.ერთი გეუბნება რო მამაშენია(ჩავთვალოთ მამაშენს არ იცნობ.და არ გინახავს).გეუბნება რო მას უნდა შეწირო ცხოვრება,უნდა ენდო,და კითხვები არ უნდა დასვა.(რა თქმა უნდა ვგულისხმობ ღმერთს)
მაგრამ ამ დროს ჩნდება მეორე ტიპი.გეუბნება არ არის მართებული ვინც არ უნდა იყოს იმის ჭკუაზე იარო კითხვების გარეშე და შენ როგორც თავმოყვარე არსებას,გაქვს უფლება ეჭვი შეიტანო ყველაფერში და საკუთარინ ტვინით იაზროვნო.(ანუ ეშაკი)
გამოდის რო ერთი გაქცევს უუფლებო მონად,ზომბად,რომელმაც ყველაფერზე თავი უნდა აქნიოს. მეორე კიდე კრიტიკულ აზროვნებას გიყალიბებს,რაც ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. რატომ არის ამ სიტუაციაში ეშმაკი დამნაშავე?? |
სწორი და ლოგიკური დასკვნები რომ გააკეთოს ადამიანმა უნდა ის სიუჯეტი სრული მთლიანობით იყოს წარმოდგენილი მსჯელობისას. პირველი ფაქტორი ბიბლიის მიხედვით ადამი,ევაც როგორც ღმერთს ისე ანგელოზებს კარგს თუ ცუდს ხედავდნენ და ელაპარაკებოდნენ. ანუ ეს ნათქვამი მამას არ იცნობენ და არ უნახიათ არ იყო. ადამსაც და ევასაც ღმერთზე საკმაო იცოდნენ ესაუბრებოდნენ კიდეც ნანახიც ყავდათ და ისიც იცოდნენ რაც მათთვის გააკეთა.
მეორე ფაქტორი როცა ბავშვი იბადება ის უცებ პროფესორი ვერ ხდება არამედ დრო სჭირდება რომ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და მეტ საკითხებში გაერკვეს. ასევე ადამი და ევაც გადიოდნენ ამ პროცესს როგორც წერია რომ სამოთხეში არსებული ფლორა ფაუნის წარმომადგენლებისთვის ადამს უნდა სახელები დაერქმია მათი შესწავლით მათზე დაკვირვებით შესაფერისი. ასევე დაევალათ იქაურობაზე ზრუნვა და მოვლა. ასევე ორი ხე ერთი სიცოცხლის და მეორე ცოდნის ანუ სიკეთის და ბოროტების გარჩევის. მათზე უთხრა "გააფრთხილაო" რომ არ შეეჭამათ ანუ ისინი ჯერ მზად არ იყვნენ ამ ინფორმაციის მისაღებად როცა უკვე კარგად გაერკვეოდნენ ყველაფერში მერე ეს და სხვა ყველა ინფორმაციაც მათთვის ნებადართული იქნებოდა. მაგ როგორც ეხლა 2-3 წლის ბავშვს არ უნდა ელაპარაკო +18 ის თემებზე. ანუ იყო დროებითი გაფრთხილება და აკრძალვა. ასევე არიყო არსად არ დასვა კითხვები, ცხოვრება შეწირო და ბრმად და მონურად ემორცილებოდე მსგავსი არსად არაფერი ჩანს. პირიქით ადამ და ევას დაევალათ ღმერთისგან შექმნილი ფლორა ფაუნის მოვლა მათი შესწავლა სახელების დარქმევა და სხვა. ეს პროცესი კი ხდება პირიქით ბევრი კითხვების დასმით და მერე მათზე პასუხების გაცემით რაც განაპირობებს ადამიანის ინტელექტუალურ ზრდას.
ეხლა ეს"მეორე ტიპი"' რომ ჩნდება რას აკეთებს იგი არ ეჩვენება ევას ანგელოზის და იმ სახით რაც სინამდვილეში ჰქონდა არამედ ფაუნის ერთერთი წარმომადგენლის გველის სახით რომ ევა არ დააფრთხოს შემდეგ გამარჯობასაც არ ეუბნება პირდაპირ იმ თემაზე უწყებს საუბარს ევას რაც მომავალში უნდა რომ გააკეთებინოს. თან პირველი ტყუილით იწყებს ღმერთმა ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგიკრძალათო ეკითხება როცა ისეთ პასუხს იღებს რაც სინამდვილეში იყო ახლა მეორე ტყუილს ეუბნება არც მოკვდებით და არც არაფერი ზიანი მოგივათ თუ იმ ხის ნაყოფს დროზე ადრე შეჭამთო. ანუ ეხლა ღმერთი გამოყავს მატყუარა და ცუდი და თვითონ კეთილის მსურველი და აშ. ვითომ ღმერთს არ უნდა რომ ადამ და ევა კარგად იყვნენ და უმალავს ამას და აშ. ვრცელი თემაა აღარ დავწერ.
3 ფაქტორი ადამიანზე თუ ანგელოზზე არ მსჯელობენ მხოლოდ მისი ნათქვამი ორი სიტყვის მიხედვით, არამედ მაგ ადამიანის ცუდ-კარგობას აფასებენ მთელი მისი ცხოვრების და მისი საქციელების მიხედვით სხვა ადამიანების მიმართ. ასევე ეშმაკის ცუდ კარგობაზე საუბარი მხოლოდ იმ ორიოდე სიტყვით რაც ევას უთხრა არასაკმარისია ეს მცირე სიუჯეტი კი ხატავს გარკვეულ სურათს თუმცა უნდა სხვა კითხვებიც დაისვას ვინაა ის დაცემული ანგელოზი რა სურვილები, მიზნები აქვს და რა დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და რატო გააკეთა ის რაც გააკეთა. ხოლო ბიბლიის სიუჟეტს თუ გავყვებით უკვე სიუჟეტი კარგად ჩანს და ყველა ამ კითხვაზე არის პასუხი. თუნდაც იობის წიგნი და როგორ იქცევა იქ დაცემული ანგელოზი და კიდე სხვა მრავალი. მოკლედ კი ასე იყო რადგან იგი გამოძევებულ იქნა ზეციდან თავის მიმდევარ 1/3 ანგელოზებთან ერთად. იგი განსაკუთრებით ემტერებოდა ადამიანთა შთამომავლობას რომელთაც უნდა მის ადგილები დაიკავონ ზეცაში. და სხვა მიზეზები კიდე.
|