Armorუფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ძალიან "ლაითად" უდგები რა საკითხებს ხოლმე... რაღაც შენთვის არ ჟღერს კარგად და დაახლოებით სამი ათასი წლის წინ რა გრამატიკაც იყო იმას ადარებ დღევანდელ საუბრის სტილს? დიდი ამბავი რომ ასაკია დასახელებული თერახის.. არადა ეს იმის საჩვენებლად წერია, რომ 70 წლის ასაკში
გახდა მამა და დამწერმა აღარ ჩათვალა საჭიროდ დანარჩენის გაჩენის ასაკის დაკონკრეტება... ამაზე რომ აპელირებ წესით უნდა იცოდე და გქონდეს გარკვეული არის თუ არა მსგავსი ტექსტი ბიბლიაში... მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ გასწავლა ეს "შეცდომები" და შენც აიტაცე.. მაპატიე თუ ვცდები, მაგრამ.... არგუმენტების შეუფერებელ თავდაჯერებულობას ავლენ..

რა თქმა უნდა არის მსგავსი ტექსტი ბიბლიაში ბევრი თანაც, მაგრამ არ ავაჭრელებ მაგალითებით და ისევ ნოეს მაგალითიდან განახებ იგივენაირ ტექსტს:
"ხუთასი წელი შეუსრულდა ნოეს, და შეეძინა სემი, ქამი და იაფეთი." (დაბ.5:32)... აქაც რა საჭირო იყო ასაკის დასახელება როცა ვაჟები გააჩინა, ტყუპები ხო არ იყვნენ ნეტა?

პ.ს. ანგარიშს იმიტომ გეკითხები რომ მაინტერესებს რამდენად გაიგე, თორემ აქ მარათონზე არ ვარ გამოსული..
This post has been edited by mama-agapea on 18 May 2009, 16:58
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.