Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფილოსოფია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#12237850
· 13 Jan 2009, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩვენ რა ვქნათ გარდა
თქვენ უნდა ქნათ ის, რასაც აქამდე შვრებოდით.
დირექტივებს პარტია იძლევა.
მშვიდობით
P.S.
детьский сад
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jbakur
Crazy Member
ჯგუფი: Registered
jbakur
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1464
წევრი No.: 50306
რეგისტრ.: 29-December 07
#12241581
· 14 Jan 2009, 02:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მომავალ შეხვედრამდე............................................
--------------------
http://pilgrimspursuit.com/ge/
http://ca.youtube.com/user/TMalakia
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#12242172
· 14 Jan 2009, 04:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alkaspiluka
QUOTE
მერე იტყვიან რაღაცა არ არსებობსო, როგორ არ არსებობს ვერ ხედავთ რაები მომივიდა ამ თემაში
ეს რაები მოგსვლია?...
* * *
QUOTE
ეხლა უბრალოდ, ფილოსოფოსების დროა, არც მორწმუნე და არც ურწმუნო, არამედ მცოდნე.
ვინც იცის მას არ სწამს, ვინაიდან იცის... სწამს მას ვინც არ იცის და გული უგრძნობს მხოლოდ...
* * *
პს. ვინც არც იცის და არც სწამს, მას სძინავს ჯერ, ეზარება ფიქრი...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#12242228
· 14 Jan 2009, 04:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მნათეუსი
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „მე მწამს, რათა გავიგო, და ვიგებ, რათა უკეთ მწამდეს“.
ახლა სხვა დროა, ადამიანი შეიცვალა, აზროვნებამ (გაგებამ) თანამედროვე ადამიანში წამყვანი როლი მიიღო და მას აღარ შეუძლია ამ ფორმულით სარგებლობა. თანამედროვე ადამიანს სურს გებულობდეს, რათა სწამდეს, და სწამდეს, რათა უკეთ გაიგოს. ასე რომ, ადრე თუ ცოდნა იყო რწმენის სამსახურში, ახლა პირიქითაა, თეოლოგია უნდა მსახურებდეს ფილოსოფიას.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ეს არის ახალი გზა, რომელზეც კაცობრიობა დასაწყისში იმყოფება. ეს არც თეიზმია და არც ათეიზმი, არც რაციონალიზმი და არც ირაციონალიზმი – ამ გზას ჯერ სახელი არა აქვს, ვინაიდან ჯერ ნათლად არ გამოკვეთილა მისი კონტურები. ეს ახალი აზროვნება და ახალი ფილოსოფია ჯერჯერობით ასე თუ ისე დასავლეთის რამოდენიმე ცივილიზებულ ქვეყანაშია ფეხმოკიდებული და ამჟამად თავისუფლების და დემოკრატიის სახელითაა ცნობილი. მთავარი სიმბოლო თავისუფლების ქანდაკებაა.
* * *
რამაზ ეს რა არის, შენი ახალი გატაცება?
მესმის რომ შესანიშნავად გამოიყურებიან იდეოლოგიები, დაუზუსტებელი ცნებებით ხომ საერთოდ ბედნიერებას მოგანიჭებენ, მაგრამ ეს, განა მხოლოდ მაშინ არა, როცა ფუნდამენტური ცნებები შეთანხმებული გვაქვს და თითქოს გვესმის კიდეც რას ვამბობთ? საქმეც ამაშია: ჩვენ არ ვიცით ჩვენი მდგომარეობის სახელი, ჩვენ არ ვიცით რა არის სინამდვილეში ცოდნა
არსებობს ასეთი საშინელი ფილმი, რომელიც იმდენად მგავს რომ მძულს კიდეც.... "კუბი" ქვია, სიუჟეტია დაახლოებით ასეთია: 10 ადამიანი ხვდება კუბის ფორმის ოთახში, არ იცის საიდან, როგორ, რანაირად, რა კლასიფიკაციით... აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროდან და სხვადასხვა ცხოვრებიდან... ამ ოთახს ექვსივე მხარეს გასასვლელი აქვს და ამ ექვსივე კარს მიღმა, ასეთივე ფორმის კუბია, იმის მიღმაც ასეთივე და ა.შ მოკლედ - როგორც აღმოჩნდება, ეს ოთახები გადაადგილდებიან... ბუნებრივია 10-ვე ადამიანი, საკმაოდ დაბნეული, გაუგებარი სვლებითა და ინსტიქტებით იწყებს ოთახებში გასასვლელის ძიებას, სადაც მათ არც თუ სასიამოვნო სურპრიზები ელით... და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ ოთახიდან არ უნდა გამოსულიყვნენ იწყება ბრძოლა უკან დაბრუნებისკენ
მოკლედ, ამით იმის თქმა მსურს რომ პირველად უცოდინრობისკენ დაბრუნება, შესაძლოა სულაც არ არის არასწორი ნაბიჯი
თუ საათის ისარი წინ მიდის, ყველაზე გონივრული და სწორი არჩევანი მისი უკან დაბრუნებაა...
რა არის ცოდნა?
რა არის რწმენა?
რადგან ერთს გვერდს გამოცდილება უმაგრებს, ამიტომ სანდოა - ხოლო მეორეს ლოგიკა და სწრაფვა, უნდო?
გეთანხმები, რომ პირველი გაცილებით მყარი საფუძველისაა, მაგრამ ვერანაირ "გარანტიებზე" აქ ვერ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ ახალი გაბრძოლება იქნება ახალი დეფინიციისკენ, აღტკინებული, ბავშვური მოლოდინით, რომ მოვიგონებთ რამეს
This post has been edited by
მნათეუსი
on 14 Jan 2009, 05:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
S. pilgrim
Member
ჯგუფი: Registered
S. pilgrim
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 39
წევრი No.: 82323
რეგისტრ.: 13-January 09
#12243091
· 14 Jan 2009, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(რამაზი @ 13 Jan 2009, 20:22 )
აბა გავისიგრძეგანოთ.
არსად პავლეს ეპისტოლეში ფილოსოფოსი არაა ნახსენები, არამედ ბრძენნი. სოკრატე, პლატონი და ყველა სხვა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი სიბრძნეზე არასოდეს დებდა თავს. ასე რომ პავლეს ეპისტოლე ფილოსოფიას და ფილოსოფოსებს არ ეხებათ. დარწმუნებული ვარ, თუ პავლე იცნობდა პლატონის თხზულებებს, უდიდესი პატივისცემა ექნებოდა მისი.
ერთი ცნობილი ქრისტიანი ფილოსოფოსი დამისახელე, ვინც კლასიკური ბერძნული ფილოსოფიის კარგი მცოდნე არ იყო.
ან საერთოდ ერთი მართლაც განათლებული ადამიანი, ვისაც არცერთი ფილოსოფოსი არ წაუკითხავს.
ქრისტიანი ფილოსოფოსებისთვის რწმენას და ბიბლიას რატომღაც ფილოსოფიაზე გული არ აუცრუებიათ. პირიქით, მათ დაგვიტოვეს ბრწყინვალე ფილოსოფიური თხზულებები, რომლებშიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, მაგალითად ავგუსტინე, ორიგენი თუ ტერტულიანე.
ნუ მეჭიდავებით რა, გითხარით უკვე.
P.S.
ფორუმზე რომ დავრეგისტრირდი, თხოვნა გამოვთქვი რომ ფილოსოფიის განყოფილება გაეხსნათ. გახსნეს, მაგრამ რელიგიასთან ერთად, რის შემდეგაც გამოვთქვი თხოვნა ფილოსოფია ყოფილიყო ცალკე, მაგრამ ერთად დატოვეს.
ასე რომ, ბოდიში თუ ვინმე შეგაწუხეთ.
მალე ჩავიძირები ამ თემასთან ერთად და ალბათ აქ აღარასოდეს ამოვყვინთავ.
რამაზი
გეთანხმები, პავლესთან ნამდვილად არ არის ნახსენები ფილოსოფოსი, იმიტომ რომ მან იპოვა უფრო მეტი, იესო ქრიატეს სახით "
რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი
" კოლ. 2:3;
პეტრე მოციქული თავის მეორე წერილში მოიხსენიებს პავლეს და ამბობს: "
როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით
" 2პეტ. 3:15; მისთვის მინიჭებულ სიბრძნეში რა თქმა უნდა მოციქული პეტრე გულისხმობს სიბრძნეს, რომელიც თავად უფალმა, იესო ქრისტემ მიანიჭა პავლეს. როგორც ვხედავთ პავლე ბრძენი კაცი ყოფილა, და აქედან გამომდინარე, ფილოსოფოსებს რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონოდათ, ჭეშმარიტი სიბრძნის მქონე პავლე ხომ მოიხსენიებდა მათ თავის წერილებში. მაგრამ იგი უდიდესს ავტორიტეტად მოიხსენიებს თითქმის ყველა წინასწარმეტყველს, დავითის ფსალმუნებს, მოსეს ხუთწიგნეულსა და სხვა ძველი აღთქმის წიგნებს. თავის საყვარელ მოწაფე ტიმოთეს კი ურჩევს:
2ტიმოთე თავი 3
14 შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია.
15 რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში.
16 მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში.
17 რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
რამაზ თქვენ რომ ამბობთ დარწმუნებული ვარ, თუ პავლე იცნობდა პლატონის თხზულებებს, უდიდესი პატივისცემა ექნებოდაო მისი, განა ქრისტიან ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ვინმეს თხზულებების მიმართ პატივისცემა?
პატივისცემა კი არ არის მთავარი არამედ ავტორიტეტი, ავტორიტეტი კი როგოც ზემოთ ავღნიშნე პავლესათვის არის იესო ქრისტე და წმინდა წერილები.
QUOTE
ქრისტიანი ფილოსოფოსებისთვის რწმენას და ბიბლიას რატომღაც ფილოსოფიაზე გული არ აუცრუებიათ. პირიქით, მათ დაგვიტოვეს ბრწყინვალე ფილოსოფიური თხზულებები, რომლებშიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, მაგალითად ავგუსტინე, ორიგენი თუ ტერტულიანე.
ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან ზუსტად იმიტომ რომ მათ ქრისტიანობას ფილოსოფია დაამატეს. მე ვერსად ვერ ვნახე რომ ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, პავლე და მთელი ბიბლიის წიგნის ავტორები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#12243368
· 14 Jan 2009, 11:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნათეუსი
QUOTE
ეს რა არის, შენი ახალი გატაცება?
ბოლო 100 წლის ისტორიას გადახედე და მიხვდები, რომ ეს მთელი მსოფლიოს ახალი გატაცებაა.
აგერ, ჩვენთანაც მოაკაკუნა როგორც იქნა.
თვით ეს განყოფილება თავისი წესებით (
რელიგია-ფილოსოფიის განყოფილების წესები
) ჩემი ნათქვამის მკაფიო დადასტურებაა, ხოლო თქვენ და დათიკო სწორედ მაგ ახალი გატაცების მსახური ამ ფორუმზე (თანაც კარგი, რისთვისაც მადლობას გიხდით)
მაშ
This post has been edited by
რამაზი
on 14 Jan 2009, 12:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
წერილები: 475
წევრი No.: 82276
რეგისტრ.: 12-January 09
#12243379
· 14 Jan 2009, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ.
ეგ გარშემო ხალხმაც იციან.
ტუილად არ უძახიან
"ფილოსოფოს ..ვინც არაფელი არ იცის რა ყველაფერძე ლაპარაკობს.."
--------------------
მუმა ჩქინი, ნამუთ რექ ცას, წიმიდე რდას სახელი ჩქანი, დო მორთას ზოჯვა სქანი, დო რდას ნება სქანი ქვეყანას, მუჭოთ ცას რე, ქობალი გაჭირებას ქომუჩით ჩქი ათე დღას, დო ქმომინტეეთ ვალი ჩქინი, მუჭოთ ჩქი მიუტეენთ მოვალეს ჩქინს, დო ნუ მემჩანთ ჩქი უბადო საქმეს, ათეშენი მირსხით ჩქი უბადო შე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#12243386
· 14 Jan 2009, 12:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბოლო 100 წლის ისტორიას გადახედე და მიხვდები, რომ ეს მთელი მსოფლიოს ახალი გატაცებაა.
აგერ, ჩვენთანაც მოაკაკუნა როგორც იქნა.
თვით ეს განყოფილება თავისი წესებით (რელიგია-ფილოსოფიის განყოფილების წესები: ჩემი ნათქვამის მკაფიო დადასტურებაა.
მაშ
იფ, იფ, იფ... დაწერე ახლა და ჰქმნა სიკეთე
რა არის ცოდნა თქვა, მეშენგელაპარაკები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#12244879
· 14 Jan 2009, 14:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნათეუსი
QUOTE
რა არის ცოდნა
სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს.
ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით.
შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში.
ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის:
ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს.
მოკლედ:
ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა.
მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.
უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე.
ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით.
ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული).
* * *
S. pilgrim
QUOTE
სიბრძნეში ... მოციქული პეტრე გულისხმობს სიბრძნეს, რომელიც თავად უფალმა ... მიანიჭა პავლეს.
მეც მანდა ვარ, ეგრეა ჭეშმარიტად.
ხოლო აქ: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“, ლაპარაკია ადამიანურ სიბრძნეზე, რომელიც „არის უგუნურება ღვთის წინაშე“(პავლეს ეპისტოლენი.პირველი კორინთელთა მიმართ.თავი მესამე.19).
ეხლა რა მინდა ვთქვა. ბიბლიის გაგება არაა ადვილი საქმე, უფრო მეტიც, შეუძლებელია ადამიანური გონებით, რომელიც წარწყმედილია და ხიბლშია მოქცეული. აი კარგი მაგალითიც: ერთ ადგილას სიბრძნე ცუდაა მოხსენიებული –„შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“ და მეორე ადგილას თვით პავლე მოხსენიებულია ბრძენად –„...პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით“. აქედანვე კარგადა სჩანს რომ ბრძენთა სიბრძნე სხვაა და ღმერთისგან მინიჭებული სიბრძნე სხვა. ანუ სიბრძნე კი არ არის ცუდი სიტყვა, არამედ საკუთარი სიბრძნეა ცუდი.
ჰოდა, ეს ღმერთის სიბრძნე რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დაკარგულია, ესეც ხომ ფაქტია.
ჰოდა გამოსავალს ვეძებ, იმდენად არა ჩემთვის, ჩემთვის მოძებნილი მაქვს, არამედ სხვათთვის. გამოსავალს, თუ როგორ უნდა იქნეს მიტანილი ღვთის სიბრძნე თანამედროვე ადამიანთან, რათა მან შესძლოს მისი მიღება.
ესაა პრობლემა!
იმის ძახილი, იწამე, იწამეო, რაღაც ვეღარ მუშაობს კარგად. სწამთ, მაგრამ რა?
* * *
და სწამთ კი?
რას ნიშნავს რწმენა? თუ სწამთ და ფლობენ ღვთის სიბრძნეს და სიყვარულს, რატომ არა სჩანს ეს ცხოვრებაში?
This post has been edited by
რამაზი
on 14 Jan 2009, 14:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#12246551
· 14 Jan 2009, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
* * *
onavara
QUOTE
თანახმა ვარ და სასიხარულო თემაა, მაგრამ კიდევ დაზუსტება ხომ არ არის საჭირო ?! ანუ ჩვენ რა ვქნათ გარდა ფილოსოფოსთა მახასიათებლების ჩამოწერისა ?!
ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო აქ) რომ სულიერების დეფიციტია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ჩვენი ისტორიის ბოლო 20 წლის მოვლენები გაიხსენოს და კაცობრიობის ბოლო 100 წლის.
მე ბევრს ვფიქრობ ამ პრობლემის დაძლევის გზებზე და ვეძებ მსგავს პიროვნებებს, თანამოაზრეებს ამ საქმეში, რამეთუ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო.
მე არ ვაპირებ მხსნელად მოვევლინო მსოფლიოს, მაგრამ მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო სიკეთის სამსახურში.
ესაა სულ.
This post has been edited by
რამაზი
on 14 Jan 2009, 17:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jbakur
Crazy Member
ჯგუფი: Registered
jbakur
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1464
წევრი No.: 50306
რეგისტრ.: 29-December 07
#12250000
· 14 Jan 2009, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(რამაზი @ 14 Jan 2009, 16:25 )
* * *
onavara
QUOTE
თანახმა ვარ და სასიხარულო თემაა, მაგრამ კიდევ დაზუსტება ხომ არ არის საჭირო ?! ანუ ჩვენ რა ვქნათ გარდა ფილოსოფოსთა მახასიათებლების ჩამოწერისა ?!
ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო აქ) რომ სულიერების დეფიციტია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ჩვენი ისტორიის ბოლო 20 წლის მოვლენები გაიხსენოს და კაცობრიობის ბოლო 100 წლის.
მე ბევრს ვფიქრობ ამ პრობლემის დაძლევის გზებზე და ვეძებ მსგავს პიროვნებებს, თანამოაზრეებს ამ საქმეში, რამეთუ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო.
მე არ ვაპირებ მხსნელად მოვევლინო მსოფლიოს, მაგრამ მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო სიკეთის სამსახურში.
ესაა სულ.
აი ეს უკვე სიყვარულის ნიშნებია დანარჩენს კიდევ სული წმინდა დაგვანახებს. თუ როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი გამგებ პიროვნებადე.
მე ეს განყოფილებაც დიდ მიღწევად მიმაჩნია. თქვენ როგორც პროფილიდან ჩანს ძველი დრო უნდა გახსოვდეთ (როცა ხალხი ბნელი იყო) მაშინ ხალხი ბიბლიასაც არ იცნობდა.
აბა ეხლა გადახედეთ, აი რამდენი შესანიშნავი ახალგაზრდაა(ან კიდევ ძველგაზრდა
) ამ ფორუმზე ბიბლიას რომ კითხულობს. პირველ ეტაპზე მთავარია მათ გაუბედონ და ემპირიულად მაინც იცოდნენ ტექსტი. დაიძლიოს ის შიში და გაუცხოება რაც ადრე ჰქონდათ ბიბლიისადმი,ხოლო დანარჩენს სული წმინდა გააკეთებს.(გთხოვთ ნუ გაიგებთ ამ ნათქვამს პრიმიტიულად) რაღაცა ხომ უნდა ავიღოთ და მივიჩნიოთ ავტორიტეტად,რომელსაც შეიძლება რომ ვენდოთ.
თორემ ისე არის დიდი საშიშროება ჩვენი თავი შევთავაზოთ კერპად და ხალხი მოიხიბლოს ან შურით აღივსოს ამ ცოდნით და განსწავლულობით. მთავარი საქმე კი ადგილიდან არ დაიძრეს, რითიც დავემსგავსებით იმავე ეკლესიებს რომლებსაც ასე მგზნებარედ ვაკრიტიკებდით.
პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მერვე
1. ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11951
წევრი No.: 61462
რეგისტრ.: 17-May 08
#12251376
· 14 Jan 2009, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქაც ადამიანური მსჯელობის განუსაზღვრელობა და მეტი არაფერი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
triumpi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
triumpi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13629
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08
#12251915
· 14 Jan 2009, 23:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამაზი
საინტერესოა ამაზე რას იტყვიან:
სიტყვა
თქმული გელათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს
არ ვიცი, ამდენს მშვენივრად თქმულ სიტყვებ შენდეგ რა მოგახსენოთ ისეთი, რომ თქვენთვის ახალი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდა ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობ თავსა--- მისს თვალგაუწვდენელს კიდეებს ერთბაშად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია. ამისთანაა იგი, რომელსაც დღეს დავტირით.
დიაღ,ბატონებო, დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ-ბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწრთვნა და განმტკიცება. ,,ნეტავი იმასაო,--- ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი,--- ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო". აი ჩვენს წინაშე მდებარეა იგი მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც-კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი.
თვითოეული წამი მისის ცხოვრებისა--მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის.ერთად--- კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალ-სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებისა, მადლისა და მოწყალებისა. მე ამაზე ბევრს არას ვიტყვი, რადგანაც ბევრი უკვე ითქვა და ბევრსაც კიდევ იტყვის შთამომავლობა,რომელიც ამ საისტორიე კაცს განიკითხავს თავისის სამართლიანის განკითხვითა.
მე მსურს მხოლოდ აქ ავღნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებული კაცისა,რომელშიც არის,ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი,--- საერო,თუ სამღვდელო,---რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის,ჩემის ფიქრით,მისი აღმატებულება,მისი მნიშვნელობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც,რადგან ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.
ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, ,,ზოგი საგანია,რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ,და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ". ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულთა-სწრაფვა ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც საცნაურად ორისივ გზით, და მით უფრო, რაც ადამიანი თვალ-ახილულია და გონება-გაღვიძებული. ნება-უნებლიეთ ამ ორს სამფლობელოში დადის მოუსვენრად გონება და გული ადამიანისა,რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთაძვრისაგან და მსოფლიო ღელვისაგან.
ამ ორ სამფლობელოთა შორის შემაერთებელ ხიდსა სწნავს მარტო სიბრძნე,რომელიც ასე იშვიათია ამ წუთის-სოფელში,რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელთმთავარი და რომელიც, ჩემის ფიქრით, სხვა არა არის-რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნენ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებრი, ერთსა და იმავე დროს ღვთისა და ბუნებისმეტყველნი.
მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრისა რომ აიღოთ,ძნელად იპოვი მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნონოებდა,თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.
იგი ერთს თავის ქადაგებაში სთხოვდა თავის სამწყსოს, რომელიც ყოველთვის სულ-გაკმედილი უსმენდა ხოლმე, ევედრენით ღმერთს,რომ მომცეს ძალა ჯეროვნად ვემსახურო ეკლესიასა, ესე იგი,თქვენს ცხოვრებასაო, რადგან თვითოეული თქვენგანი და ჩვენგანი ერთად შეადგენს იმ კრებულს,რომელსაც ეკლესია ღვთისა ჰქვიანო. ეს მისთვის ლიტონი სიტყვა არ იყო,საღვთო წერილიდამ ამოკითხული და გაზეპირებული. ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა,ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარეთ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი--ღვაწლად,მადლი-მადლად,საქმე-საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი,რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით თვისი ხანგრძლივი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო,---ამას მარტო ღრმად გამეცნიერებული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს.
რომ მარტო იგი ქება-დიდება შრომისა დაგვრჩენოდა, რომელიც მან გვიღაღადა ერთს თავისს დაუვიწყარ ქადაგებაში,და სხვა არა-რა, ისიც საკმაო იქნებოდა, რომ მისი სახელი ქვეყანას მოჰფენოდა და ჩვენც გვეგრძნო,რა დიდებული და ბრძენი მღვდელმთავარი დაცკარგეთ. ,,მე თვითონ არ მინახავსო,---ამბობს იგი,--- ხოლო გამიგონია სარწმუნო კაცთაგან,რომელ ერთს ძველად-ძველს ეკლესიაში კედელზედ არის დახატული ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი,ხელში უჭირავს ტარი და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახაო!"---ჰნატრულობს ამ საუცხოვო ხატით აღტაცებული მღვდელმთავარი: ---,,მაშინ მე გავიცნობდიო მეორესა კერძოსა საღრმთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემიო! რა კარგი რამ იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი,ყოვლაწმინდისა,რომ ერთს-კერძო მისსა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულის ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით ხელთ ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა ღვთაებრივსა გამოყვანილ იყოს ის ღვთაებრივი სიწმინდე,სიმშვიდე და სიყვარული, თვალთა შინა მისთა ბრწყინავდეს ის უფსკრული გონიერებისა და კრძალულობისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსაო. ესრეთი ხატი იქნებოდა ჭეშმარიტი დროშა,ანუ სიმბოლო,ესე იგი ნიშანი ყოველის ქალის მოვალეობისა, ღირსებისა დამნიშვნელობისაო!"
ასე ათავებს სიტყვას ზეგარდმო-შთაგონებით მღაღადებელი მღვდელმთავარი. განა-ღა შეიძლება ამაზე მეტად გაპატიოსნება,ზე-აღწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრსა გვგონია ვითომც წილად-ხდომილია მარტო მდაბიოსიო.
საკმაოა ეს მოკლე, მაგრამ ღრმად გაბრძნობილი სიტყვა, მღვდელმთავარის ბაგეთაგან წარმოთქმული,რომ კაცმა წარმოიდგინოს მთელი სულიერი ახოვანება და სიბრძნე მისი, რომლის ბაგენი დღეს ჩვენთვის სამუდამოდ დასდუმდნენ ჩვენდა საუბედუროდ. ბევრი რამ არის ნათქვამი შრომისა და გარჯის გაპატიოსნებისათვის,მაგრამ ამისთანა ქებათა-ქება შრომისა შესაძლოა მხოლოდ იმისათვის, რომლის ბაგითაც თითონ თმერთი მეტყველებს.
დიაღ, ბატონებო,მისის ბაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის,როდის-ღა გვაღირსებს ღმერთი იმისთანა კაცს,როგორიც დღეს წაგვართვა. რომ მისმა კაცთათვის თავდადებულ მსახურებამ,მისმა საქმეებმა უქმად არ ჩაიარა, რომ წვრთნა მისი,მისი ზნემაღალი მოძღვრება არ დარჩა ხმად მღაღადებლად უდაბნოში,---ამას ამტკიცებს გლოვა ამოდენა ერისა,რომელიც დღეს შემოჰხვევია ძვირფასს კუბოს, რომ უკანასკნელად ემთხვიოს იმა ბაგეთა,რომლითაც იგი გვლოცავდა და გვრწვრთნიდა, იმ მადლიან მარჯვენას,რომლითაც იგა გვაკურთხებდა და რომელიც მუდამ გაწვდილი იყო დავრდომილთა შემწეობისათვის და დაცემულის აღდგენისათვის.
დღეს ერი ცრემლს აფრქვევს მისთვის, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე იმის მსახურებაში იყო,რომ თვით მოსწმინდოს ერს თვალთაგან ცრემლი ნუგეშინის-ცემითა და მადლის ფენითა. რით იყო ასე ძლიერ სახელოვანი ჩვენი მღვდელმთავარი, რომ გამოიწვია ასეთი დიდი გლოვა ერისა? ნუთუ მარტო სიბრძნითა? არა, სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან. ერთი ისა. რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდან საუკუნემდე ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულნი სხვა ქვეყნად, ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო,--- ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვარით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად.
დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად და სახელის ხსენება მისი ჩვენდა საწვრთნელად. ყოველივე ეს დიდხანს კიდევ ისაქმებს ჩვენში. დიდხანს და დიდხანს ქართველს საბუთი ექნება სთქვას,რაც მარტო დიდ-ბუნებოვან კაცზეა თქმული: მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარიო.
მე რომ მისნი მადლით სავსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელ და მგონია, რომ თავს წამოსდგომია ახლად შობილ ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი, სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება ამ ბრძენთაგან თქმულს:
,,პატარავ, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე,ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ-კი ღიმილი მოგდიოდეს"... და აჰა, ჰქმნა ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოება საუკუნოდ, ყველანი მის გარშემო სტირიან. დიდება სახელსა მისსა!თუ დიდება სანატრელია, აჰა, ისწავლეთ გზანი დიდების შოვნისანი! ამისი მართალი გზა და ცხადი მაგალითი მთელი ცხოვრებაა ამ დიდებულ და მადლიან კაცისა. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი: ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდ-გვაროდაც დიდიაო, და აჰა იგი დიდი კაცი, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს კუბოშია ჩვენ-წინ მდებარე.
ილია ჭავჭავაძე
1896 წ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#12251916
· 14 Jan 2009, 23:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(რამაზი @ 14 Jan 2009, 16:25 )
* * *
onavara
QUOTE
თანახმა ვარ და სასიხარულო თემაა, მაგრამ კიდევ დაზუსტება ხომ არ არის საჭირო ?! ანუ ჩვენ რა ვქნათ გარდა ფილოსოფოსთა მახასიათებლების ჩამოწერისა ?!
ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო აქ) რომ სულიერების დეფიციტია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ჩვენი ისტორიის ბოლო 20 წლის მოვლენები გაიხსენოს და კაცობრიობის ბოლო 100 წლის.
მე ბევრს ვფიქრობ ამ პრობლემის დაძლევის გზებზე და ვეძებ მსგავს პიროვნებებს, თანამოაზრეებს ამ საქმეში, რამეთუ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო.
მე არ ვაპირებ მხსნელად მოვევლინო მსოფლიოს, მაგრამ მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო სიკეთის სამსახურში.
ესაა სულ.
შეგიძლიათ მიგულოთ თანამოაზრედ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chege100
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
chege100
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6569
წევრი No.: 45142
რეგისტრ.: 29-October 07
#12252040
· 15 Jan 2009, 00:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო აქ) რომ სულიერების დეფიციტია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ჩვენი ისტორიის ბოლო 20 წლის მოვლენები გაიხსენოს და კაცობრიობის ბოლო 100 წლის. მე ბევრს ვფიქრობ ამ პრობლემის დაძლევის გზებზე და ვეძებ მსგავს პიროვნებებს, თანამოაზრეებს ამ საქმეში, რამეთუ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო. მე არ ვაპირებ მხსნელად მოვევლინო მსოფლიოს, მაგრამ მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო სიკეთის სამსახურში. ესაა სულ.
სულიერების დეფიციტი მატერიალური მდგომარეობის ბრალია საქარტველოში.... უბრალოდ დრო არ არის ამისთვის
რაც შეეხება გლობალურ ხედვას აქ ......
--------------------
მიხოც მევასება და მიხოს ყვერებიც (c) sexy-bicola
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(7)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1136 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.