NAKASH
ჩემდათავად, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ტელეგადაცემის. ფულზე წმინდანების და ჯვრის
გამოსახვის მიზანშეწონილობაში კი დარწმუნებული არ ვარ. მონარქის გამოსახვა არაა პრობლემა.
უბრალოდ დავაფიქსირე, რომ არსებობს ორი პოზიცია, სახელმწიფოსი და ეკლესიის.
ის, რომ არსებობენ მონეტები წმინდანთა გამოსახულებით, იმით შეიძლება აიხსნას ,
რომ სახელმწიფო მონარქები ხშირად დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდნენ და
ეკლესიას სახელმწიფო და პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ. და ამ საქმეში მონარქებს
მღვდელმთავრებიც არცთუ უხალისოდ ეხმარებოდნენ. (არ დაეხმარებოდა და მოხვდებოდა ყურისძირში.).
იყო გამონაკლისებიც, რა თქმა უნდა.
საქართველოს მთიანეთში ქრისტეს სახელით, ცეცხლითა და მახვილით ქრისტიანობის გავრცელება
გავიხსენოთ. იყო ეს ფაქტი, და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის მიხედვით
ეს გამართლებულია. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით კი - ალბათ, არის.
ჯვაროსნულ ლაშქრობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
"მიეცით კეისარსა კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა" - ქრისტეს ეს სიტყვები, ჩემი აზრით,
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა საწინააღმდეგო არგუმენტს აბათილებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში, სეკულარული საზოგადოების თვალსაზრისით, ღმერთი
არ არსებობს და შესაბამისად -არც წმინდანები არსებობენ. რა პრობლემაა? აირჩიე.
ვინც ყვირის დემოკრატია გვინდაო.... მე მგონი, იმან ეკლესიის მოძღვრებების დაცვას
საერთოდ უნდა დაანებოს თავი, ან რწმენა შეიცვალოს. რადგან დემოკრატია და ადამიანის
უფლებების დაცვა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვასაც გულისხმობს, და კიდევ
ისეთ რაღაცეებს, რაც მართლმადიდებლური (არა მარტო) რელიგიისათვის მიუღებელია.
ისეთი რელიგია, სადაც ჰომოსექსუალებს შორის ჯვრისწერას ეპისკოპოსი ატარებს, ინგლისში
გამოიგონეს.
შეუთავსებლის შეთავსებას ვცდილობთ და თავს კი ვიტყუებთ, არ არსებობს "ცოტათი ორსული",
რელიგიასაც ვერ მოირგებ გემოვნების მიხედვით "აქედან აქამდე კარგია, ამასაც არაუშავს,
ეს - ისე, რაა, ასატანია. დანარჩენი კი ასასტიკად არ მომწონს (მაგ. ქალიშვილობის ინსტიტუტი

)"
This post has been edited by crocodile on 23 Jan 2009, 06:42
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)