ninuca13 სამსახურშიი ვარ და ჩემი შესვენება (ჩქარი)პასუხის დაწერას მოვანდომე

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ მსურს იცოდე სინამდვილე ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ის თუ რას და როგორ იწამებ ეგ შენი პირადი გადასაწყვეტია და შენი პირადი საქმეა. იწამო რაღაც ერთია, და იცოდე სიმართლე მეორე.
ახლა კი პასუხი შენ შეკითხვებზე.
რაში აწყობდა სამღვდელოებას სახელის დაფარვა? ეს ხომ უდიდესი ცოდვაა!
რაში აწყობდა მართლმადიდებელ ეკლესიას იმ ათასობით ბიბლიური ადგილებიდან სადაც ღვთის სახელს იეჰოვას კანონიერი უფლება აქვს ეწეროს და ამ დროს ეკლესიის უმრავლესი თარგმანებიდან ის გააქრეს?
რაში აწყობდათ ამის გაკეთება? რატომ განსხვავდება რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიები ამ საკითხში? რატომ არის რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიებში 9-ჯერ მაინც დატოვეს ღვთის საკუთარი სახელი და ქართულში ამოიღეს საერთოდ და შეცვალეს უფლით? რატომ და რაში აწყობდათ? ვინ არის ამით დაინტერესებული? როგორ შეიძლება სინდალური, რუსული ეკლესიის კანონიკური ბიბლია და ქართული, საპატრიარქოს ქართული ბიბლიები ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან?
საქმე იმაშია რომ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაკეთებულ თარგმანს, რომელიც ცნობილია როგორც "Синодальный перевод" საფუძვლად ედო მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მთარგმნელის მაკარის თარგმანი, რომელმაც თავისი თარგმანი მოამზადა დედნისეული ენებიდან. არქიმანდრიტი მაკარი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი წევრი და ენათმეცნიერები იყო. როდესაც გასული საუკუნის დასაწყისში ეს მამაკაცი სამუშაოს შეუდგა, მთლიანი ბიბლია ჯერ არ იყო თარგმნილი რუსულ ენაზე. მან და პავსკიმ, თარგმნეს რუსულ ენაზე ბიბლია და ის დღეს ცნობილია მაკარის თარგმანად. ეს ის თარგმანია რომელიც საფუძვლად დაედო დღეს კარგად ცნობილ სინოდის მიერ აღიარებულ სინოდალნი პერევოდს სადაც მხოლოდ 9-ჯერ გვხვდება ღვთის სახელი იეჰოვა. ესე იგი, რადგან რუსული სინოდალური თარგმანი მომზადდა არქიმანდრიტ მაკარის თარგმანზე დაყრდნობით სწორედ ამიტომაა მასში 9-ჯერ მაინც შემორჩენილი ღვთის სახელი იეჰოვა. არქიმანდრიტ მაკარის თარგმანში (რომელიც რუსულ ენაზეა) ათასობით გვხვდება ღვთის სახელი იეჰოვა. რატომ..? იმიტომ რომ არქიმანდრიტ მაკარიმ, როდესაც რუსულად გადმოთარგმნა ბიბლია, ის დაეყრდნო ებრაულ, დედნისეულ ტექსტებს და არა ბერძნულ ან ლათინურ თარგმანებს.
ახლა როგორ დგას საქმე ქართულ ბიბლიასთან მიმართებაში?
თუ კი გადახედავ ქართული ბიბლიის თარგმნის ისტორიას ნახავ რომ ისინი მომზადდა ბერძნული და ლათინური თარგმანების მიხედვით და არა ებრაული დედნისეული ხელნაწერების მიხედვით.
სწორედ ამიტომაა რომ ქართულ ბიბლიებში ღვთის სახელი იეჰოვა, სიტყვა უფალით არის შეცვლილი.
ბიბლიის ტრადიციული ქართული თარგმანები სამწუხაროდ, იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებშიც ღვთის სახელი საერთოდ არ გვხვდება.
1992 წლის საქართველოს ეკლესიის კალენდარში (გვ. 203) ვკითხულობთ: «ქართულს დაბადებაში [„დაბადებას“ მთელ ბიბლიას უწოდებდნენ] სახელი ღვთისა „იეგოვა“ გადმოთარგმნილია სახელით „უფალი“». ამ ტრადიციას, როგორც ჩანს, დიდი ხნის ისტორია აქვს და მას ბევრი თანამედროვე თარგმანიც მიჰყვება. „საქართველოს ბიბლიური საზოგადოების“ მიერ 2001 წელს გამოცემული ბიბლიის წინათქმაში აღნიშნულია: „თუმცაღა, როგორც ძველი, ისევე ახალი აღთქმის თარგმნისას გათვალისწინებული იყო ძველქართველ მთარგმნელთა გამოცდილებაც."
მაგალითად, ღვთის სახელის აღმნიშვნელი ცნობილი ტეტრაგრამატონის (ებრაული — יהוה ) შესახებ საქართველოს ბიბლიური საზოგადოების მიერ 2001 წელს გამოცემულ ბიბლიის წინათქმაში ვკითხულობთ: יהוה, " გადმოიცემა, როგორც წესი, სიტყვით — უფალი“.
ნათელია რომ მთარგმნელებმა თვითნებურად გადაწყვიტეს ღვთის ეს დიდებული სახელი დაეფარათ და შეეცვალათ იგი სხვადასხვა სიტყვებიც როგორიცაა მაგალითად "უფალი" რაც ვერ გადმოგვცემს ღვთის სახელის დიდებულებულ მნიშვნელობას.
სახელი „იეჰოვა“ გვხვდება მრავალ ენაზე გამოცემულ ბიბლიის თარგმანებში. მაგალითად, ზოგიერთ ინგლისურ თარგმანში მისი ნახვა ათასობით ადგილზე შეიძლება („The Jerusalem Bible“, „American Standard Version“ და სხვა). ზოგ თარგმანში ღვთის სახელი რამდენიმე ადგილზეა (მაგალითად, „The New English Bible“ და „King James Version“). თუმცა ისმის კითხვა: რა პრინციპით გადმოიტანეს მთარგმნელებმა ღვთის სახელი მხოლოდ ამ ადგილებზე და რატომ არ გადმოიტანეს ის ყველგან, სადაც ებრაულ ტექსტში ტეტრაგრამატონია? ამას მთარგმნელები თვითნებურად წყვეტდნენ; იმის მაგივრად რომ მიჰყოლოდნენ ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებს, მათ თავად გადაწყვიტეს სად დაეტოვათ ღვთის სახელი და სად ამოეღოთ ან როგორც ჩანს გაითვალისწინეს იმ ეკლესიების პოზიცია რომლების თხოვნით დაიწყეს მთარგმნელებმა ბიბლიის მომზადება ამა თუ იმ ენაზე.
ამგვარად ნათელია რა არის იმიზი და რატომ არ არის ქართული ბიბლიების უმრავლეს თარგმანებში ღვთის სახელი იეჰოვა გადმოტანილი. როგორც აღვნიშნე, არქიმანდრიტ მაკარის მიერ შესრულებულ თარგმანში სახელი „იეჰოვა“ 3 500-ზე მეტჯერ გვხვდება. გავრცელებულ „სინოდალურ თარგმანში“ კი, რომლის მომზადებისას მაკარის თარგმანსაც ეყრდნობოდნენ, „იეჰოვა“ მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის დატოვებული (დაბ. 22:14; გამ. 6:3 [სქოლიო]; 15:3; 17:15; 33:19; 34:5; მსაჯ. 6:24; ოს. 12:5).
შენ კითხულობდი: რომელი მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ამას ოფიციალურად? რუსული ბიბლია რომელიც ცნობილია როგორც "Синодальный перевод" (სინოდალნი პერევოდ), ანუ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ აღიარებული თარგმანი, იგი არის ეკლესიის მიერ ცნობილი, აღიარებული თარგმანი, და სწორედ ამიტომ ეწოდება ამ თარგმანს სინოდაური თარგმანი. სწორედ ეს ის თარგმანია, რომელშიც ღვთის სახელი 12-ჯერ მაინც რომ გვხვდება ქართულენოვანი თარგმანებისგან განსხვავებით. ნუთუ შეცდა რუსული ეკლესიის სინოდი ბიბლიის თარგმანის აღიარების გამო??? განა ქართული ეკლესია იმას იტყვის რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი ერესშია? არა!
და ბოლოს. შენ თქვი:
"და კიდევ ერთი, თუ ღმერთს მართლა იეჰოვა ქვია, რატომ უშვებს უფალი იმას რომ ამდენი საუკენეების მანძილზე მისი სახელი ტაძარში წირვა-ლოცვისას ნახსენები არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც საუკუნეების მანძილზე უბრალოდ მიმართვა უფლის სახელით უამრავი სასწაული აღსრულებულა და ღსრულდება დღემდე!"
საუკუნეების მანძილზე, ადამიანები ღმერთს უფალოთი მიმართავდნენ. ზოგიერთი მათგანისთვის ღვთის სახელი კარგად იყო ცნობილი.
არასოდეს ყოფილა პერიოდი როესაც ღვთის სახელი საერთოდ მიცემოდა დავიწყებას.
იესოს ზეცად ამაღლებიდან მოყოლებული, მოციქულებიდან დაწყებული, ორიგენე, იერონიმეს შემდეგაც, 6-9 საუკუნეებში, და მას შემდეგაც ღვთის სახელი იცოდნენ, უხმობდნენ კიდეც. არაერთი ბიბლიის თარგმანი გაკეთებულა წინა საუკუნეებში. ის რომ ღმერთმა დაუშვა ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს იეჰოვას მაგივრად ლიტურგიებში უფალი ეხსენებინათ ეს არ ცვლის ღვთის დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით რომ მისი სახელი უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა და რომ უნდა წარმოვთქვათ.
თუ რომელიმე სარწმუნეობა (არ ვამბობ მართლმადიდებლებს ან კათოლიკებს, ზოგადად ვსაუბრობ) ღვთის სახელის იეჰოვას მაგივრად, ირჩვეს იმას რომ უფალი თქვას, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და სულაც არ ნიშნავს რომ ღვთის ნებასთან თანხმობაშია.
"21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
- მათეს სახარება, თავი მე-7.
ეს ბიბლიური მუხლები იმაზე მიუთითებს რომ თუ ვინმე უფლის სახელით რელიგიურ საქმიანობას ასრულებს და თუნდაც სასწაულებს იქმს, არ ნიშნავს რომ მასზე აუცილებლად იქნება ღვთის კეთილგანწყობილება დავანებული.
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.