DARKSIDE OF ME
ოსტატი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18217
წევრი No.: 40883
რეგისტრ.: 30-August 07
|
#12422710 · 29 Jan 2009, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეზეკიელ წინასწარმეტყველი თავი მეორმოცე
1. ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის ათში, ქალაქის დანგრევიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, იყო უფლის ხელი ჩემზე და მიმიყვანა იქ.
2. ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული.
3. მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
4. დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.
5. აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
6. მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
7. თითო სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი და სიგანეც ერთი ლერწამი; სენაკებს შორის ხუთი წყრთა; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი;
8. გაზომა შიდა კარიბჭის სტოა - ერთი ლერწამი.
9. გაზომა კარიბჭის სტოა - შვიდი წყრთა, მისი სვეტები ორ-ორი წყრთა; კარიბჭის სტოა შიგნით იყო.
10. აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარეს სამი; ერთი ზომის იყო სამივე, ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები.
11. გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, კარიბჭის სიგრძე - ცამეტი წყრთა;
12. სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები - ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს.
13. გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე - სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო;
14. სამოცი წყრთა გამოუვიდა სვეტები; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო ირგვლივ.
15. შესასვლელი კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე - ორმოცდაათი წყრთა;
16. ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
17. მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
18. ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი.
19. გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
20. გარეთა ეზოს ჩრდილო კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა.
21. სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
22. სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
23. შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა.
24. წამიყვანა სამხრეთისკენ და, აჰა, სამხრეთის კარიბჭე; გაზომა მისი სვეტები და სტოა, და იგივე ზომებისა იყო.
25. ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
26. იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;
27. შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა.
28. შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
29. სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
30. სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა.
31. მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
32. შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
33. სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
34. მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
35. მიმიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა იმავე ზომების მიხედვით.
36. სენაკები, სვეტები, სტოები და სარკმელები ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
37. მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
38. ჰქონდა ოთახი თავისი შესასვლელითურთ კარიბჭის სვეტებთან; აქ ასუფთავებენ აღსავლენ მსხვერპლს.
39. კარიბჭის სტოაში ერთ მხარეს ორი ტაბლა იყო, მეორე მხარესაც ორი ტაბლა იყო აღსავლენის, ცოდვის გამოსასყიდის და დანაშაულის გამოსასყიდის მსხვერპლის დასაკლავად.
40. გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი ტაბლა იყო, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთან ორი ტაბლა იყო;
41. ოთხი ტაბლა ერთ მხარეს და ოთხი ტაბლა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა ტაბლა იყო მსხვერპლის დასაკლავად.
42. ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს.
43. ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო შიგნით ირგვლივ, ტაბლებზე კი შესაწირავი ხორცი ელაგა;
44. შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული.
45. მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
46. ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.
47. გაზომა ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანეც ასი წყრთა, ოთხკუთხედი იყო; სამსხვერპლო იდგა ტაძრის წინ.
48. მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გაზომა სტოა: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს.
49. სტოას სიგრძე ოცი წყრთა და სიგანე თორმეტი წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს.
თავი ორმოცდამეერთე
1. მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
2. შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.
3. შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა.
4. გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
5. გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.
6. გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
7. გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
8. დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
9. სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა, ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო.
10. მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
11. გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
12. შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
13. გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.
14. ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
15. გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
16. ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
17. შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო.
18. ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
19. კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს ტაძარში, ირგვლივ.
20. იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე.
21. სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე შესახედაობა ჰქონდა.
22. ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს საკურთხეველია უფლის წინაშე.
23. ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.
24. ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
25. გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.
26. ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.
ერთ რამეს დავამატებ......ებრაულ ორიგინალში (შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ ვისაც ა უნახავს ან არ გაუგია), სიტყვა იერუსალიმი არ არის მოხსენიებული და მეორე - სად არის იერუსალიმში მამაღალი ან დიდი მთა?
Armor
| QUOTE | | იმას, რომ მან იმის წარმომადგენლები ნახა, ვინც ადამიანების რასა შექმნა დედამიწაზე ... |
გეთანხმები.
| QUOTE | | დანარჩენი ღრმად არ მაინტერესებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზუსტი პასუხის მიღება შეუძლებელია და რომც მივიღო არაფერს არ შეცვლის პირადად ჩემთვის. |
მე აზრი, ანუ საკუთარი ინტერპრეტაცია ვკითხე ხალხს....თუ არ გინდა არ დაწერო. მე უბრალოდ მაინტერესებ და ვინ რას ფიქრობს ამაზე.
--------------------
- Forza Italia...Forza ყომარბაზობა!!!!
- Real power cannot be given, it must be taken © Godfather
|